📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მართაჲსა და მარიამისა, დისა მისისა. და ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა“ (11,1-2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი კაცნი, რაჟამს იხილონ ვინმე სათნოთაგანი ღმრთისათაჲ ჭირსა რასმე შინა, - ჴორციელსა უძლურებასა, ანუ გლახაკებასა, ანუ სხუასა რასმე, - დაბრკოლდებიან და არა იციან, ვი-თარმედ უფროჲსად ღმრთისმოყუარეთა ზედა მოიწევიან ესევითარნი საქმენი. რომელ ლაზარეცა მეგობარი იყო ქრისტესი, და სნეულ იყო, რამეთუ იტყჳს: „იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიას“. არა ამაოდ აჴსენა ადგილიცა, ვინაჲ იყო ლაზარე, არამედ მიზეზისა მისთჳს, რომელსა იტყჳს ქუემორე. ხოლო აწ წინამდებარჱ ესე ვთქუათ, ვითარ დათაცა მისთა გამოაცხადებს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესე იყო მარიამ, რომელმან ნელსაცხებელი სცხო უფალსა“ (11,2).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ვითარ თავს-იდვა დედაკაცისაგან ესე? პირველად უკუე ესე კეთილ არს, რაჲ-თა უწყოდით, ვითარმედ არა ესე არს მეძავი იგი, რომელსა იტყჳს მათე,1 არცა რომელსა იტყჳს ლუკა,2 რომელთა სცხეს უფალსა ნელსაცხებელი, რამეთუ იგინი მეძავნი იყვნეს, ფრიადითა ბოროტითა სავსენი, ხოლო ესე - მოსწრაფჱ და პატიოსანი და ფრიად კეთილადმსახური ქრისტესი. ხოლო მახარებელი გამოაჩინებს, ვითარმედ დათაცა ფრიად უყუარდა იგი, გარნა მან შეუნდო ამას ყოველსა ზედა მოკუდომად ლაზარე. არამედ რაჲსათჳს არა თჳთ იგინი წარვიდეს ქრისტესა, ვითარცა ასისთავმან ყო3 და კაცმან მან სამეუფომან,4 არამედ მიავლინეს? ამისთჳს, რამეთუ ფრიად მინდობილ იყვნეს ქრისტესა და ფრიადი თჳსობაჲ აქუნდა მისა მიმართ. საცნაურ არს უკუე, რამეთუ არა იყო მარიამ მათ მეძავთაგანი, ვითარცა ვთქუ. უკუეთუ კულა იტყოდის ვინ, ვითარმედ: და იგინი რაჲსათჳს შეიწყნარნა უფალმან? ამისთჳს, რაჲთა დაჰჴსნას ცოდვაჲ და გამოაჩინოს კაცთმოყუარებაჲ თჳსი, რაჲთა სცნა, ვითარმედ არა არს სენი, რომელიმცა სძლევდა მისსა სახიერებასა, და ნუ ამას ოდენ ჰხედავ, ვი-თარმედ შეიწყნარნა, არამედ იგიცა იხილე, ვითარ მოაქცინა. რამეთუ მახარებელი ამას ადგილსა რაჲსათჳს აჴსენებს ნელსაცხებელისა მის საქმესა? ამისთჳს, რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ ფრიად უყუარდა მას უფალი, და მრავალგზის იტყჳს, ვითარმედ უყუარდეს იესუს ლაზარე და
1 შდრ. მათ. 26,7-13. 2 შდრ. ლუკ. 7,37-39,44-50. 3 შდრ. მათ. 8,5-13; ლუკ. 7,2-10. 4 შდრ. იოან. 4,46-53.
