თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან უზეშთაეს კაცობრივისა ძალისა იყვნეს სიტყუანი მისნი, ამისთჳს „ეშმაკეულ“ უწოდეს. და აჰა ესერა ესე სიტყუაჲ სამგზის უთქუამს მისდა, რამეთუ პირველ იტყოდეს: „ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად?“ და კუალად თქუეს: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ შენ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ და კუალად აქა ესრეთ იტყჳან: „ეშმაკეულ არს და ცბის“. და უფროჲს არა სამგზის, არამედ მრავალგზის ჰრქუეს, რამეთუ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „არა კეთილად ვთქუთა, ვითარმედ: სამარიტელ ხარ, და ეშმაკი არს შენ თანა?“ მოასწავებს, ვითარმედ მრავალგზის ეთქუა მისდა სიტყუაჲ იგი. ხოლო რომელნიმე იტყოდეს, ვითარმედ: „ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისანი არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფებისა ბრმისა თუალთა ახილვად?“ ვინაჲთგან რომელთამე იწყეს ბოროტთა მათ წინააღდგომად, და სიტყუათა მიერ ვერ დაუყვეს პირი, საქმენი მოიხუნეს შორის, ვითარმცა იტყოდეს, ვითარმედ: სიტყუანი მისნი კეთილ არიან. უკუეთუ სიტყუანი არა გრწმანან, საქმენი იხილენით. ხოლო ქრისტემან არარაჲ მიუგო ამის...
სახარებაჲ იოვანესი 10:20
19. და იყო განწვალებაჲ კუალად ჰურიათა მათ შორის ამის სიტყჳსათჳს.20. და იტყოდეს მრავალნი მათგანნი: ეშმაკეულ არს და ცბის. რაჲსა ისმინეთ მისსა?21. და სხუანი იტყოდეს: ესე სიტყუანი არა ეშმაკეულისანი არიან. ნუუკუე ეშმაკსა ჴელ-ეწიფების ბრმისა თუალთა ახილვად?
სახარებაჲ იოვანესი თავი 10