მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „არღა მოსრულ იყო იესუ დაბად, არამედ მუნღა იყო ადგილსა მას, სადა-იგი მიეგებვოდა მას მართა. ხოლო ჰურიანი იგი რომელნი იყვნეს მარიამის თანა სახლსა შინა და ნუგეშინის-სცემდეს, ვი-თარცა იხილეს მარიამ, რამეთუ აღდგა ადრე და განვიდა, მისდევდეს მას, ჰგონებდეს, ვითარმედ საფლავად მივალს ტირილად მისა“ (11,30-31).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი კეთილი არს სიბრძნჱ, ხოლო სიბრძნესა მას ვიტყჳ საღმრთოსა. ხოლო წარმართთა მათ ფილოსოფოსთა იგი სიბრძნჱ ამაოება არს და ზღაპარ, რამეთუ ყოველსავე კაცობრივისა დიდებისათჳს იქმოდეს. ხოლო სულიერი სიბრძნჱ დიდ არს, წინაშე ღმრთისაცა პატიოსან-ჰყოფს კაცსა და წინაშე კაცთა. რამეთუ რომელმან შეურაცხყვნეს სოფლისა საქმენი, აქავე ჰპოებს კეთილსა, რამეთუ განთავისუფლდების ზრუნვათაგან ამაოთა, და კუალად, რომელმან დიდებაჲ სოფლისაჲ დათრგუნოს, აქავე განისუენებს, რამეთუ არღა უჴმს კაცთა მონებაჲ, არამედ აქუს ჭეშმარიტი აზნაურებაჲ. რამეთუ აჰა ესერა ამანცა დედაკაცმან სიბრძნჱ აჩუენა, რომელ მრავალნი სხდეს გარემოჲს მისა, და იგლოვდა და გოდებდა და არა მოელოდა მის თანა მოსლვასა მოძღურისასა, არამედ იგი მიეგებვოდა მას, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ არღა მოსრულ იყო დაბად, არამედ მუნ-ღა იყო ადგილსა მას“ (11,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ნელიად ვიდოდა, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ მიისწრაფის სასწაულისა მის მიმართ, არამედ რაჲთა იგინი ევედრნენ. ანუ კუალად ამას მოასწავებს მახარებელი, ვითარმედ ესოდენ მოსწრაფედ მივიდა მარიამ, რომელ მასვე ადგილსა პოვა. ხოლო მივიდა არა მარტოჲ, არამედ მრავალთა ჰურიათა თანა, და არა იცოდეს, თუ ვინაჲ მივალს, სხუათა მათ, რამეთუ ამისთჳს ფარულად ჰრქუა მას დამან მისმან, რაჲთა არა ცნან სხუათა. ხოლო იგინი შეუდგეს მას, რაჲთამცა აღასრულეს მის თანა გლოვაჲ. და ამით კუალად დაამტკიცებს სიკუდილსა ლაზარესსა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მარიამ იხილა რაჲ უფალი, შეუვრდა ფერჴთა მისთა“ (11,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უმჴურვალეს იყო ესე უფროჲს დისა თჳსისა, რამეთუ არცა ერსა მას დაერიდა, არცა იჭუსა, რომელი აქუნდა მათ ქრისტესთჳს, რამეთუ რომელნიმე მტერთა მისთაგანნი იყვნეს უკეთურნი, რომელნიცა იტყოდეს, ვითარმედ: „არამცა ეძლოა ამას, რომელმან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა?“1 არამედ

1 იოან. 11,37.

მან ყოველივე კაცობრივი საქმჱ განიოტა და ერთსა ოდენ საქმესა ეძიებდა - პატივსა უფლისასა. და ჰრქუა მას: „უფალო, უკუეთუმცა აქა იყავ, არამცა მომკუდარ იყო ძმაჲ იგი ჩემი“ (11,32). ხოლო რაჲ არს, რომელ უფალმან მას არარაჲ ჰრქუა, ვითარ-იგი პირველ დასა მისსა? ამისთჳს, რამეთუ ერი ფრიად იყო მუნ, და არა ესევითართა სიტყუათა ჟამი იყო. არამედ იწყებს დამდაბლებად და კაცობრივისა ბუნებისა ჩუენებად, და დიდსა საქმესა არას უჩუენებდა, არამედ მუნ ენება მიყვანებად, რაჲ-თამცა მუნ უჩუენა ერთა მათ დიდი იგი სასწაული, რამეთუ არღა ფრიად ექმნა ესრეთ დიდი, რომლისაგან ფრიადი სარგებელი მიეცემოდა ერსა. ამისთჳსცა მრავალნი მიიყვანნა მუნ მოწამენი მის საქმისანი დამდაბლებითა თჳსითა, რამეთუ ამისთჳს იწყო ესრეთ კაცობრივთა საქმეთა ქმნად, რაჲთამცა შეუდგეს მას და არა განეშორნეს. და გამოაცხადებს კაცობრივსა ბუნებასა თჳსსა, რამეთუ ცრემლოის, და მერმე შეჰრისხნა გლოვასა მას, რამეთუ რომელ იტყჳს, თუ: „შეშფოთნა სულითა, ვითარცა რისხვით“ (11,33), ამას მოასწავებს, ვითარმედ შეშფოთებაჲ იგი გლოვისაჲ დააყენა, და ესრეთ ჰკითხა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სადა დასდევით იგი?“ (11,34).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა არა ცრემლითმცა იყო კითხვაჲ იგი. ხოლო რაჲსათჳს ჰკითხა? ამისთჳს, რამეთუ არა ენება თჳთ მისლვაჲ საქმისა მის მიმართ, არამედ მათ მიერ ცნობაჲ და ვედრებაჲ და მაშინღა ქმნაჲ, რაჲ-თამცა ყოვლისაგან იჭჳსა განაშორნა იგინი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ჰრქუეს მას: უფალო, მოვედ და იხილე. და ცრემლოვოდა იესუ“ (11,34-35).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ არღა აჩუენებდა სახესა რასმე აღდგინებისასა და არცა ესრეთ მივიდა, თუმცა ჰგონებდეს სხუანი, ვითარმედ აღადგინებს, არამედ ჰგონებდეს, ვითარმედ მივალს, რაჲთამცა იტირა. ამისთჳსცა რომელნიმე იტყოდეს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აჰა ვითარ უყუარდა იგი! ვიეთნიმე იტყოდეს: არამცა ეძლო ამას, რომელმან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა?“ (11,36-37).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არცა ჟამსა ესევითარსა დასცხრებოდეს უკეთურებისაგან მათისა! რამეთუ იხილე, ვითარ ამის საქმისა მიერ პირველსაცა სასწაულსა შეასმენენ, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: „რომელმან აღუხილნა ბრმასა თუალნი, ვერმცა ექმნაა, რაჲთამცა ესეცა არა მომკუდარ იყო?“ ენება, რაჲთამცა იგიცა სასწაული განამტყუვნეს, რამეთუ ესრეთ იყო სიტყუაჲ, ვითარმედ: უკუეთუმცა იგი ექმნა, ესემცა ვერ ქმნაა? და არცა მოელიან, აღსასრულსა თუ რასა იქმს, რამეთუ ფრიად უმეტესი იყო მომკუდრისა აღდგინებაჲ, ვიდრეღა ცხოველისა არა სიკუდილი. ჰხედავა, ვითარ განხრწნილ იყო გონებაჲ მათი?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ კუალად, რეცა თუ რისხვით თავსა თჳსსა შორის, მოვიდა საფლავად“ (11,38).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს ესრეთ მოსწრაფებით ზე და ქუე ამას იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ცრემლოვოდა“ და „შეჰრისხნა“? ამისთჳს, რაჲ-თა სცნა, ვითარმედ ჭეშმარიტებით ჩუენი ბუნებაჲ შეემოსა, რამეთუ ვინაჲთგან ესე მახარებელი უფროჲს სხუათასა მაღალთა და ღმრთეებისა საქმეთა იტყჳს მისთჳს, ამისთჳს აქა ფრიადი სიმდაბლჱ აჩუენა, რამეთუ არცა სიკუდილისათჳს თქუა, ვითარცა სხუათა, ვითარმედ: „შეურვებულ იყო“,1 არამედ უფროჲსად წინააღმდგომი თქუა, ვითარმედ: „დასცნა იგინი პირსა ზედა თჳსსა“,2 და ამისთჳს აქა იტყჳს ამას სიმდაბლისა სახესა, ვინაჲთგან მუნ არა თქუა. რამეთუ სიკუდილისათჳს ესრეთ იტყჳს, ვი-თარმედ: თქუა იესუ, ვითარმედ: „ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სულისა ჩემისა და ჴელმწიფებაჲ მაქუს კუალად მოღებად მისა“,3 და არარას იტყჳს მუნ კაცობრივსა. ამისთჳს აქა ფრიად კაცობრივსა საქმესა იქმს, რაჲთა დაამტკიცოს კაცებაჲ მისი, რამეთუ მათე შეურვებისა მისგან და შიშისა და ოფლისა მოასწავებს მისსა კაცებისა ბუნებასა, ხოლო ესე - გლოვისაგან. უკუეთუმცა არა ჭეშმარიტად ჩუენისა ბუნებისაჲ იყო, ვი-თარმცა შეპყრობილ იქმნა გლოვისა მიერ ერთ და ორგზისცა? ხოლო ჰურიათა მათ, რომელნი აბრალობდეს მას, არარაჲ ჰრქუა; რამეთუ რად საჴმარ იყვნეს სიტყუანი ესე, ვინაჲთგან საქმით ეგულებოდა ქმნაჲ?