დანი მისნი,1 რაჲთამცა გუასწავა არასულმოკლებაჲ, რაჟამს უძლურებაჲ რაჲმე მოიწიოს მოსწრაფეთა და ღმრთისმოყუარეთა კაცთა ზედა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიავლინეს იესუჲსა დათა მისთა და ჰრქუეს: აჰა უფალო, რომელი გიყუარდა, სნეულ არს“ (11,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ენება მათ, რაჲთამცა ლმობიერებად მოიყვანეს ქრისტე, და ჯერეთ ვითარცა კაცსა ჰგონებდეს, და ესე საცნაურ არს სიტყჳსა მის მიერ, რომელსა იტყჳან, ვითარმედ: „უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო“.2 და არა თქუეს, ვითარმედ: აჰა ლაზარე სნეულ არს, არამედ: „აჰა ესერა რომელი გიყუარდა, სნეულ არს“. ხოლო ისმინე, რაჲ თქუა უფალმან:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინჱ“ (11,4).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან ეგულებოდა მუნ ორისა დღისა დაყოფაჲ, ესე მიუმცნო მათ, რომლისათჳსცა საკჳრველ არს, დათათჳს ლაზარეს-თა, ვითარ, ესმა რაჲ სიტყუაჲ მისი, ვითარმედ: „ესე სნეულებაჲ არა არს სასიკუდინჱ“, და მერმე იხილეს იგი მომკუდარი, და არა დაბრკოლდეს, არამედ სარწმუნოებითვე მოუჴდეს უფალსა და არა შეჰრაცხეს იგი განმტყუვნებულად. და აქაცა უკუე, რომელ თქუა, ვითარმედ: „რაჲთა იდიდოს ღმერთი“,3 ესე სიტყუაჲ, თუ: „რაჲთა“, არა მიზეზისაჲ არს, არამედ აღსასრულისაჲ, რამეთუ იქმნა სენი იგი სხჳსა მიზეზისათჳს, ხოლო მან იჴმარა იგი დიდებად ღმრთისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესე რაჲ თქუა, დაადგრა ადგილსა მას ორ დღე“ (11,6).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს დაადგრა? ამისთჳს, რაჲთა მოკუდეს და დაეფლას, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: არა მკუდრეთით აღადგინა იგი. ამისთჳსცა ესეოდენ დაადგრა, ვიდრემდის თქუეს, ვითარმედ: „ყარს“.4
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ამისა შემდგომად ჰრქუა მოწაფეთა მისთა: გუალეთ, კუალად წარვიდეთ ჰურიასტანდ“ (11,7).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს არასადა განეზრახა მათდა და აწ განაზრახებს? ამისთჳს, რამეთუ ეშინოდა მათ ფრიად, და რაჲთა არა უცნაურად წარვიდეს მუნ და იგინი შეძრწუნდენ, ამისთჳს განაზრახებს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას მოწაფეთა: რაბი, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად“ (11,8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ეშინოდა მისთჳსცა, არამედ უფროჲსად თავთა თჳსთათჳს. ხოლო იხილე, ვითარ განამჴნობს მათ ქრისტე:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ათორმეტნი ჟამნი არიანა დღისანი? უკუეთუ ვინ ვიდოდის დღესა, არა წარსცეს ფერჴი, რამეთუ ჰხედავს ნათელსა ამის სოფლისასა“ (11,9).
1 შდრ. იოან. 11,5. 2 იოან. 11,21. 3 შდრ. იოან. 11,4. 4 შდრ. იოან. 11,39.
თ ა რ გ მ ა ნ ი: ანუ ამას იტყჳს, ვითარმედ: რომელსა არა ექმნას ბოროტი, იგი ნათელსა შინა ვალს და არა ეშინის ბოროტისაგან; და ეგრეთვე ჩუენდა არა ჯერ-არს შიში, რამეთუ არაჲ ბოროტი მიქმნიეს და ღირსი სიკუდილისაჲ. ანუ ამას იტყჳს, ვითარმედ: რომელი ნათელსა ამის სოფლისასა ჰხედვიდეს, მას დაცემისაგან არა ეშინის, არცა დაეცემის; აწ უკუეთუ რომელი ნათელსა ამის სოფლისასა ჰხედვიდეს, არა უფროჲსად, რომელი ჩემ თანა იყოსა და არა განმეშოროს ჩემგან, იგი დაადგრეს დაუბრკოლებლად? ესე ყოველი თქუა, რაჲთამცა შიში მათი განუქარვა, და მიზეზსა საჴმარსა ეტყოდა მუნ მისლვისასა. და რაჲთამცა უჩუენა, ვი-თარმედ არა იერუსალჱმს წარვალს, არამედ ბეთანიას, ამისთჳს ჰრქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ლაზარე, მეგობარმან ჩემმან, დაიძინა, არამედ მივიდე და განვაღჳძო იგი“ (11,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა ამისთჳს წარვალ, რაჲ-თამცა კუალად ვებრძოდე ჰურიათა, არამედ განღჳძებად მეგობრისა ჩემისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მათ ჰრქუეს მას: უფალო, უკუეთუ სძინავს, ცხოვნდეს“ (11,12).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო ამას იტყოდეს იგინი, რაჲთამცა მუნ მისლვაჲ დაუხრწიეს, ვითარმედ: იტყჳ შენ, თუ სძინავს? არამედ არა საჭირო არს ეგე მუნ მისლვად, არამედ თჳთ განიღჳძოს. ვინაჲთგან უკუე ვერ გულისხმა-ყვეს, ამისთჳს ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ლაზარე მოკუდა. და მე მიხარის თქუენთჳს“ (11,14-15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲ არს, თუ: „თქუენთჳს“? ესე იგი არს, რომელ არა იყო მუნ და უთხრა, და რამეთუ აღადგინოს და ყოველი იჭჳ გულთა მათთაგან აღმოჰფხურას. ჰხედავა, ვითარ მოწაფენი ჯერეთ უძლურებასა შინა იყვნეს და არა უწყოდეს ძალი ქრისტესი, ვითარცა ჯერ-იყო? ხოლო ამას იქმოდეს შიშნი იგი მრავალნი. და რაჟამს-იგი ეტყოდა, ვი-თარმედ: „სძინავს“, თქუა, ვითარმედ: „წარვალ განღჳძებად მისა“, რამეთუ არა ენება სიტყჳთ წინაჲსწარ თქუმაჲ, რომელსა საქმით იქმოდა, და რაჲთამცა ჩუენცა გუასწავა არასიქადული არარასა ზედა. ხოლო უკუეთუ ვინ თქუას, თუ: რად ძილად გულისხმა-ყვეს იგი მოწაფეთა და არა ცნეს, თუ სიკუდილისათჳს იტყჳს, ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „წარვალ განღჳძებად მისა“? რამეთუ უგუნურება იყო, თუმცა ესვიდეს ესეოდენსა გზასა წარსლვად განღჳძებად მისა. ხოლო მე ამას ვიტყჳ, ვითარმედ: მოწაფენი ესრეთ ჰგონებდეს, თუ იგავით რასმე იტყჳს, ვითარცა მრავალგზის იქმოდა; რამეთუ ყოველთა მათ ეშინოდა ჰურიათაგან, ხოლო უფროჲს ყოველთასა - თომას, ამისთჳსცა ჰრქუა სხუათა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოგუალეთ, მივიდეთ ჩუენცა, რაჲთა მის თანა მოვწყდეთ“ (11,16).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ იგი უუძლურეს იყო უფროჲს ყოველთასა. და ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ: მასცა ჰსუროდა სიკუდილად და ამისთჳს თქუა სიტყუაჲ იგი, არამედ არა ესრეთ არს, რამეთუ შიშისაჲ არს სიტყუაჲ ესე. გარნა არარაჲ ჰრქუა მას ქრისტემან, არცა აბრალა, რამეთუ იტჳრთვიდა მისსა უძლურებასა, ხოლო უკუანაჲსკნელ უძლიერეს და უმტკიცე ყოველთაჲსა იქმნა. და ესე არს საკჳრველი, რამეთუ რომელი-იგი უწინარეს ჯუარს-ცუმისა ესრეთ უძლურ იყო, ვინაჲთგან ჯუარს-ეცუა უფალი და ჰრწმენა მას აღდგომაჲ მისი, ვხედავთ, ვითარმედ უმჴურვალჱს ყოველთაჲსა იქმნა, და რომელი-იგი ქრისტეს თანა ბეთანიად მისლვასა ვერ იკადრებდა, ამან თჳნიერ ქრისტეს ხედვისა სოფელი მარტოებით მოირბინა და შორის ერთა და ქალაქთა იქცეოდა, რომელნი ეძიებდეს მას მოკლვად.
