თ ა რ გ მ ა ნ ი: თევდას და იუდას და მსგავსთა მათთა იტყჳს აქა და რომელნი შემდგომად მისა მოსლვად იყვნეს, და უჩუენა, ვითარმედ განყოფილ იყო იგი მათგან. და პირველად ყო მისგან განყოფაჲ წერილთა მიერ, რამეთუ იგი ყოველსავე მსგავსად წერილისა იქმოდა, ხოლო იგინი - არა; და მეორჱ განყოფილებაჲ ქმნა ცხოვართა განყოფილებისაგან, რამეთუ არა ვიდრეღა აქა იყო ოდენ, არამედ შემდგომად აღსრულებისაცა ჰრწმენა მისი, ხოლო იგინი მეყსეულად დაუტევნეს; და კუალად მესამედ, რამეთუ იგინი მოვიდეს, ვითარცა მძლავრნი, ხოლო ესე ივლტოდა ყოვლისაგანვე კაცობრივისა დიდებისა; და მერმე, რამეთუ ესე ცხორებისათჳს ცხოვართაჲსა ისწრაფდა მარადის, ხოლო მათ წარწყმედისათჳს ისწრაფეს, და მათ განსცნეს რწმუნებულნი იგი მათდა და ივლტოდეს, არამედ თავადმან დადვა სული თჳსი მათთჳს; და მათ ზედა ყოველივე უნებლიაჲთ მოიწია, ხოლო ამან ნეფსით თავს-იდვა.
სახარებაჲ იოვანესი 10:5
4. და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი.5. ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის.6. ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისჴმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 10