...ებიან: ნინეველები გაიხსენე. ხედავ მათ, ვინც ლანძღვის გამო ისჯებიან? დააკვირდი მათაც, ვინც კეთილმეტყველებისთვის საზღაურს იღებენ. „მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ არიან, და მაწყევარნი შენნი წყეულ არიან“ (). „აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა“ (). ხედავ, რომ არც მუდამ დაკეტვა გვმართებს და არც ყველაფრისთვის გახსნა, არამედ თითოეული საქმისთვის შესაფერისი ჟამის ცოდნა? ეს იცოდა წინასწარმეტყველმაც და ამბობდა: „დასდევ, უფალო, საცო პირსა ჩემსა და კარი - ძნელი ბაგეთა ჩემთა“ (). სხვა რა დაცვა შეიძლება იყოს, თუ არა შიშის მომგვრელად ზედამდგომი განსჯა, რომელსაც ხელთ აქვს ცეცხლი, მომავალში რომ დაწვავს ყველას, ვინც პირს დაუფიქრებლად იყენებს? ეს განსჯ...
8. ღმერთი უძღოდა მას ეგჳპტით, ვითარცა დიდებაჲ მარტორქისაჲ მისი, შეჭამნეს ნათესავნი მტერთა მისთანი და სიპოხე მათი ტჳნითურთ გამოწოოს და ისრითა მისითა ესროდის მტერთა.9. ინაჴ-იდგა და განისუენა ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან. ვინ აღადგინოს იგი? მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ არიან, და მაწყევარნი შენნი წყეულ არიან.10. და განრისხნა გულისწყრომით ბალაკ ბალაამის ზედა და შეიტყუელნა ჴელნი თჳსნი და ჰრქუა ბალაკ ბალამს: წყევად მტერსა ჩემისა მოგხადე შენ, და, აჰა, ესერა, კურთხევით აკურთხე, იგი ესე მესამედ.
რიცხუთაჲ თავი 24