მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 10:23

22. და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს; ზამთარი იყო.23. და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოასა სოლომონისსა.24. გარე მოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, გჳთხარ ჩუენ განცხადებულად.
სახარებაჲ იოვანესი თავი 10
23. და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოასა სოლომონისსა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს, და ზამ-თარი იყო. და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოვასა სოლომონისსა. გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,22-24).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველივე სათნოებაჲ კეთილ არს, და უფროჲსად სიმშჳდჱ და სახიერებაჲ. ესე კაც-მყოფს ჩუენ და ანგელოზთა თანა შემაერთებს. ამისთჳსცა ქრისტემან ესე ფრიად გუასწავა სიტყჳთცა და საქმით, რაჟამს-იგი ყურიმლის-ცემასა თავს-იდებდა, და კუალად, ოდეს ჰგმობდეს და შეურაცხ-ჰყოფდეს და „სამარიტელ“ სახელ-სდებდეს. და რომელთა ესე ყოველი უყვეს და მრავალგზის ინებეს ქვისა დაკრებაჲ მისი, აჰა ესერა აწ გარემოდგომილ არიან და ეტყჳან: „უკუეთუ შენ ხარ ქრისტე?“ და არცა ესრეთ გარემიაქცინა იგინი ესეოდენთა მათ ბოროტ-თა ზედა, არამედ ყოვლითა სიტკბოებითა ეტყოდა მათ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის