მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 83:2

1. დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ძეთა კორესთა ფსალმუნი2. ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!3. ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა, გული ჩემი და ჴორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა.
ფსალმუნნი თავი 83
2. ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!
მოძღვრება თქმული სოფლის დიხაშხოს ეკლესიის კურთხევაზედ
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ვინაიდგან, მადლითა და შეწევნითა ცხოველს-მყოფელისა სამებისათა დღეს ვაკურთხეთ საყდარი ესე, აღშენებული მისსა სახელსა ზედა, აწ, მისითავე შეწევნითა და ძალითა, აღვხსნათ და შევიტყოთ რა ძალი და მნიშვნელობა აქვს საყდარსა ჩვენ, ადამიანთათვის.

ამა საგანსა მშვენივრად და ღვთივ-გონიერად აღგვიხსნის წინასწარმეტყველი და მეფე დავით ერთსა შინა ფსალმუნსა თვისსა, რომელიც კიდეც ხშირად წაიკითხების და გესმისთ თქვენ საყდარსა შინა. ამოვკრიბოთ რომელნიმე მუხლნი ამ ფსალმუნისაგან და აღვხსნათ იგინი, და იქიდგან კარგად შეიტყობთ, რაი არს საყდარი, და რა რიგად უნდა იქცეოდეს კაცი მას შინა.

ვითარ საყვარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო! სურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა. ესრედ დაიწყებს წინასწარმეტყველი დავით იმ ფსალმუნს, რომელსა შინა აღწერს ეკლესიის მნიშნველობასა. საყოფელი უფლისა არის სადგომი, ანუ სახლი უფლისა. მართალია მთელი ცა და ქვეყანა და ყოველი ადგილი არის საყოფელი, ანუ სადგომი უფლისა, გარნა ქვეყნისა ზედა უაღრესად და უმახლობელესად საყოფელი უფლისა არის საყდარი, ანუ ეკლესია. რისთვის? მისთვის, რომ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის