...ვითარ იოვანე თქუა, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, და არა თქუა, თუ: დაუსაბამოდ იყო? ამაოო და ცუდო, პირველი გესმა და ამას არა ისმენა, ვითარმედ იყო სიტყუაჲ პირველითგან, იყო მარადის, და არაოდეს ყოფილ არს ჟამი, ოდეს არა იყო? ანუ ოდეს მამისათჳს იტყოდის წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „საუკუნითგან და უკუნისამდე შენ ხარ“, რაჲ სთქუა, ნუუკუე საზღვარსა მისცემსა? ნუ იყოფინ! არამედ დაუსაბამოობასა და დაუსრულებელობასა მოასწავებდა. ეგრეთვე უკუე ესე გულისხმა-ყავ, რამეთუ არა საზღვარსა მისსა დასდებს, არცა თქუა, ვითარმედ: დასაბამი აქუნდა, არამედ: „პირველითგან იყო“, რაჲთა სიტყჳსა ამის მიერ, ვითარმედ „იყო“, გულისხმა-ჰყო დაუსაბამოებაჲ მისი, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“. და რაჲთა არავინ ჰგონებდეს, ვითარმედ უდარჱს არს ღმრთეებაჲ ძისაჲ, ამისთჳს შესძინა და თქუნა საქმენი იგი, რომელთა მიერ საცნაურ იქმნების ღმრთეებისა მისისა სისრულე, ვითარმედ: „ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა“ (1,2), რაჲთა სცნა დაუსაბამოებაჲ მისი, ვითარმედ არაოდეს ყოფილ არს მამაჲ თჳნიერ ძისა, არამედ პირველითგან ღმერთი იყო, ძჱ ღმრთისა თანა მამისა; და მერმე კუალად დამბადებელობაჲ მისი ქადაგა, ვითარმედ: „ყოველივე მის მიერ იქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთ...
ფსალმუნნი 89:2
1. უფალო, შესავედრებელ-მეყავნ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე.2. პირველ მთათა დაბადებადმდე, შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამღე შენ ხარ.3. ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთანო.
ფსალმუნნი თავი 89