ხოლო ვითარ ოთხისა დღისაჲ პოვა უფალმან ლაზარე?1 გარნა ესრეთ, რამეთუ მას დღესა, რომელსა აცნობეს უფალსა დათა მისთა, მას დღესა მიიცვალა ლაზარე. აჰა პირველი დღჱ; და ქრისტეს ვინაჲთგან ესმა, დაყო მუნ, სადა იყო, სხუაჲ ორი დღჱ და მეოთხესა დღესა მოვიდა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა ვითარ ათხუთმეტ უტევან. ამისთჳს მრავალნი ჰურიანი მოსრულ იყვნეს მუნ“ (11,18-19).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ათხუთმეტი უტევანი იყო, რომელ არს ორი მილიონი. ამისთჳსცა ეცნა ყოველთა, და მოსრულ იყვნეს ჰურიანი მრავალნი ნუგეშინის-ცემად. ხოლო ნუგეშინის-სცემდეს მათ, რომელნი არა ფრიად უკეთურ იყვნეს, ამისთჳს, რამეთუ ქრისტეს მეგობარნი იყვნეს, და სხუანი სიდიდისათჳს განსაცდელთა მათ ზედა მოსრულისა, გინა თუ ვითარცა დიდებულთა და პატიოსანთა პატივ-სცემდეს. ხოლო მართა შეემთხჳა მას პირველ და არა წარიყვანა დაჲ თჳსი მის თანა,2 რაჲთამცა თჳსაგან უთხრა საქმჱ იგი, და იხილე, თუ რასა იტყჳს. ვინაჲთგან უკუე მოიყვანა იგი უფალმან კეთილსა სასოებასა, ამისთჳს წარვიდა და მოუწოდა მარიამსცა.3 ესე არს მარიამ, რომლისათჳსცა თქუა, ვითარმედ: „მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია“.4 ხოლო იგი დაღაცათუ უმჴურვალჱს იყო, არამედ არა ეცნა, და ამისთჳს მართა პირველ მივიდა; რამე-თუ არა თუ მარიამს ეცნა და არა მივიდა, არამედ არა ეცნა, ხოლო მართა მივიდა, და მი-რაჲ-ვიდა, ჰრქუა უფალსა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი“ (11,21).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავთა სიბრძნესა მას დედასათა? დაღაცათუ ჯერეთ ვერ აქუნდა სრული იგი გულისხმის-ყოფაჲ, გარნა სრულიად სიბრძნე ფრიადი აჩუენეს, რამეთუ იხილეს რაჲ ქრისტე, არა გლოვად აღიძრნეს, არცა გოდებად, ვითარ-ესე ჩუენ ვიქმთ, რაჟამს ვიხილოთ ვინმე მეც-
1 შდრ. იოან. 11,17. 2 შდრ. იოან. 11,20. 3 შდრ. იოან. 11, 28. 4 ლუკ. 10,42.
ნიერთაგანი მოსრული გლოვასა მას ჩუენსა ზედა, არამედ მათ იხილეს რაჲ, მეყსეულად მოძღუარი ადიდეს და ჰრწმენა მათ ქრისტე, არამედ არა ვითარცა ჯერ-იყო, რამეთუ არა იცნობდეს, თუ ღმერთი იყო, ანუ თჳსითა ჴელმწიფებითა და ძალითა იქმოდა ყოველსავე. ხოლო უფალმან მაშინ ესე ორივე ასწავა მათ, რამეთუ არღა იცოდეს, თუ ღმერთი არს, და ამისთჳს იტყოდეს: „უკუეთუმცა იყავ აქა, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ ჩუენი“, ხოლო ესე კუალად არა იცოდეს, თუ ამას ყოველსავე თჳსითა ჴელმწიფებითა ეტყოდა. ამისთჳსცა ჰრქუა მართა, ვითარმედ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აწცა ვიცი: რაჲ სთხოვო შენ ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან“ (11,22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვითარცა კაცისა ვისთჳსმე სათნოჲსა და ღმრთისმოყუარისა იტყოდა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ ჰრქუა მას: აღდგეს ძმაჲ შენი“ (11,23).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იგი სიტყუაჲ უკუნაქცია, რამეთუ მან თქუა, ვითარმედ: „რაოდენი სთხოვოო ღმერთსა, მოგცეს შენ“, რამეთუ არა თქუა, თუ: ვსთხოვო, არამედ: „აღდგესო ძმაჲ შენი“. ხოლო მან თქუა რაჲ, თუ: „აღდგეს უკუანაჲსკნელსა დღესა“ (11,24), მაშინ უმეტესად გამოაცხადა ჴელმწიფებაჲ მისი და თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ“ (11,25).
თ ა რ გ მ ა ნ ი: უჩუენებს მას, ვითარმედ არა საჴმარ არს მისა სხუაჲ შეწევნაჲ, ვინაჲთგან თჳთ არს აღდგომაჲ და ცხორებაჲ. ამისთჳსცა შესძინა, ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე“, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ იგი არს მომცემელი კეთილ-თაჲ და მის მიერ ჯერ-არს თხოვაჲ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველსა რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე“ (11,25).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილე, ვითარ აღამაღლებს გონებასა მისსა, რამეთუ არა ესე ოდენ იყო საძიებელი, რაჲთამცა ლაზარე აღადგინა, არამედ ჯერ-იყო, რაჲთამცა მანცა დედაკაცმან და სხუათა მათ მუნ მყოფთა ისწავესმცა იგიცა აღდგომაჲ, რომლისათჳს თქუა, ვითარმედ: „მე ვარ აღდგომაჲ“, და რაჲთა ცნას მან, ვითარმედ ვინაჲთგან იგი არს აღდგომაჲ და ცხორებაჲ, არა სამე ადგილით იქმნების მისმიერი ცხორებაჲ, არამედ სადაცა იესუ შემძლებელ არს კურნებად. რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა მათ, ვითარცა ასისთავმან მან ყო, ვითარმედ: „თქუ სიტყჳთ, და განიკურნოს“,1 ეთქუამცა; ვინაჲთგან უკუე მოუწოდეს, ამისთჳს ესე ქმნა და მივიდა, რაჲთა ასწავოს მათ კეთილი გულისხმის-ყოფაჲ. ხოლო მი-რაჲ-ვიდა ადგილსა მას, უჩუენებს მათ, ვითარმედ შემძლებელ იყო თჳნიერ მოსლვი-
1 მათ. 8,8; ლუკ. 7,7.
საცა განკურნებად. ამისთჳსცა ჰყოვნიდა, რაჲთამცა აყროლდა, რაჲთა უმეტესად განეფინოს მადლი მისი. ხოლო დედაკაცმან მან ვინაჲ იცოდა საუკუნოჲ იგი აღდგომაჲ? რამეთუ ასმიოდა მრავალგზის ქრისტესგან სიტყუაჲ აღდგომისაჲ, არამედ მას აწ სუროდა ხილვად. და იხილე იგი, ვითარ ჯერეთ ქუემდებარე იყო გონებითა, რამეთუ ესმა ქრისტესი, ვი-თარ თქუა, ვითარმედ: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ საუკუნოჲ“, და ეგრეთცა არავე თქუა, თუ: აღადგინე იგი, არამედ ჰრქუა: „მრწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ“ (11,27), ხოლო უფალმან ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: „ყოველსა რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღა-თუ-კუდეს, ცხოვნდესვე“. აქა ამას ჴორციელსა სიკუდილსა იტყჳს, ხოლო რაჟამს იტყოდის, თუ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს უკუნისამდე“ (11,26), მის საუკუნოჲსა სიკუდილისათჳს იტყჳს. ამისთჳს ეტყჳს მართას, ვითარმედ: ვინაჲთგან „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ“, ამისთჳს ნუ გე-შინინ. რამეთუ დაღაცათუ მოკუდეს ძმაჲ შენი, ცხოვნდესვე. რამეთუ მას საქმესა ზედა ნუგეშინის-სცა მას და სასოებაჲ მისცა სიტყჳთა მით, რომელ ჰრქუა, ვითარმედ: „აღდგეს“, და ვითარმედ: „მე ვარ აღდგომაჲ“, და ვი-თარმედ: აღ-რაჲ-დგეს, დაღაცათუ კუალად მოკუდეს, არარაჲ ევნოს მას, და ამისთჳს არა ჯერ-არს ძრწოლაჲ სიკუდილისაგან. ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: არცა ესე მომკუდარ არს, არცა თქუენ მოჰკუდეთ, რომელსა გრწმენეს ჩემი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გრწამსა ჩემი? ჰრქუა მას მართა: მრწამს, უფალო, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, სოფლად მოსრული“ (11,26-27).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ვერ გულისხმა-ყო დედაკაცმან მან სიტყუაჲ იგი, არამედ ესე ცნა, ვითარმედ დიდი რაჲმე იყო სიტყუაჲ იგი, ხოლო თუ რაჲ იყო, კეთილად ვერ გულისხმა-ყო; ამისთჳსცა ქრისტემან სხუაჲ ჰკითხა, და მან სხუაჲ მიუგო, გარნა ესე შეიძინა, რომელ ფრიადი იგი გლოვაჲ მისი დაჰჴსნა, რამეთუ ესევითარი არს ქრისტეს სიტყუათა ძალი. ამისთჳსცა მართა უსწრო და მარიამ შეუდგა, რამეთუ სიყუარული იგი მოძღურისაჲ გლოვასა მას განაქარვებდა. ამის-თჳსცა მადლსა მას თანა გონებაჲცა მათ დედათაჲ საქებელ არს.
სწავლაჲ ჲბ
ვითარმედ არა ჯერ-არს უზომოდ გლოვაჲ მკუდართა ზედა, რამეთუ ესე საქმჱ ურწმუნოთაჲ არს, და რაჲთა ვიქმოდით შესუენებულთათჳს მოწყალებასა
კუალად აწ სხუათა თანა ჩუენთა ცოდვათა ესეცა ბოროტი არს, უზომოჲ იგი გლოვაჲ მკუდართა ზედა, რამეთუ რომელნიმე გოდებენ ჴმითა და დაიბძარვენ პირთა და იფხურიან თმათა: რომელნიმე - გლოვისაგან, და რომელნიმე - მაჩუენებლობით.
რასა იქმ, ჵ კაცო მორწმუნეო, საქმესა ურწმუნოთასა? რამეთუ მწყობრთა შემოჰკრებ და განწესებულად იქმ ტირილსა და დედათა ჴმითა და კილოჲთა მტირალთა მოიყვანებ. არა სიცოფე არსა ესე ყოველი? ანუ არა გუეცინოდიანა წარმართნი? და ყოველივე საიდუმლოჲ ქრისტეანობისაჲ ზღაპრად შეჰრაცხონ და იტყოდიან, ვითარმედ: აჰა ტყუვილ არიან სიტყუანი იგი, წიგნთა შინა თქუენთა წერილნი, თუ არა, უკუეთუმცა აღდგომასა მოელოდეთ, რაჲ არს ესე ყოველი გლოვაჲ, უკუეთუმცა ესევდით, თუ მას საუკუნესა უაღრჱსი ცხორებაჲ არს, რომლისა მიმართ მიიცვალა შესუენებული ესე? არამედ ესე ყოველი ქადაგებაჲ მათი ამაო არს სამე, რამეთუ უკუეთუ თავი იგი მათთა კეთილთაჲ არა სარწმუნო არს, სხუაჲ რაჲ იყოს სარწმუნო?
