თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჟამს მაღალი რაჲმე და ღმრთეებისა მისისა საქმჱ თქჳს, წარვიდის მიერ, რაჲთამცა დასცხრა გულისწყრომაჲ მათი, ვი-თარცა აწ ესერაცა ქმნა. ხოლო რაჲსათჳს თქუა სახელიცა ადგილისაჲ მახარებელმან? რაჲთა სცნა, ვითარმედ ამისთჳს წარვიდა მუნ, რაჲ-თამცა მოაჴსენნა მათ მუნ თქუმულნი იგი სიტყუანი იოვანესნი მისთჳს და წამებაჲ მისი. ამისთჳსცა მოეჴსენა, მი-რაჲ-ვიდეს მუნ და იტყოდეს, ვითარმედ: „იოვანე სასწაული არაჲ ქმნა, არამედ რაოდენიცა თქუა ამისთჳს, ჭეშმარიტ იყო“. ესრეთ უზეშთაეს არს ესე იოვანესა, რამეთუ მან სასწაული არაჲ ქმნა, და ესე იქმს, და კუალად იგი ამისთჳს წამებდა, და ამის მიერ მისიცა წამებაჲ ჭეშმარიტ იქმნა. „და მრავალთა ჰრწმენა მისი“, რამეთუ მოიჴსენებდეს სიტყუათა იოვანესთა, ვითარცა უძლიერეს თავისა თჳსისა სახელ-სდებდა მას და ნათლად და ცხორებად და ჭეშმარიტებად, და ჴმისათჳს ზეცით მოსრულისა და სულისა წმიდისა სახედ ტრედისა გამოჩინებისათჳს, რომელმან უჩუენა იგი ყოველთა, და სხუანი იგი სასწაულნი მისნი, რომელთა ჰხედვიდეს და განემტკიცებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ: უკუეთუ იოვანესი ჯერ-იყო რწმუნებაჲ თჳნიერ სასწაულთა, არა უფროჲსად ამისი ჯერ-არსა, რომელი...
სახარებაჲ იოვანესი 10:39
38. უკუეთუ ვიქმ, დაღაცათუ ჩემი არა გრწამს, საქმენი გრწმენედ, რაჲთა სცნათ და უწყოდით, რამეთუ მამაჲ ჩემ თანა არს, და მე მამისა თანა.39. ეძიებდეს კუალად შეპყრობად მას, და განვიდა ჴელთაგან მათთა.40. და წიაღჴდა მიერ იორდანესა, ადგილსა მას, სადა ნათელ-სცემდა პირველად იოვანე, და დაადგრა მუნ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 10