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აღიღეთ ლოდი იგი“ (11,39).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო რაჲსათჳს შორით არა მოუწოდა მას და წარმოადგინა, ანუ რაჲსათჳს არა აღადგინა, ვიდრე ლოდი იყო მის ზედა? რამეთუ რომელმან გუამი მკუდრისაჲ უსულოჲ სულიერ-ყო და შეკრულსა ავლენდა, არამცა შეუძლოა, დაღაცათუმცა ლოდი ზედა იყო, აღდგინებად? ხოლო რაჲსათჳს არა ქმნა? ამისთჳს, რაჲთა იგინი თჳთ მოწამე იყვნენ საქმისა მის საკჳრველისა და ვერ თქუან, ვითარცა ბრმისათჳს, ვითარმედ: ესე არს, და სხუანიმცა იტყოდეს, ვითარმედ: არა ესე არს. ანუმცა უცნებად შეჰრაცხეს საქმჱ იგი, ანუმცა სხუაჲ სხჳსა წილ, არამედ მისლვაჲ საფლავად, და აღებაჲ ლოდისაჲ, და აღდგომაჲ შეკრულისაჲ, და ბრძანებაჲ განჴსნად, და მუნ ყოფაჲ მეცნიერთაჲ, და ცნობაჲ სამოსელთაცა მიერ, და ხედვაჲ დათაჲ, და რამეთუ იგიცა იტყოდა მართა: აჰა ესერა ყარსო, ესე ყოველი დაუყოფდა უკეთურთა მათ პირსა და მოწამე იყო სასწაულისა მის. ამისთჳსცა ბრძანებს აღღებად ლოდისა მის საფლავისა მისგან, და ამისთჳსცა ჰკითხვიდა პირველ, ვი-თარმედ: „სადა დასდევით იგი?“ რაჲთა რომელთა თქუეს: „მოვედ და იხილე“, ვერღარა თქუან, თუ: არა იგი აღადგინა; რაჲთა წამებდენ სი-

1 შდრ. მათ. 26,38; მარკ. 14,34. 2 შდრ. იოან. 18,6. 3 იოან. 10,18.

