თ ა რ გ მ ა ნ ი: უმჴურვალეს იყო ესე უფროჲს დისა თჳსისა, რამეთუ არცა ერსა მას დაერიდა, არცა იჭუსა, რომელი აქუნდა მათ ქრისტესთჳს, რამეთუ რომელნიმე მტერთა მისთაგანნი იყვნეს უკეთურნი, რომელნიცა იტყოდეს, ვითარმედ: „არამცა ეძლოა ამას, რომელმან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა?“ არამედ მან ყოველივე კაცობრივი საქმჱ განიოტა და ერთსა ოდენ საქმესა ეძიებდა - პატივსა უფლისასა. და ჰრქუა მას: „უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი“ (11,32). ხოლო რაჲ არს, რომელ უფალმან მას არარაჲ ჰრქუა, ვითარ-იგი პირველ დასა მისსა? ამისთჳს, რამეთუ ერი ფრიად იყო მუნ, და არა ესევითართა სიტყუათა ჟამი იყო. არამედ იწყებს დამდაბლებად და კაცობრივისა ბუნებისა ჩუენებად, და დიდსა საქმესა არას უჩუენებდა, არამედ მუნ ენება მიყვანებად, რაჲ-თამცა მუნ უჩუენა ერთა მათ დიდი იგი სასწაული, რამეთუ არღა ფრიად ექმნა ესრეთ დიდი, რომლისაგან ფრიადი სარგებელი მიეცემოდა ერსა. ამისთჳსცა მრავალნი მიიყვანნა მუნ მოწამენი მის საქმისანი დამდაბლებითა თჳსითა, რამეთუ ამისთჳს იწყო ესრეთ კაცობრივთა...
სახარებაჲ იოვანესი 11:32
31. ხოლო ჰურიანი იგი, რომელნი იყვნეს მისთანა სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს მათ, ვითარცა იხილეს მარიამ, რამეთუ ადრე აღდგა და გამოვიდა, მისდევს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს ტირილდ მისა.32. ხოლო მარიამ ვითარცა მოვიდა, სადა-იგი იყო იესუ, ვითარცა იხილა იგი, დავარდა ფერჴთა მისთა თანა და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუმცა აქა ყოფილ იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი.33. ხოლო იესუ ვითარცა იხილა იგი, რამეთუ ტიროდა, და მის თანა მოსრულნი იგი ჰურიანიცა ტიროდეს, შეძრწუნდა სულითა, ვითარცა რისხვით,
სახარებაჲ იოვანესი თავი 11