მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 10:32

31. აქუნდა კუალად ქვები ჰურიათა მათ, რაჲთამცა დაჰკრიბეს მას.32. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მრავალი საქმე კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისა მიერ; რომლისა მათგანისა საქმისათჳს ქვასა დამკრებთ მე?33. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: კეთილისა საქმისათჳს ქვასა არა დაგკრებთ შენ, არამედ გმობისათჳს, და რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 10
32. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მრავალი საქმე კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისა მიერ; რომლისა მათგანისა საქმისათჳს ქვასა დამკრებთ მე?
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მრავალი საქმჱ კეთილი გიჩუენე თქუენ მამისა ჩემისაგან; რომლისა საქმისა მათგანისათჳს ქვასა დამკრებთ მე? მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს: კეთილისა საქმისათჳს არა დაგკრებთ ქვასა, არამედ გმობისათჳს, რამეთუ კაცი ხარ შენ და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა წერილ არსა შჯულსა, ვითარმედ: მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ თქუენ? (ფსალმ. 81,6) უკუეთუ იგინი თქუნა ღმრთად, რომელთა მიმართ იყო სიტყუაჲ ღმრთისაჲ, ვითარ თქუენ, რომელი-იგი მამამან წმიდა-ყო და მოავლინა სოფლად, იტყჳთ, ვითარმედ: ჰგმობს, რამეთუ ვთქუ: ძჱ ღმრთისაჲ ვარი მე?“ (10,32-36).:

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს, და ზამ-თარი იყო. და იქცეოდა იესუ ტაძარსა მას შინა და სტოვასა სოლომონისსა. გარემოადგეს მას ჰურიანი იგი და ეტყოდეს: ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ განცხადებულად“ (10,22-24).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველივე სათნოებაჲ კეთილ არს, და უფროჲსად სიმშჳდჱ და სახიერებაჲ. ესე კაც-მყოფს ჩუენ და ანგელოზთა თანა შემაერთებს. ამისთჳსცა ქრისტემან ესე ფრიად გუასწავა სიტყჳთცა და საქმით, რაჟამს-იგი ყურიმლის-ცემასა თავს-იდებდა, და კუალად, ოდეს ჰგმობდეს და შეურაცხ-ჰყოფდეს და „სამარიტელ“ სახელ-სდებდეს. და რომელთა ესე ყოველი უყვეს და მრავალგზის ინებეს ქვისა დაკრებაჲ მისი, აჰა ესერა აწ გარემოდგომილ არიან და ეტყჳან: „უკუეთუ შენ ხარ ქრისტე?“ და არცა ესრეთ გარემიაქცინა იგინი ესეოდენთა მათ ბოროტ-თა ზედა, არამედ ყოვლითა სიტკბოებითა ეტყოდა მათ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იყო მაშინ სატფურებაჲ იერუსალჱმს, და ზამ-თარი იყო“ (10,22).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი იყო ესე დღესასწაული, რამეთუ ესე იყო დღჱ იგი, რომელსა ტაძარი აღეშჱნა, მო-რაჲ-იქცეს დიდისა მის ტყუეობისაგან სპარსეთისა, და დიდად...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის