...(შდრ. მათ. 25,41-42) და შემდგომი ამისი. ისმინე იგავი იგი ქალწულთაჲ მათ, ვითარ განვარდეს სასძლოჲსა მისგან, ვინაჲთგან ზეთი წყალობისაჲ არა აქუნდა. ისმინე წინაჲსწარმეტყუელისაჲ, ვითარ იტყჳს: „მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა“. რამეთუ ეგრეთვე ჩუენ თანაგუაც მოწყალებაჲ მოყუსისაჲ, ვითარცა ჩუენ ვითხოვთ ღმრთისა მიერ, ხოლო მოწყალებაჲ კეთილი ესე არს, რაჟამს ნაკლულევანებისაგან ჩუენისა მივსცემდეთ და არა ნამეტნავისაგან; და უკუეთუ ნამეტნავისაგანცა არა მივსცემდეთ, არა უწყი, თუ ვითარი ვპოოთ წყალობაჲ მას დღესა, ანუ ვითარ განვერნეთ სატანჯველისაგან?
ვინაჲთგან უკუე ქალწულთა მათ ესეოდენთა შრომათა შემდგომად არარაჲ პოვეს ნუგეშინის-ცემაჲ, რაჲ ვყოთ ჩუენ, საწყალობელთა ამათ? რამეთუ ესრეთ გუაყუედრებდეს ქრისტე, ვითარმედ: „მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“, და: „რაოდენი არა უყავთ ერთსა მცირეთაგანსა, არცა მე მიყავთ“. რამეთუ ყოველივე კაცი, გინა დიდი იყოს, გინა მცირჱ, ოდენ მორწმუნე იყოს, და არა ვყოთ მის თანა წყალობაჲ, ესე სიტყუაჲ გუესმეს ჩუენ. რამეთუ რასა ძნელსა ეძიებს იგი ჩუენგან? რამეთუ არა თუ იტყჳს, თუ: უძლურ ვიყავ, და არა აღმად...