...) აბრალებს მათ ღმერთი ესევითარისა ამის სიტყჳსა სახითა და იტყჳს: „აჰა ესერა ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი“; ვითარმცა იტყოდა: ეჰა უგუნურებაჲ ადამისი, რომელიღა საქმე ჰრწმენა გუელისაგან! - რაჲთამცა გემოჲს-ხილვითა მით იქმნა ღმერთ. და კუალად ფსალმუნსა შინა წერილ არს: „შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი“, - საკდემელად უგუნურისა მის ერისა; ვითარმცა ეტყოდა, თუ: რასა ჰგონებთ, შემემშიამცა? ანუ ჭამადი საჴმარ არს ჩემდა? ჵ უგუნურნო და ცოფნო! ეგრეთვესახედ ამასცა ადგილსა, ვინაჲთგან უგუნურნი იგი მწიგნობარნი და ფარისეველნი მართალ ჰგონებდეს თავთა თჳსთა და აბრალებდეს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტეს მეზუერეთა და ცოდვილთა შეწყნარებისათჳს და მათისა მიახლებისათჳს, ამხილა პირველად სახითა ბუნებითითა და მერმე წამებითა წერილთაჲთა, და აწ კუალად გონებისა მათისაებრ კდემისა და ბასრობისა სახედ ჰრქუა: „არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა სინანულად“; რამეთუ მართალი არავინ იყო ქუეყანასა ზედა, ვითარცა პავლე ღაღადებს, ვითარმედ: „ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებასა ღმრთისასა“. ესევითარი უკუე სახე აქუს სიტყუასა უფლისასა, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: მე ვიხილენ ყოველნივე კაცნი, შთავრდომილნი და შეპყრობილნ...
ფსალმუნნი 49:11
10. რამეთუ ჩემი არს ყოველი მჴეცი ველისა, ნადირი მთათა და ყოველი პირუტყჳ;11. ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შუენიერებაჲ ველთა ჩემ თანა არს, შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაჲ მისი.12. ნუ ვჭამოა ჴორცი ზუარაკთა, ანუ სისხლი ვაცთა ვსუაა?
ფსალმუნნი თავი 49