მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 5:7

6. არა დაიმკჳდროს შენ თანა უკეთურმან, არცა დადგენ უსჯულონი წინაშე თუალთა შენთა;7. მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუესა; კაცი მოსისხლე და მზაკუარი სძაგს უფალსა.8. ხოლო მე მრავლითა მოწყალებითა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა.
ფსალმუნნი თავი 5
7. მოიძულენ შენ ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი. წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყჳან სიცრუესა; კაცი მოსისხლე და მზაკუარი სძაგს უფალსა.
ფსალმუნი 5-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა მკჳდრისათჳს, ფსალმუნი დავითის“ ().

1. სულიერი სამკვიდროს პირობები და აღთქმული საზღაური

ჯერ ვნახოთ, რა არის ეს სამკვიდრო და გვეკუთვნის თუ არა ის ჩვენც; შემდეგ კი — ის დრო, როცა იგი გვეძლევა. მართლაც შეუსაბამოა: როცა ფულის ანდერძის ამბავს გატყობინებენ, თითქოს ეს წილი ჩვენ გვეკუთვნოდეს, მაშინ იკვლევთ და თავს იწუხებთ, საბუთებს ეძებთ, ვერცხლს იხდით, ქაღალდებს ეცნობით, ჩაწერილს იწერთ და ყოველგვარ გულმოდგინებას იჩენთ; აქ კი, როცა წინ სულიერი ანდერძებია დადებული და ყველა წიგნი გახსნილია, გულგრილნი და მოდუნებულნი ხართ, თანაც მაშინ, როცა სამკვიდრო გრძნობადი არ არის. მაშ, მივუახლოვდეთ, გავხსნათ საბუთები, ჩავიხედოთ ჩაწერილში და ვნახოთ, რა პირობებით დაგვეტოვა ეს წილი და როგორია ამ წილის ბუნება. რადგან წილი უბრალოდ კი არ დაგვიტოვა, არამედ გარკვეული პირობით. რომელ პირობაზე? <span...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის