მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 11:18

17. და ვითარცა მოვიდა იესუ ბეთანიად, პოვა იგი, რამეთუ ოთხი დღე აქუნდა საფლავსა შინა.18. ხოლო იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა, ვითარ ათხუთმეტ ოდენ უტევენ.19. და მრავალნი ჰურიათაგანნი მოსრულ იყვნეს მართაჲსა და მარიამისა, რაჲთა ნუგეშინის-სცენ მათ ძმისა მათისათჳს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11
18. ხოლო იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა, ვითარ ათხუთმეტ ოდენ უტევენ.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყო ბეთანიაჲ მახლობელ იერუსალჱმსა ვითარ ათხუთმეტ უტევან. ამისთჳს მრავალნი ჰურიანი მოსრულ იყვნეს მუნ“ (11,18-19).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ათხუთმეტი უტევანი იყო, რომელ არს ორი მილიონი. ამისთჳსცა ეცნა ყოველთა, და მოსრულ იყვნეს ჰურიანი მრავალნი ნუგეშინის-ცემად. ხოლო ნუგეშინის-სცემდეს მათ, რომელნი არა ფრიად უკეთურ იყვნეს, ამისთჳს, რამეთუ ქრისტეს მეგობარნი იყვნეს, და სხუანი სიდიდისათჳს განსაცდელთა მათ ზედა მოსრულისა, გინა თუ ვითარცა დიდებულთა და პატიოსანთა პატივ-სცემდეს. ხოლო მართა შეემთხჳა მას პირველ და არა წარიყვანა დაჲ თჳსი მის თანა, რაჲთამცა თჳსაგან უთხრა საქმჱ იგი, და იხილე, თუ რასა იტყჳს. ვინაჲთგან უკუე მოიყვანა იგი უფალმან კეთილსა სასოებასა, ამისთჳს წარვიდა და მოუწოდა მარიამსცა. (შდრ. იოან. 11, 28) ესე არს მარიამ, რომლისათჳსცა თქუა, ვითარმედ: „მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია“. ხოლო იგი დაღაცათუ უმჴურვალჱს იყო, არამედ არა ეცნა, და ამისთჳს მართა პირველ მივიდა; რამე-თუ არა თუ მარიამს ეცნა და არა მივიდა, არამედ არა ეცნა, ხოლო მართა მივიდა, და მი-რაჲ-ვიდა, ჰრქუა უფალსა:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის