მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 11:16

15. და მე მიხარის თქვენთჳს, რაჲთა გრწმენეს ჩემი, რამეთუ არა ვიყავ მუნ. არამედ მოგუალედ, მივიდეთ მისა.16. ჰრქუა უკუე თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, მისთანათა მათ მოწაფეთა: მოგუალეთ, მივიდეთ, რაჲთა მოვსწყდეთ ჩუენცა მისთანა.17. და ვითარცა მოვიდა იესუ ბეთანიად, პოვა იგი, რამეთუ ოთხი დღე აქუნდა საფლავსა შინა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11
16. ჰრქუა უკუე თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, მისთანათა მათ მოწაფეთა: მოგუალეთ, მივიდეთ, რაჲთა მოვსწყდეთ ჩუენცა მისთანა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოგუალეთ, მივიდეთ ჩუენცა, რაჲთა მის თანა მოვწყდეთ“ (11,16).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ იგი უუძლურეს იყო უფროჲს ყოველთასა. და ვიეთნიმე იტყჳან, ვითარმედ: მასცა ჰსუროდა სიკუდილად და ამისთჳს თქუა სიტყუაჲ იგი, არამედ არა ესრეთ არს, რამეთუ შიშისაჲ არს სიტყუაჲ ესე. გარნა არარაჲ ჰრქუა მას ქრისტემან, არცა აბრალა, რამეთუ იტჳრთვიდა მისსა უძლურებასა, ხოლო უკუანაჲსკნელ უძლიერეს და უმტკიცე ყოველთაჲსა იქმნა. და ესე არს საკჳრველი, რამეთუ რომელი-იგი უწინარეს ჯუარს-ცუმისა ესრეთ უძლურ იყო, ვინაჲთგან ჯუარს-ეცუა უფალი და ჰრწმენა მას აღდგომაჲ მისი, ვხედავთ, ვითარმედ უმჴურვალჱს ყოველთაჲსა იქმნა, და რომელი-იგი ქრისტეს თანა ბეთანიად მისლვასა ვერ იკადრებდა, ამან თჳნიერ ქრისტეს ხედვისა სოფელი მარტოებით მოირბინა და შორის ერთა და ქალაქთა იქცეოდა, რომელნი ეძიებდეს მას მოკლვად.

ხოლო ვითარ ოთხისა დღისაჲ პოვა უფალმან ლაზარე? გარნა ესრეთ, რამეთუ მას დღესა, რომელსა აცნობეს უფალსა დათა მისთა, მას დღესა მიიცვალა ლაზარე. აჰა პირველი დღჱ; და ქრისტეს ვინაჲთგან ესმა, დაყო მუნ, სადა იყო, სხუაჲ ორი დღჱ და მეოთხესა დღესა მოვიდა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის