მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 11:29

28. და ვითარცა ესე თქუა, წარვიდა და მოუწოდა მარიამს, დასა თჳსსა, იდუმალ და რქუა მას: მოღძუარი მოსრულ არს და გიწესს შენ.29. ხოლო მას ვითარცა ესმა, აღდგა ადრე და მივიდოდა მისა.30. რამეთუ არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არმედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადაცა მიეგებვოდა მას მართა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11
29. ხოლო მას ვითარცა ესმა, აღდგა ადრე და მივიდოდა მისა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიაჲთ, დაბისაგან მართაჲსა და მარიამისა, დისა მისისა. და ესე იყო მარიამ, რომელმან სცხო ნელსაცხებელი უფალსა“ (11,1-2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალნი კაცნი, რაჟამს იხილონ ვინმე სათნოთაგანი ღმრთისათაჲ ჭირსა რასმე შინა, - ჴორციელსა უძლურებასა, ანუ გლახაკებასა, ანუ სხუასა რასმე, - დაბრკოლდებიან და არა იციან, ვი-თარმედ უფროჲსად ღმრთისმოყუარეთა ზედა მოიწევიან ესევითარნი საქმენი. რომელ ლაზარეცა მეგობარი იყო ქრისტესი, და სნეულ იყო, რამეთუ იტყჳს: „იყო ვინმე უძლური ლაზარე ბეთანიას“. არა ამაოდ აჴსენა ადგილიცა, ვინაჲ იყო ლაზარე, არამედ მიზეზისა მისთჳს, რომელსა იტყჳს ქუემორე. ხოლო აწ წინამდებარჱ ესე ვთქუათ, ვითარ დათაცა მისთა გამოაცხადებს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესე იყო მარიამ, რომელმან ნელსაცხებელი სცხო უფალსა“ (11,2).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ამას ადგილსა იტყჳან ვიეთნიმე, ვითარმედ: ვითარ თავს-იდვა დედაკაცისაგან ესე? პირველად უკუე ესე კეთილ არს, რაჲ-თა უწყოდით, ვითარმედ არა ესე არს მეძავი იგი, რომელსა იტყჳს მათე, არცა რომელსა იტყჳს ლუკა,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის