1.დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ძეთა კორესთა ფსალმუნი2.ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!3.ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა, გული ჩემი და ჴორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა.4.და რამეთუ სირმანცა პოვა თავისა თჳსისა სახელი და გურიტმან ბუდე თჳსი, სადა დაისხნეს მართუენი თჳსნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.5.ნეტარ არიან, რომელნი დამკჳდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ.6.ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნა მისი შენგან არს; აღსლვა გულსა თჳსსა დაიდვა7.ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქუა,8.და რამეთუ კურთხევა მოსცეს, რომელმანცა შჯული დადვა. ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთა სიონს.9.უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისაო.10.მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა.11.რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროს ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა დამკჳდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.12.რამეთუ წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ უყუარს უფალსა, მადლი და დიდებაჲ მოსცეს ღმერთმან;13.უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ. უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.
ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ვინაიდგან, მადლითა და შეწევნითა ცხოველს-მყოფელისა სამებისათა დღეს ვაკურთხეთ საყდარი ესე, აღშენებული მისსა სახელსა ზედა, აწ, მისითავე შეწევნითა და ძალითა, აღვხსნათ და შევიტყოთ რა ძალი და მნიშვნელობა აქვს საყდარსა ჩვენ, ადამიანთათვის.
ამა საგანსა მშვენივრად და ღვთივ-გონიერად აღგვიხსნის წინასწარმეტყველი და მეფე დავით ერთსა შინა ფსალმუნსა თვისსა, რომელიც კიდეც ხშირად წაიკითხების და გესმისთ თქვენ საყდარსა შინა. ამოვკრიბოთ რომელნიმე მუხლნი ამ ფსალმუნისაგან და...
2. მწყემსთა შუღლი და აბრაამის მშვიდობისმოყვარეობა (13:5-8):
...დე და სიწყნარე, და მუდმივად ღვთის მსახურებას ეწეოდა. ის მივიდა, ნათქვამია, იმ ადგილამდე, სადაც ადრე საკურთხეველი აღმართა და ღვთის სახელს ხადოდა, და ამით დიდი ხნის წინ, წინასწარ აღასრულა ის, რაც დავითმა თქვა: „ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა დამკჳდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა" (). უდაბნო, ღვთის სახელის ხადებისთვის, მისთვის ქალაქებზე ძვირფასი იყო. მან იცოდა, იცოდა, რომ ქალაქების დიდებას არა შენობათა სილამაზე და მცხოვრებთა სიმრავლე შეადგენს, არამედ მკვიდრთა სათნოება. აი, რატომ იყო უდაბნოც, მართლის სათნოებით შემკული, ქალაქებზე უკეთესი და დასახლებულ ქვეყანაზე სახელოვანი. „და ლოთის თანა-მავლისანი აბრაამის თანა იყვნეს ცხოვარნი და ზროხანი და კარვები... და არა იტევდა მათ ქუეყანა იგი დამკჳდრებად ზოგად, რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად. და ვერ შემძლებელ იყვნეს დამკჳდრებად ზოგად" (დაბ 13:5–6). არამხოლოდ თავად პატრიარქს გაუმრავლდა ქონება, არამედ „ლოთისაც იყვნეს ცხოვარნი და ზროხანი და კარვები". შესაძლოა, ნაწილი თავად პატრიარქმა, გულუხვმა, აჩუქა ძმისწულს, ნაწილი კი სხვებმა მისცეს პატრიარქისადმი პატივისცემით. „და არა იტევდა მათ, — ნათქვამია, — ქუეყანა... რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად" (...