მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 86:3

2. უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროს ყოველთა საყოფელთა იაკობისთა.3. დიდებულ ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო.4. მოვიჴსენო მე რააბისი და ბაბილოვნისა, რომელთა მიციან მე; და, აჰა, ესერა, უცხოთესლნი და ტჳროს და ერი ჰინდოთა, ესენი იშვნეს მუნ.
ფსალმუნნი თავი 86
3. დიდებულ ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „შევედით იწროჲსაგან ბჭისა, რამეთუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არს გზაჲ, რომელსა მიჰყავს წარსაწყმედელად, და მრავალნი ვლენან მას. ვითარ-იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა, და მცირედ არიან მავალნი მას შინა“ (7,13-14).:

...იწროჲსა მიერ შესლვაჲ ფართოებად, ვიდრეღა ფართოჲსა მიერ შესლვაჲ იწროებად.

ესერა წინამდებარე არიან ჩუენდა ორნი სავანენი: ერთი იგი არს ქალაქი მეუფისა დიდისაჲ, რომლისათჳს იტყოდა წინაწარმეტყუელი: „დიდებული ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო, რაჲთა მხიარულ იყვნენ ყოველნი, რომელთა მკჳდრობაჲ მათი შენ შორის არს“; და კუალად იტყოდა: „უფალო, შევიყუარე შუენიერებაჲ სახლისა შენისაჲ და ადგილი წმიდაჲ, საყოფელი დიდებისა შენისაჲ“;2 „რამეთუ სურის სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო ძლიერო და ცხოელო. ოდეს-მე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისასა? ხოლო მე ესე მოვიჴსენე და ნუგეშინის-ვეც სულსა ჩემსა, რამეთუ განვლო მე ადგილი საყოფელი საკჳრველი სახლსა ღმრთისასა“. მუნ არს ჴმაჲ გალობისა და აღსარებისაჲ, ჴმაჲ ზატიკობისა მის საუკუნოჲსაჲ, მუნ არს ნათელი და სიხარული დაუსრულებელი და ხილვაჲ პირისა ღმრთისაჲ, რომელ-ესე უაღრესი არს და უზეშთაესი ყოველთა მათ კეთილთა და საშუებელთა სასუფეველისათა.

ამის სავანისათჳს იტყოდა მოციქული, ვითარმედ: „მსურის წარსლვაჲ და ქრისტეს თანა ყოფაჲ, რამეთუ მაქუს ჩუენ აღშენებული ღმრთისა მიერ სახლი ჴელითუქმნელი, საუკუნე ცათა შინა; რამეთუ ამისთჳს ვკუნესით, საყოფელი იგი ჩუენი ზეცით გამო შემოსად გუსურ...

სრულად ნახვა