არამედ ნუ ჰყოფთ ამას, რაჲთამცა წარმართთა საკიცხელ ვიყვენით; რამეთუ იგინიცა არავე იქმან ყოველნივე ამას, არამედ მრავალთა მათგანთა სიბრძნჱ აჩუენეს. რამეთუ დედაკაცისა ვისიმე ძჱ მოკლეს ბრძოლასა შინა, და მას უთხრეს რაჲ, მან არა თუ არა იტირა ოდენ, არამედ უფროჲსად იწყო სხუათა ჰამბავთა ქალაქისათა კითხვად. და სხუასა ფილოსოფოსსა ედგა გჳრგჳნი თავსა, ვითარცა სხუათა ფილოსოფოსთა. და უთხრეს, ვითარმედ: ძჱ შენი ქალაქისა ამის ჩუენისათჳს ჰბრძოდა და მოკლეს. და მან მეყსეულად მოიჴადა გჳრგჳნი და ჰკითხა, თუ რომელი ორთა მათ ძეთა მისთაგან? და ვითარცა ცნა, რამეთუ რომელი უყუარდა, იგი იყო მომკუდარ ქალაქისა მისთჳს, მეყსეულად დაიდგა გჳრგჳნი.
და ამისთჳს მრცხუენის, რომელ წარმართნი უმჴნეს ჩუენსა გამოჩნდებიან, და რომელთა აღდგომისა სიტყუაჲ არა იციან, მეცნიერთა საქმესა იქმან; ხოლო რომელთა ვიცით აღდგომისათჳს, ესრეთ ვართ, ვითარმცა არა უწყოდეთ, და რომელთა ღმრთისა შიში არა აქუს, არამედ კაცობრივისა საქმისათჳს იქმან, ჩუენ მას ღმრთისა შიშისათჳს არა ვიქმთ. და არა ფრიადსა საშჯელსა ღირს ვართა? რამეთუ უფალი იტყჳს: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი“,1 და მას გლოვასა არავინ იგლოვს თჳსისა სულისა ცხორებისათჳს, ხოლო ამას გლოვასა, რომელი არა ბრძანებულ არს ჩუენდა, ამას ვიგლოვთ.
არამედ იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: და ვის ძალ-უც კაცსა არა ცრემლოვაჲ მამისა, ანუ შვილისა, ანუ ძმისა თჳსისათჳს, ანუ სხჳსა რაჲსამე ესევითარისა? გარნა არა თუ მემცა ამას ვის ვაყენებდი, არა თუ ვიტყჳ, ვითარმედ არა ჯერ-არს, რაჲთა ელმოდის, არამედ უშუერებასა მას ვსძაგებ. არა ვარ ესრეთ მჴეცისა მსგავს, არცა ესრეთ ულმობელ,
1 მათ. 5,4; შდრ. ლუკ. 6,21.
ვიცი, რამეთუ ბუნებაჲ იიძულების, და არა ეგების არაშეწუხებაჲ; რამე-თუ ესე ქრისტემან აჩუენა, ცრემლოვოდა რაჲ ლაზარეს ზედა, და შენცა უკუე ცრემლოვოდე, არამედ შიშითა ღმრთისაჲთა და მყუდროებით და პატიოსნებით. უკუეთუ ესრეთ სცრემლოოდი, არა ურწმუნოებისა სახე არს ესე, და არა ვითარცა ურწმუნოჲ აღდგომისაჲ იგლოვ, არამედ რამე-თუ ვერ იტჳრთავ განყოფასა მას; რამეთუ რაჟამს გზასაცა წარვიდოდიან თჳსნი ჩუენნი, მწუხარე ვიყვნით, ეგრეთვე შენ ცრემლოვოდე, ვითარმცა შორსა გზასა წარჰგზავნიდი. და ამასცა არა თუ შჯულსა დაგიდებ, არამედ შეგინდობ და ვიტყჳ, ვითარმედ არა ბრალი არს, თუცა იქმოდით ამას საქმესა ესრეთ წესიერად. არამედ უკუეთუ ცოდვილი იყოს, რომელი-იგი აღესრულა, მისთჳს ჯერ-არს წუხილი და ტირილი, და უფროჲსად არა ტირილი ოდენ, რამეთუ ესე არას ერგების მას, არამედ რაჲთა ვიქმოდით მათთჳს მოწყალებასა და შესაწირავთა და ჟამისწირვათა და რაჲ-თა ვჰმადლობდეთ უფალსა, რომელმანცა იცოდა, ვითარმედ არა მოვალს იგი სინანულად, და ამისთჳს ადრე წარიყვანა, რაჲთა არღარა ცოდვიდეს; და უკუეთუ მართალი იყოს, ეგრეცა ჯერ-არს სიხარული, რამეთუ განერა საფრჴეთაგან სოფლისათა და შევიდა ნავთსაყუდელსა დაუნთქმელად; და უკუეთუ ჭაბუკი იყოს, ესრეთ ვიხარებდეთ, რამეთუ განეშორა ბოროტთაგან სოფლისათა; და უკუეთუ მოხუცებული იყოს, - რამეთუ მოსცა ღმერთმან ჟამი ფრიადი კეთილის-ყოფად და ესრეთ წარიყვანა. ხოლო შენ ამას ყოველსა არა იგონებ, არამედ მტირალთა შემოჰკრებ, ვი-თარმცა მიცვალებულსა მას პატივ-სცემდი, რომელ-ესე უკუანაჲსკნელი უპატიოებაჲ არს, რამეთუ შესუენებულისა პატივი არა ცრემლნი არიან და მტირალთა ჴმანი, არამედ გალობანი და ლოცვანი და ფსალმუნებანი. და უკუეთუ გნებავს მიცვალებულისა მის პატივის-ცემაჲ, სხჳთა სახითა პატივ-ეც: მოწყალებაჲ ქმენ. თუ არა, ესეოდენისა გოდებისა მიერ რაჲ სარგებელ ექმნების?
ვიდრემდის ვართ მიწა და ნაცარ? ვიდრემდის ვართ სისხლ და ჴორც? აღვიხილნეთ ზეცად, გულისხმა-ვყოთ საქმჱ სულიერი. ვითარ ნუგეშინის-ვსცეთ წარმართთა, ვითარ ვეტყოდით აღდგომისათჳს, რა-ჟამს ჩუენ თჳთ ესრეთ ვიყვნეთ? ანუ ჩუენ თჳთ ვითარ ვიყოფოდით, რამეთუ უზომოჲ მწუხარებაჲ დააბნელებს თუალთა სულისათა და არარას უმჯობესსა შეუნდობს ხილვად, და ღმერთსა შევაწუხებთ და მიცვალებულსა მას ვერას ვარგებთ და თავთა ჩუენთა ვავნებთ. ხოლო ესრეთ თუ ვიქმოდით, ვითარცა ვთქუ, ღმერთსაცა მოვიმადლებთ და თავთაცა ჩუენთა ვარგებთ. და უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: ვითარ არა შევწუხნე შვილისა ანუ მამისათჳს? არამედ არა ვიტყჳ მე, თუ ნუ შესწუხნები, არამედ ნუ უზომოდ ჰგოდებ. რამეთუ უკუეთუ გულისხმავყოთ, ვითარმედ ღმერთმან მიგჳღო, და ვითარმედ მოკუდავი იყო მამაჲცა და ძჱცა ჩუენი, ესრეთ ვპოვოთ განსუენებაჲ, რამეთუ კაცი იშვა მოკუდავი, და მოკუდავი იგი მოკუდა. რად უკუე მწუხარე ხარ ბუნები-თისა საქმისათჳს? ნუუკუე მწუხარე ხარა, რომელ ჭამს შვილი შენი, რომელი-იგი ბუნებითი საქმჱ არს? ეგრეთვე უკუე არს სიკუდილი. ნუ ეძიებ უკუდავებასა მოკუდავსა მას თანა, ნუცა ჰგოდებ, არამედ თავსიდევ შჯული, ბუნებასა ზედა კაცობრივსა დადებული, და გოდებდი ცოდვათათჳს. ესე გლოვაჲ კეთილ არს, ესე სახე არს ფრიადისა სიბრძნისაჲ. ესე გლოვაჲ მოვიგოთ, რაჲთა მუნ სიხარული ვპოვოთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.