მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:22

21. და მათ ჰკითხეს მას: და უკუე ვინ ხარ შენ? ელია ხარა? და მან თქუა: არა ვარ; წინაწარმეტყუელნი იგი ხარა შენ? და მიუგო: არა.22. და ჰრქუეს: გუარქუ ჩუენ, ვინ ხარ შენ, რაჲთა სიტყუაჲ მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა, რასა იტყჳ შენთჳს?23. და თქუა: მე – ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი, ვითარცა თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
22. და ჰრქუეს: გუარქუ ჩუენ, ვინ ხარ შენ, რაჲთა სიტყუაჲ მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა, რასა იტყჳ შენთჳს?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ბოროტ არს შური, საყუარელნო, ბოროტ არს მოშურნეთათჳს და არა რომელთა ეშურებოდიან. და პირველად მათ ავნებს, ვითარცა გესლი სასიკუდინე, სულთა შორის მათთა დამკჳდრებული, და უკუეთუ სადა რომელთა მიმართ იყოს შური, მათცა ავნოს მცირე ვნებაჲ და არარაჲ, და უმეტესი არნ სარგებელი სავნებელისაჲ. ხოლო ესე ყოველი ვთქუ შურისა მისთჳს ჰურიათაჲსა, რამეთუ რომელნი-იგი განვიდეს ქალაქთაგან იოვანეს მიმართ და ნათელ-იღეს, იგინივე შემდგომად ნათლის-ღებისა, ვითარმცა შეენანა საქმჱ იგი, მიავლენენ იოვანეს მიმართ და ჰკითხვენ, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ?“ ჭეშმარიტად ნაშობნო იქედნეთანო, ნათესავო ბოროტო და მემრუშეო, ნათლის-ღებისა შემდგომად ჰკითხავთა და იწულილავთ? რამეთუ ვითარ განხჳდოდეთ მისა? და ვი-თარ აღუარებდით ცოდვათა? ვითარ ნათელ-იღებდით? ვითარ ჰკითხევდით, თუ რასა ვიქმოდითო, ვინაჲთგან არა უწყოდეთ, თუ ვინ არს? რამეთუ ყოველივე იგი თქუენი საქმე პირუტყუებრი იყო. არამედ ნეტარმან იოვანე ამისგანი არარაჲ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის