მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 85:5

4. ახარე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.5. რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე ყოველთათჳს, რომელნი გხადიან შენ.6. ყურად-იღე, უფალო, ლოცვა ჩემი და მოხედენ ჴმასა ვედრებისა ჩემისასა.
ფსალმუნნი თავი 85
5. რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე ყოველთათჳს, რომელნი გხადიან შენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...რადგან იგი იწოდება „მამაჲ მოწყალებათაჲ და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაჲ“ (), და კეთილია ისე, როგორც წერია: „არავინ არს სახიერ, გარნა ღმერთი მხოლოჲ“ (); და კიდევ: „ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე“ (); და არ სურს ცოდვილის სიკვდილი, არამედ მისი მოქცევა და სიცოცხლე: „არა მნებავს მე სიკუდილი უთნოჲსაჲ, ვითარ მოქცევაჲ მისი გზისაგან მისისა და ცხოვნებაჲ მისი“ (). მაშ, საიდან, საიდან არის ის დღე ამოდენა შფოთით სავსე? „მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა“ (); „წიგნნი განეხუნეს“ (), ჩვენი საქმეების წიგნები; ეს დღე კი „შემწუელი ვითარცა თორნე“ მოდის (); ანგელოზები მიმოდიან და მრავალი სახმილი წინ იდგმება. მაშ, როგორ არის კაცთმოყვარე? როგორ არის მოწყალე?...

სრულად ნახვა