მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 67:3

2. აღდეგინ ღმერთი, და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდენ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან.3. ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა.4. და მართალნი იხარებდენ, მხიარულ იყვნენ წინაშე ღმრთისა და განსცხრებოდიან სიხარულითა.
ფსალმუნნი თავი 67
3. ვითარცა მოაკლდეს კუამლსა, მოაკლდენ, და ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ ცოდვილნი პირისაგან ღმრთისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ით
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოედინ სუფევაჲ შენი“ (6,10).:

...დვათაჲსა და საკრველთა მათგან უკეთურისათა, ნუღარამცა მიგჳყვანებს ეშმაკი ტყუედ ცოდვისა მიერ, არამედ მოედინ სუფევაჲ შენი ჩუენ ზედა, რაჲთა ივლტოდინ, რომელნი-ესე აწ უფლებულ არიან ვნებანი, და ვითარცა მოაკლდის კუამლსა, მოაკლდეს, და ვითარცა ცჳლი რაჲ დადნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარწყმდენ მაჭირვებელნი იგი ჩუენნი.

მოვედინ სუფევაჲ შენი, რაჲთა უჩინო იქმნას ყოველივე განწყობილი წინააღმდგომთაჲ, რაჲთა დაიჴსნას ბრძოლაჲ ჴორცთაჲ სულისა მიმართ, რაჲ-თა დაეცნენ ათასეულნი იგი და ბევრეულნი უკეთურთა ეშმაკთანი; ძლიერ არს ეშმაკისა მძლავრებაჲ, გარნა მათ ზედა ძლიერ არს, რომელნი ოჴერ არიან შენისა შეწევნისაგან; ხოლო მო-თუ-ვიდეს ჩუენ ზედა სუფევაჲ შენი და ძალი და შეწევნაჲ, მეყსეულად ივლტოდის ყოველი სალმობაჲ და მწუხარებაჲ და სულ-თქუმაჲ, და იყოს ცხორებაჲ და მშჳდობაჲ და სიხარული.

რამეთუ უკუეთუ შენ ჰსუფევდე ჩუენ ზედა, მამაო სახიერო, ძითურთ და ყოვლადწმიდით სულით, და სავანე-ჰყო ჩუენ თანა, ნეტარ იყოს ჩუენდა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყავნ ნებაჲ შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა“ (6,10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა შეწყობილებაჲ ესე შუენიერი ლოცვისაჲ? რამეთუ სურვილი გჳბრძანა საუკუნეთა მათ კეთილთაჲ და უშფოთველისა მის ცხორებისაჲ, გარნა ამასცა ცხორებასა შინა მოს...

სრულად ნახვა