მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 1:48

47. იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მომავალი მისა, და თქუა მისთჳს: აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს.48. ჰრქუა მას ნათანაელ: ვინაჲ მიცი მე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ.49. მიუგო მას ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 1
48. ჰრქუა მას ნათანაელ: ვინაჲ მიცი მე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლე-ღუსა ქუეშე, გიხილე შენ“ (1,48).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე კაცი მტკიცე და დაწყნარებული. და არა აღზუავნა ქებისა მისგან, არამედ იწყო კითხვად, რაჲთამცა ცნა, თუ ვინაჲ იცნობს მას. და ჰკითხვიდა იგი, ვითარცა კაცსა, ხოლო იესუ მიუგო მას, ვითარცა ღმერთმან, ვითარმედ: „პირველ ფილიპეს ჴმობადმდე გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე“. რამეთუ არავინ იყო მათ თანა, იტყოდეს რაჲ ფილიპე და ნათანაელ, და უფალმან ჰრქუა მას ადგილიცა და ხჱ და ძალი ფილიპეს სიტყუათაჲ, რაჲთა ესრეთ გულისხმა-ყოს, ვითარმედ ჭეშმარიტი ღმერთი არს, რომლისათჳსცა გულისხმა-ყო, ვითარმედ იგი არს უეჭუელად ქრისტე წინაჲსწარმეტყუელებისა მისთჳს, დაფარულთა ცნობისა მისისათჳს; განიხარა და აღიარა და თქუა: „რაბი, შენ ხარ ძჱ ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ“ (1,49). იხილეა სული მოხარული საქმესა ზედა? შენ ხარო, რომელსა გეძიებდი მარადის! იხილეა ჭეშმარიტებაჲ მისი და სიყუარული ღმრთისაჲ?

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის