...სა ზედა ძისა ღმრთისასა. და ამას მისცემს ნიჭად კადნიერებისა, რაჲთა, უკუეთუ რაჲმე ითხოვონ მისგან, მიემადლოს მათ, გარნა ხოლო ესევითარიმცა არს სათხოელი იგი, ვითარი შეეტყუების მომცემელსა მას კეთილთასა ღმერთსა, რაჲთა მთხოელი იგი კადნიერ იყოს სიტყუად: "უსამართლობასა თუ მივხედევდ გულითა ჩემითა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი" (). ესე იგი არს, რაჟამს არარას განხრწნადსა ანუ განმხრწნელსა და სულისა მავნებელსა ვითხოვდეთ, მაშინღა ითქუმის, ვითარმედ: "ამისთჳს შეისმინა ჩემი ღმერთმან" (). რაჲსა "ამისთჳს"? — არამედ რამეთუ არარაჲ სოფლიოთა მავნებელთაგანი რაჲმე ვითხოე, გარნა რაჲ-იგი მან უწყის უმჯობესი მოცემად ჩუენდა. რამეთუ ვინაჲთგან ჩუენ არა უწყით უმჯობესი ჩუენი, ამისთჳს კეთილ არს, რაჲთა ყოველსა სათხოელსა ზედა დავჰრთოთ ღმრთისა მიმართ: ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ.
ლოცვა წმინდა წერილის წაკითხვამდე
1. დასასრულსა, გალობაჲ ფსალმუნისა აღდგომისათჳს2. ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა. უგალობდით სახელსა მისსა, მიეცით დიდებაჲ ქებულებასა მისსა.3. არქუთ ღმერთსა, რაბამად საშინელ არიან საქმენი შენნი; მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენ მტერნი შენნი.4. ყოველი ქუეყანაჲ თაყუანის-გცემდენ შენ და გიგალობდენ და უგალობდენ სახელსა შენსა, მაღალო.5. მოვედით და იხილენით საქმენი ღმრთისანი, ვითარ საშინელ არს განზრახვათა შინა უფროს ძეთა კაცთასა,6. რომელი გარდააქცევს ზღუასა ჴმელად, მდინარესა წიაღჴდენ ფრჴივ; მუნ ვიხარებდეთ ჩუენ მისა მიმართ,7. რომელი-იგი უფლებს ძალითა თჳსითა საუკუნეთა. თუალნი მისნი წარმართთა ხედვენ; რომელთა განამწარეს იგი, ნუ ამაღლდებიედ თავით თჳსით.8. აკურთხევდით წარმართნი ღმერთსა ჩუენსა და სასმენელ-ყავთ ჴმაჲ ქებისა მისისა,9. რომელმან დადვა სული ჩემი ცხორებად და არა სცა ძრვა ფერჴთა ჩემთა.10. რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომაჴურვენ ჩუენ, ვითარცა გამოიჴურვების ვეცხლი.11. შემიყვანენ ჩუენ საფრჴესა, დაჰკრიბე ჭირი ბეჭთა ჩუენთა.12. ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი,13. და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებლად, შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი,14. რომელ აღთქუეს ბაგეთა ჩემთა, და იტყოდა პირი ჩემი ჭირსა შინა ჩემსა.15. საკუერთხები ტჳნოანი შენდა შევწირო ვერძებითა და საკუმეველითა, შევწირო შენდა ზუარაკები და ვაცები.16. მოვედით, და ისმინეთ ჩემი, და გითხრა თქუენ ყოველთა მოშიშთა ღმრთისათა, რაოდენი უყო სულსა ჩემსა.17. მისა მიმართ პირითა ჩემითა ღაღად-ვყავ და აღვამაღლე იგი ენითა ჩემითა.18. სიცრუესა თუ ვხედევდ გულსა შინა ჩემსა, ნუ ისმენნ ჩემსა უფალი.19. ამისთჳს შეისმინა ჩემი ღმერთმან და მოხედნა ჴმასა ვედრებისა ჩემისასა.20. კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან არა განიშორა ლოცვა ჩემი და არცა წყალობაჲ მისი ჩემგან.