ტყუაჲცა და ჴელნიცა მათნი: სიტყუაჲ, რომელი მან ჰრქუა: „მოვედ და იხილე“, და ჴელნი, რომელთა აღიღეს ლოდი იგი და განჴსნნეს საკრველნი, და თუალნი, რომელთა იხილეს იგი გამომავალი, და საყნოსელნი, რომელთა ეცა სულმყრალობაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო თქუა მართა: უფალო, ყროდის, რამეთუ მეო-თხჱ დღჱ არს“ (11,39).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კეთილად სამე ვიტყოდე, ვითარმედ არა იცოდა დედაკაცმან მან, სიტყუაჲ იგი ქრისტესი თუ რაჲ არს, რომელი თქუა, ვითარმედ: „მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე“.1 რამეთუ იხილე, რასა იტყჳს აქა, ვითარცა შეუძლებელისა საქმისათჳს, რამეთუ უცხოჲცა იყო ოთხისა დღისა განხრწნილისა მკუდრისა აღდგინებაჲ. ხოლო უფალმან ჰრქუა მას:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“ (11,40).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო მოწაფეთა ეტყოდა, ვითარმედ: „რაჲთა იდიდოს ძჱ ღმრთისაჲ მის ზედა“,2 ხოლო მართას მამისათჳს ეტყჳს: „რაჲთა იდიდოს ღმერთიო“. ჰხედავა, ვითარ უძლურებაჲ მსმენელთაჲ მათ იყო სიტყუათა შეცვალებისა მიზეზი? ხოლო მოაჴსენა მას სიტყუაჲ თჳსი და ამხილა არამოჴსენებაჲ მისი და ჰრქუა: „არა გარქუა შენ, ვითარმედ: უკუეთუ გრწმენეს, იხილო დიდებაჲ ღმრთისაჲ?“

სწავლაჲ ჲგ სარწმუნოებისათჳს

რამეთუ სარწმუნოებაჲ დიდად კეთილ არს და დიდთა კეთილთა მიზეზი, ვიდრეღა სარწმუნოებისა მიერ შემძლებელ იქმნებიან საქმე-თა ღმრთისათა ქმნად სახელითავე მისითა. რამეთუ იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ გრწმენეს, ჰრქუათ მთასა ამას: იცვალე, და იცვალოს“,3 და ვითარმედ: „რომელსა ჰრწმენეს ჩემი, უმეტესი ჩემსა ქმნეს“.4 ხოლო რაჲ არს უმეტესი? რამეთუ იქმოდეს აჩრდილნი მოციქულთანი სასწაულთა, რომელთა მიერ იდიდებოდა ქრისტე, რამეთუ არა ესრეთ დიდ არს ქრისტეს ამას სოფელსა შინა ყოფასა ქმნაჲ სასწაულთაჲ, ვითარ შემდგომად სიკუდილისა თჳსისა სახელითა მისითა სხუათა მიერ უმეტესთა საკჳრველებათა ქმნაჲ, რამეთუ ესე უეჭუელნი სასწაულნი იყვნეს აღდგომისა მისისაჲ.

დიდი კეთილი არს უკუე სარწმუნოებაჲ, რაჟამს მჴურვალისა გონებისა მიერ იყოს და სულისა კეთილისა; ესე გამოგუაჩინებს ჩუენ დიდად,

1 იოან. 11,25. 2 იოან. 11,4. 3 შდრ. მათ. 17,20; 21,21; მარკ. 11,23. 4 შდრ. იოან. 14,12.

ესე დაჰფარავს უნდოებასა კაცთასა და ზეცად მოაწევს გონებასა, და რომლისა პოვნაჲ კაცობრივსა სიბრძნესა ვერ ძალ-უც, ჰპოვებს იგი. ამისთჳს უკუე შეუდგეთ მას კეთილად.

