📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხვალისაგან უნდა განსლვად გალილეად, და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას: მომდევდი მე! ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდით, ქალაქისაგან ანდრიაჲსა და პეტრესა“ (1,43-44).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იტყჳს უფალი, ვითარმედ: „ყოველი რომელი ეძიებდეს, პოვოს“.1 და ამისთჳსცა პოვა ფილიპე მოწფობაჲ ქრისტესი, რამეთუ ვინაჲთგან ანდრიას იოვანეს მიერ ასმიოდა, ხოლო პეტრეს - ანდრიაჲსგან, არამედ ამას არავისგან ასმიოდა, გარნა ოდეს ესმა უფლისა სიტყუაჲ, და მეყსეულად შეუდგა და ქადაგ მისა იქმნა, და ნათანაელ მოაქცია, რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: „რომელი დაწერა მოსე შჯულსა შინა და წინაჲსწარმეტყუელთა, ვპოვეთ“ (1,45). იხილეა, ვითარი სული აქუნდა, რომელი მარადის იწურთიდა სიტყუათა შჯულისათა? ხოლო საკჳრველ არს ანდრიაჲსთჳს და პეტრესთჳს და ფილიპესთჳს, და არა ესე ოდენ, რომელ პირველ სასწაულთა ხილვისა ჰრწმენა, არამედ ესეცა, რომელ ესევითარისა უსწავლელისა ადგილისა, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: „გალილიაჲთ წინაჲსწარმეტყუელი არა აღდგომილ არს“,2 და იგინი ესევითარნი გამოჩნდეს მუნით. გარნა აქაცა ქრისტემან თჳსი ძალი გამოაჩინა, რამეთუ ესევითარისა უნაყოფოჲსა ქუეყანისაგან ესევითარნი მნათობნი გამოაჩინნა. ხოლო ვინაჲ ცნა ფილიპე, თუ ესე არს ქრისტე? მე ვჰგონებ, ვითარმედ პეტრეს და ანდრიაჲს მიერ ესწავა, და ამისთჳსცა ადრე შეუდგა; ხოლო იტყჳს მახარებელი დაბასაცა მისსა, რაჲთა სცნა, ვითარმედ უძლურნი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი დაწერა მოსე შჯულსა და წინაჲსწარმეტყუელთა, ვპოვეთ: იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით“ (1,45).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ნათანაელ შჯულისმეცნიერი იყო და ჭეშმარიტისა მეძიებელი, ვითარცა ქრისტე წამებს, ამისთჳს შჯული და წინაჲსწარმეტყუელნი მოიყვანნა ფილიპე მოწამედ, რაჲთამცა ესრეთ დაარწმუნნა, ხოლო უკუეთუ „ძედ იოსებისა“ თქუა, ნუ შეშფოთნები, რამეთუ ჯერეთ საგონებელ იყო, ვითარმედ ძჱ არს იოსებისი. ხოლო ვითარცა-იგი ანდრია პეტრეს ძლიერად ვერ უქადაგებდა, არამედ ქრისტეს მიმართ მოიყვანა იგი, ეგრეთვე ფილიპე ქმნა; თუ ვითარ იგი არს ქრისტე, ანუ თუ ვითარ ქადაგეს წინაჲსწარმეტყუელთა, არა თქუა, არამედ ოდენ ისწრაფა, რაჲთამცა მოიყვანა იგი ქრისტესა, რამეთუ იცოდა, ვითარმედ უკუეთუ ესმეს მას სწავლაჲ მისი, არღარა განეშოროს მისგან.
1 მათ. 7,8; ლუკ. 11,10. 2 იოან. 7,52.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თქუა ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსმე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე. იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მიმავალი მისა, და თქუა მისთჳს: აჰა ჭეშმარიტი ისრაჱლიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს“ (1,46-47).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსმე ყოფად?“ ამისთჳს აქებს მას. და არა უფროჲსად ბრალობაჲ ჯერ-იყოა? არამედ არა, რამეთუ ნათანაელ არა თუ უკეთურებით და ურწმუნოებით თქუა სიტყუაჲ იგი, არამედ ვინაჲთგან შჯულისმეცნიერი იყო და აღმოეკითხა წერილთა შინა, ვითარმედ: „ბეთლემს შობად არს ქრისტე“,1 და ესმა, ვითარმედ: „ნაზარეთით“, ამისთჳს დაუკჳრდა. არამედ იხილე მისი სიკეთე, რამეთუ არა ჰრქუა ფილიპეს, ვითარმედ: მაცთუნებ და შენ ცთომასა შინა ხარ, არამედ აღდგა და შეუდგა, რაჲთამცა ისწავა ჭეშმარიტი; და რომელ-იგი არა შეიწყნარა ნაზარეთით მოსლვაჲ მისი, ამით წინაჲსწარმეტყუელთა სიტყუასა ზედა მტკიცეობაჲ გამოაჩინა, და რომელ მოვიდა ფილიპეს თანა, ამით კეთილად სურვილი თჳსი გამოაცხადა, რომელ აქუნდა ქრისტეს მოსლვისათჳს, რამეთუ გულისხმა-ყო, ვითარმედ ნუუკუედა ბეთლემს შობილი არს, და ფილიპე არა იცის. ხოლო იხილე, ვითარ სიტყუაჲცა მისი სიბრძნით არს, რამეთუ არა თქუა, ვითარმედ: შეუძლებელ არს, თუმცა ნაზარეთით კეთილი რაჲმე იქმნა, არამედ კითხვისსახედ და სიმშჳდით ჰრქუა, ვითარმედ: „ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილი რაჲმე ყოფად?“ ხოლო იხილე ფილიპესიცა სიბრძნე, ვითარ, რაჟამს იხილა, ვი-თარმედ არა ჰრწმენა, არცა განეშორა მას, არამედ დაადგრა, ვიდრემდის მოიყვანა, და პირველითგანვე აჩუენებდა სიმტკიცესა მას, რომელი ჰშუენოდა მოციქულთა. ხოლო იესუ იხილა რაჲ ნათანაელ, თქუა: „აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი“, რამეთუ არს მტყუვარიცა ისრაიტელი. ხოლო იგი არა ესრეთ იყო, რამეთუ თუალუხუავ იყო საშჯელი მისი და ჭეშმარიტ, არა ვითარცა ჰურიათაჲ, რომელთა პირველ ხილვისა მისისა თქუეს, ვითარმედ: ბეთლემს იშვების ქრისტჱ, და იხილეს რაჲ იგი, თქუეს შურისა მისგან ფრიადისა, ვითარმედ: „არა ვიცითო, თუ ვინაჲ არს“.2
ხოლო ამას პირველ ხილვისაცა და შემდგომად ხილვისა ერთი კეთილისა მეძიებელი გონებაჲ აქუნდა და ცნა, ვითარმედ არა ნაზარეთს შობილ იყო, არამედ „ნაზარეველ“ მუნ აღზრდისა მისთჳს ეწოდა. ხოლო ქრისტემან არა ჰრქუა მას, ვითარმედ: არა ნაზარეველ ვარ, ანუ თუ: ბეთლემს შობილ ვარ, რამეთუ სხუანიცა მრავალნი შობილ იყვნეს ბე-თლემს და არა ქრისტე იყვნეს. არამედ უფალმან სხჳთა სახითა უჩუენა,
1 შდრ. მათ. 2,4-6. 2 იოან. 9,29.
ვითარმედ ჭეშმარიტად იგი არს ქრისტჱ, რამეთუ თქუა რაჲ ნათანაელ, თუ: „ვინაჲ მიცი მე?“ (1,48), მიუგო იესუ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლე-ღუსა ქუეშე, გიხილე შენ“ (1,48).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე კაცი მტკიცე და დაწყნარებული. და არა აღზუავნა ქებისა მისგან, არამედ იწყო კითხვად, რაჲთამცა ცნა, თუ ვინაჲ იცნობს მას. და ჰკითხვიდა იგი, ვითარცა კაცსა, ხოლო იესუ მიუგო მას, ვითარცა ღმერთმან, ვითარმედ: „პირველ ფილიპეს ჴმობადმდე გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე“. რამეთუ არავინ იყო მათ თანა, იტყოდეს რაჲ ფილიპე და ნათანაელ, და უფალმან ჰრქუა მას ადგილიცა და ხჱ და ძალი ფილიპეს სიტყუათაჲ, რაჲთა ესრეთ გულისხმა-ყოს, ვითარმედ ჭეშმარიტი ღმერთი არს, რომლისათჳსცა გულისხმა-ყო, ვითარმედ იგი არს უეჭუელად ქრისტე წინაჲსწარმეტყუელებისა მისთჳს, დაფარულთა ცნობისა მისისათჳს; განიხარა და აღიარა და თქუა: „რაბი, შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ“ (1,49). იხილეა სული მოხარული საქმესა ზედა? შენ ხარო, რომელსა გეძიებდი მარადის! იხილეა ჭეშმარიტებაჲ მისი და სიყუარული ღმრთისაჲ?
სწავლაჲ კ რაჲთა არა სიტყჳთ ოდენ, არამედ საქმითცა გჳყუარდეს ღმერთი
ეგრეთვე უკუე ჩუენდაცა ჯერ-არს სიხარული, რაჲთა ღირს ვიქმნნეთ ცნობად ძისა ღმრთისა, ხოლო სიხარული არა გონებითა ოდენ ჯერ-არს, არამედ საქმითაცა, რაჲთა მცნებათა მისთა ვიქმოდით. და უკუეთუ განვარისხებდეთ მას, ვინაჲ გამოჩნდეს, თუ გჳხარის მისთჳს? არა ჰხედავთა, ვითარ, რაჟამს მეგობარი ვინმე მოვიდის ჩუენდა და გჳხაროდის მისთჳს, ვისწრაფდით ყოვლით კერძო ნებისა მისისა აღსრულებად? ხოლო უკუეთუ ნებასა მისსა არა აღვასრულებდეთ, და-ღაცათუ ბევრეულგზის ვიტყჳთ, თუ გჳხარის მოსლვისა მისისათჳს, არა ჰრწამს მას სიტყუაჲ იგი. ეგრეთვე, უკუეთუ გამოვაჩინოთ, ვი-თარმედ ჭეშმარიტად გჳხარის მოსლვაჲ მისი, და ნუმცა რას ზედა განვარისხებთ მას, შევამკოთ სახლი იგი, რომელსა შინა შემოვალს, წარმოუდგათ სერი, რომელი მას ჰნებავს. ხოლო რაჲ არს სერი იგი? მან თავადმან თქუა, ვითარმედ: „ჩემი ჭამადი ესე არს, რაჲთა ვქმნე ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ“.1 ვიხილოთ თუ მშიერი, გამოვზარდოთ იგი, და უკუეთუ წყურიელი, ვასუათ მას. დაღაცათუ მცირე იყოს და უნდო
1 იოან. 4,34.
მიცემაჲ ჩუენი, შეიწირავს იგი გინა თუ გრილსა წყალსა,1 ანუ თუ ორთა წულილთა,2 რამეთუ ვინაჲთგან არა ეჴმარების მას, ამისთჳს არცა ეძიებს ფრიადსა, არამედ სიკეთესა გონებისასა. ოდენ გამოვაჩინოთ, ვითარმედ გჳყუარს იგი და გჳხარის მოსლვაჲ მისი. ვიხილოთ, თუ ვითარ არს იგი ჩუენდა მომართ, რამეთუ სული მისი დადვა ჩუენთჳს და შემდგომად ამისა ჩუენვე გუთხოვს. და უკუეთუ მის მიერ მოცემული მას მივსცეთ, ვითარმცა ჩუენი მიგუეცა, ეგრეთ შეიწყნარებს.
ვიცი, ვითარმედ ყოველნი ქრისტეანენი იტყჳან, ვითარმედ: ვის არა უყუარდეს იგი? და სიტყჳთა და გონებითა არავინ უარ-ჰყოფს მას, არამედ არა სიტყჳთ ოდენ ჯერ-არს სიყუარული, რამეთუ უკუეთუ სიტყჳთ ვიტყოდით, თუ გჳყუარს, და საქმით არა ვიქმოდით, ესე კიცხევაჲ არს არა თუ ღმრთისაჲ ოდენ, არამედ კაცთაჲცა. არამედ საქმით ვაჩუენოთ სიყუარული მისი, რაჲთა მანცა აღგჳარნეს მას დღესა, რაჟამს წინაშე მამისა თჳსისა აღიარებდეს ღირსთა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 შდრ. მათ. 10,42; მარკ. 9,41. 2 შდრ. მარკ. 12,42-44; ლუკ. 21,2-4.