მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:45

44. ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდაჲთ, ქალაქისაგან ანდრეაჲსა და პეტრესა.45. პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინაწარმეტყუელთა, ვპოეთ: იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით.46. და ჰრქუა მას ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
45. პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინაწარმეტყუელთა, ვპოეთ: იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი დაწერა მოსე შჯულსა და წინაჲსწარმეტყუელთა, ვპოვეთ: იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით“ (1,45).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ნათანაელ შჯულისმეცნიერი იყო და ჭეშმარიტისა მეძიებელი, ვითარცა ქრისტე წამებს, ამისთჳს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი მოიყვანნა ფილიპე მოწამედ, რაჲთამცა ესრეთ დაარწმუნნა, ხოლო უკუეთუ „ძედ იოსებისა“ თქუა, ნუ შეშფოთნები, რამეთუ ჯერეთ საგონებელ იყო, ვითარმედ ძჱ არს იოსებისი. ხოლო ვითარცა-იგი ანდრია პეტრეს ძლიერად ვერ უქადაგებდა, არამედ ქრისტეს მიმართ მოიყვანა იგი, ეგრეთვე ფილიპე ქმნა; თუ ვითარ იგი არს ქრისტე, ანუ თუ ვითარ ქადაგეს წინაჲსწარმეტყუელთა, არა თქუა, არამედ ოდენ ისწრაფა, რაჲთამცა მოიყვანა იგი ქრისტესა, რამეთუ იცოდა, ვითარმედ უკუეთუ ესმეს მას სწავლაჲ მისი, არღარა განეშოროს მისგან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის