თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ ვჰგონებ, ვითარმედ ვერ გულისხმა-ყო დედაკაცმან მან სიტყუაჲ იგი, არამედ ესე ცნა, ვითარმედ დიდი რაჲმე იყო სიტყუაჲ იგი, ხოლო თუ რაჲ იყო, კეთილად ვერ გულისხმა-ყო; ამისთჳსცა ქრისტემან სხუაჲ ჰკითხა, და მან სხუაჲ მიუგო, გარნა ესე შეიძინა, რომელ ფრიადი იგი გლოვაჲ მისი დაჰჴსნა, რამეთუ ესევითარი არს ქრისტეს სიტყუათა ძალი. ამისთჳსცა მართა უსწრო და მარიამ შეუდგა, რამეთუ სიყუარული იგი მოძღურისაჲ გლოვასა მას განაქარვებდა. ამის-თჳსცა მადლსა მას თანა გონებაჲცა მათ დედათაჲ საქებელ არს.
სახარებაჲ იოვანესი 11:26
25. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ. რომელსა ჰრწმენეს ჩემი, მო-ღათუ-კუდეს, ცხონდესვე.26. და ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე. გრწამსა ესე?27. ჰრქუა მას მართა: ჰე, უფალო, მრაწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11