რიცხუთაჲ 4:9
8. და დასდვან მას ზედა სამოსელი მეწამული და დაფარონ იგი საბურველითა ტყავითა იაკინთონისაჲთა და განუთხინენ მას აღსაღებელნი იგი.9. და მოიღონ სამოსელი იაკინთონი და შეხურონ სასანთლე იგი, რომელ-იგი ჰნათობნ, და ორნი სანთელნი მისნი და მარწუხნი მისნი და მოსაყოფელნი მისნი და ყოველივე ჭურჭერი ზეთისაჲ, რომლითა-იგი ჰმსახურებედ მით.10. და შთადვან იგი და ყოველი ჭურჭერი მისი საბურველსა ტყავისა იაკინთონისასა და დადვან იგი აღსაღებელსა მათ ზედა.
რიცხუთაჲ თავი 4