რამეთუ რაჲსათჳს ვერ შეუძლეს წარმართთა ცნობად რაჲსამე? ანუ არა ყოველივე კაცობრივი სიბრძნჱ პოვესა? და რაჲსათჳს უკუე ვერ შეუძლეს მეთევზურთა და მეზუერეთა ძლევად? ამისთჳს, რამეთუ იგინი ყოველსავე კაცობრივითა სიბრძნითა ისწრაფდეს ქმნად, ხოლო მოციქულნი ყოველსავე საღმრთოჲთა სარწმუნოებითა იქმოდეს. ამისთჳს პლატონ და პითაღორა და სხუანი იგი ყოველნივე ფილოსოფოსნი შეცთომილნი დათრგუნნეს და ვარსკულავთმრაცხველთა და ქუეყანისმზომელთა და მერიცხუეთა და რიტორთა და სხუათა მათ ყოველთა ძალი ვითარცა მტუერი განაქარვეს და ესეოდენ უმჯობჱს იქმნნეს მათსა, რაოდენ-იგი ჭეშმარიტი ფილოსოფოსი უმჯობეს არს კაცისა ცოფისა და უცნობოჲსა. და ამათ მეყსეულად თქუეს, ვითარმედ: უკუდავ არს სული, და არა თუ ოდენ თქუეს, არამედ ყოველთა დაარწმუნესცა. ხოლო მათ პირველად ყოვლადვე არა იცოდეს, თუ რაჲ არს სული; ვინაჲთგან უკუე ცნეს და განყვეს იგი ჴორცთაგან, მეყსეულად კუალად იგივე შეემთხჳა, რამეთუ რომელთამე მათგანთა თქუეს, ვითარმედ: ჴორციელ არს, და რომელთამე თქუეს, ვითარმედ: ორკეცი არს და არა მარტივი, და რომელთამე თქუეს, ვითარმედ: ჴორცთავე თანა დაიჴსნების; და კუალად ცისათჳს თქუეს რომელთამე მათგანთა, ვითარმედ: სულიერი არს და ღმერთი არს; ხოლო მეთევზურთა მათ მოციქულთა ღმრთისა მიერ შექმნულად ქადაგეს და ყოველთავე ასწავეს.

ხოლო უკუეთუ წარმართნი ცთომილ არიან, რაჲ საკჳრველ არს? რამეთუ იგინიცა, რომელთა ჰგონიეს თავი თჳსი მორწმუნედ, შევლენ ესევითართა ბოროტთა. იგი არს საკიცხელ და საცთურ თავისა მათისა. ამისთჳსცა შესცთეს, და რომელთამე იკადრეს და თქუეს, ვითარმედ: ღმერთი ესრეთ ვიცით, ვითარცა თჳთ მან იცის თავი თჳსი, რომელესე მოციქულთაგანმან არავინ თქუა, არცა ვინ ქადაგა; და კუალად რომელთამე შეცთომილთა მათ თქუეს, ვითარმედ: არა სარგებელ არს ცხორებაჲ კეთილი და მოქალაქობაჲ საღმრთოჲ, არამედ ოდენ სარწმუნოებაჲ. ხოლო ესე საცნაურ არს ყოველთა მიერ, ვითარმედ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა კეთილთასა არად სარგებელ არს,1 და ამას ქრისტეცა და მოციქული პავლე დაამტკიცებენ, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ“;2 და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „მრქუან მე მას

1 შდრ. იაკობ 2,20,26. 2 მათ. 7,21.

დღესა: უფალო, არა სახელითა შენითა ვწინაწარმეტყუელებდითა? და ვჰრქუა მათ: არა გიცნი თქუენ“;1 და კუალად იტყჳს: „ნუ გიხარინ თქუენ, რაჟამს ეშმაკნი გმორჩილობდენ“,2 რამეთუ რომელნი არა ეკრძალებოდიან თავთა თჳსთა, იგინი ადვილად მიდრკებიან უკეთურებად, დაღაცათუ სარწმუნოებაჲ მართალი აქუნდეს.

