მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 96:2

1. უფალი სუფევს, იხარებდინ ქუეყანაჲ, და იშუებდედ ჭალაკნი მრავალნი.2. ღრუბელი და ნისლი გარემო არს მისსა, სიმართლე და განკითხვა წარმართება საყდრისა მისისა.3. ცეცხლი მის წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოს მტერნი მისნი.
ფსალმუნნი თავი 96
2. ღრუბელი და ნისლი გარემო არს მისსა, სიმართლე და განკითხვა წარმართება საყდრისა მისისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ნვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ. გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა?“ (17,4).:

...ე იტჳრთეს იგი ჴორციელთა მათ თუალთა?

ხოლო სიტყჳსა მის მიმართ პეტრესა არარაჲ მიუგო უფალმან, არცა მოსე ანუ ელია, არამედ მამამან ზეგარდამო ჴმა-სცა ღრუბლით გამო. რაჲსათჳს ღრუბლით გამო? რამეთუ ესრეთ განუწესებიეს მარადის ღმერთსა ხილვაჲ მისი, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „ღრუბელი და ნისლი გარემო მისა“, და „რომელმან დასხნა ღრუბელნი აღსავალად მისა“, და „მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა“. და ამაღლებისათჳს უფლისა იტყჳს ლუკა მახარებელი წიგნსა მას მოციქულთასა, ვი-თარმედ: „ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა“. ხოლო რაჲთა გულსავსე იქმნენ, ვითარმედ ღმრთისა მიერ არს ჴმაჲ იგი, ამისთჳს წერილისაებრ ღრუბელი ნათლისაჲ მოჰფინა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იგი ამას იტყოდა ოდენ, აჰა ესერა ღრუბელი ნათლისაჲ ჰფარვიდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ; მაგისი ისმინეთ“ (17,5).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მთასა მას ზედა სინასა ეჩუენა რაჲ ღმერთი მოსეს და უნდა, რაჲთა შიში დასდვას უგულისჴმოთა მათ და გულფიცხელთა ჰურიათა, ღრუბელი ბნელის...

სრულად ნახვა