თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავთა სიბრძნესა მას დედასათა? დაღაცათუ ჯერეთ ვერ აქუნდა სრული იგი გულისხმის-ყოფაჲ, გარნა სრულიად სიბრძნე ფრიადი აჩუენეს, რამეთუ იხილეს რაჲ ქრისტე, არა გლოვად აღიძრნეს, არცა გოდებად, ვითარ-ესე ჩუენ ვიქმთ, რაჟამს ვიხილოთ ვინმე მეცნიერთაგანი მოსრული გლოვასა მას ჩუენსა ზედა, არამედ მათ იხილეს რაჲ, მეყსეულად მოძღუარი ადიდეს და ჰრწმენა მათ ქრისტე, არამედ არა ვითარცა ჯერ-იყო, რამეთუ არა იცნობდეს, თუ ღმერთი იყო, ანუ თჳსითა ჴელმწიფებითა და ძალითა იქმოდა ყოველსავე. ხოლო უფალმან მაშინ ესე ორივე ასწავა მათ, რამეთუ არღა იცოდეს, თუ ღმერთი არს, და ამისთჳს იტყოდეს: „უკუეთუმცა იყავ აქა, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ ჩუენი“, ხოლო ესე კუალად არა იცოდეს, თუ ამას ყოველსავე თჳსითა ჴელმწიფებითა ეტყოდა. ამისთჳსცა ჰრქუა მართა, ვითარმედ:
სახარებაჲ იოვანესი 11:21
20. ხოლო მართას ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოვალს, მიეგებვოდა მას, ხოლო მარიამ სახლსა შინა ჯდა.21. ჰრქუა მართა იესუს: უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი.22. არამედ და აწცა უწყი, ვითარმედ: რაჲცა-იგი სთხოო ღმერთსა, მოგცეს შენ ღმერთმან.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11