რიცხუთაჲ 4:8
7. და ტაბლასა მას წინაშესა დასდვან მას ზედა ყოვლად ძოწეული სამოსელი, და პინაკები, და ფიალები, და ციცხუები და ტაკუკები, რომლითა-იგი შესწირვიდეს მით და პურნი იგი სამარადისონი მას ზედა იყუნენ.8. და დასდვან მას ზედა სამოსელი მეწამული და დაფარონ იგი საბურველითა ტყავითა იაკინთონისაჲთა და განუთხინენ მას აღსაღებელნი იგი.9. და მოიღონ სამოსელი იაკინთონი და შეხურონ სასანთლე იგი, რომელ-იგი ჰნათობნ, და ორნი სანთელნი მისნი და მარწუხნი მისნი და მოსაყოფელნი მისნი და ყოველივე ჭურჭერი ზეთისაჲ, რომლითა-იგი ჰმსახურებედ მით.
რიცხუთაჲ თავი 4