თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ამას იტყოდეს იგინი, რაჲთამცა მუნ მისლვაჲ დაუხრწიეს, ვითარმედ: იტყჳ შენ, თუ სძინავს? არამედ არა საჭირო არს ეგე მუნ მისლვად, არამედ თჳთ განიღჳძოს. ვინაჲთგან უკუე ვერ გულისხმა-ყვეს, ამისთჳს ჰრქუა მათ:
სახარებაჲ იოვანესი 11:12
11. ესე თქუა და ამისა შემდგომად ჰრქუა მათ: ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მე მივიდე და განვაღჳძო იგი.12. ჰრქუეს მას მოწაფეთა: უფალო, უკუეთუ დაიძინა, ცხონდეს.13. ხოლო იესუ ჰრქუა სიკუდილისა მისისათჳს, და მათ ეგონა, ვითარმედ მძინარებისათჳს ძილისა თქუა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11