არამედ ჩუენ ვივლტოდით საქმეთაგან ბოროტთა, რამეთუ შეუძლებელ არს თჳნიერ საქმეთა კეთილთაჲსა ხილვაჲ ქრისტესი, ვითარცა იტყჳს მოციქული, ვითარმედ: „მშჳდობასა სდევდით და სიწმიდესა, რამეთუ თჳნიერ ამისა ვერვინ იხილოს უფალი“.3 ამისთჳსცა მარადის გამცნებ სიწმიდესა, რაჲთა თითოეულსა კმა-ეყოფოდის თჳსი მეუღლჱ, რომლისა თანა შჯულიერად უქორწინებიეს, და არა შეიგინებოდის ბილწებითა მრუშებისაჲთა, რამეთუ ყოველი მოქმედი მრუშებისაჲ ვერ ჰპოვებს წყალობასა, არამედ წარწყმედისა თანამდებ არს, დაღაცათუ ბევრეულნი ჰქონდინ სხუანი სათნოებანი; რამეთუ ყოველი მემრუშჱ ვერ იხილავს სასუფეველისა ცათაჲსა განსუენებასა, არამედ გეჰენიასა მიეცემის. და მათთჳს იტყჳს ღმერთი, ვითარმედ: „მატლი მათი არა მოკუდეს, და ცეცხლი არა დაშრტეს“.4 და არცა ერთი აქუს წყალობაჲ, რომელსა მეუღლჱ ესუას და იგი სხუათა თანა შეიგინებოდის. ვინაჲთგან რომელნიმე შჯულიერისაგანცა მეუღლისა იმარხვენ თავთა თჳსთა ჟამსა მარხვისა და ლოცვისასა, უკუე რომელსა იგიცა არა კმა-ეყოფვოდის, არამედ სხუასა შემოიყვანებდეს, რაჲ იყოს მისი წყალობაჲ? და რომელმან დაუტევოს ცოლი თჳსი შჯულიერად ქორწინებული და შეეყოს სხუასა, იგი მემრუშედ შერაცხილ არს,5 ვითარცა უფალი იტყჳს, უკუეთუ რომელსა ჰყვესღა ცოლი თჳსი, და იგი სხუასა თანა შეიგინებოდის, რაჲ ვინ თქუას მისთჳს? არამედ ნუმცა ვინ უტევებს ამას სენსა დამკჳდრებად სულსა შინა თჳსსა, გარნა ძირითურთ აღმოჰფხურენ იგი, რამეთუ საძაგელ არს საქმჱ ესე წინაშე ღმრთისა, ვითარცა იტყჳს უფალი, ვითარმედ: „უკუეთუ ვინ განუტევოს ცოლი თჳსი გარეშე სიტყჳსა სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, მან იმრუშა და ცოლიცა თჳსი შთააგდო მრუშებასა“.6 რამე-თუ ბოროტ არს სიძვაჲ, ბოროტ! და უკუდავსა საშჯელსა მოაწევს კაცსა ზედა მოქმედსა მისსა, და ამასცა სოფელსა ყოველი მსიძავი ბოროტითა ცხორებითა იყოფების და მონა არს ბოროტისა, რამეთუ სახლსა უცხოსა შევალს შიშითა და ძრწოლითა დიდითა და ყოველთა მიმართ იჭუეულ არნ, მონათა მიმართ და თავისუფალთა.

ამისთჳს გევედრები, განეშორენით ამას ბოროტსა სენსა, და რომელნი არა განეშორებით ამას ბოროტსა, წმიდასა ეკლესიასა ნუ შე-

1 მათ. 7,22,23. 2 შდრ. ლუკ. 10,20. 3 ებრ. 12,14. 4 მარკ. 9,44,46,48. 5 შდრ. მათ. 5,32.

6 შდრ. მათ. 5,32; 19,9; მარკ. 10,11; ლუკ. 16,18.

ხუალთ. რამეთუ არავინ ცხოვარი მღიერითა სავსჱ შეიყვანის მრთელთა თანა, არამედ შორს-ჰყოფნ მათგან, ვიდრემდის მისი იგი სენი აღიჴოცნის. რამეთუ ჩუენ ასონი ვართ ქრისტესნი, და ნუმცა ვიქმნებით ასო მეძვისა, რამეთუ ადგილი ესე არა სამეძვოჲ არს, არამედ ეკლესიაჲ. ხოლო შენ უკუეთუ ასონი მეძვისანი გქონან, ეკლესიასა შინა ნუ დასდგები, რაჲ-თა არა შეურაცხ იქმნეს წმიდაჲ ესე ადგილი. რამეთუ ვითარ თავს-იდებ შემდგომად ესეოდენთა აღთქუმათა და ბრწყინვალებათა ქორწინებისა-თა ესრეთ მრუშებად ცოლისა შენისა და შეგინებად თავისა შენისა, ანუ განშორებად თჳნიერ მეძვობისა და შერთვად სხჳსა? არა გრცხუენისა, არა გეშინისა ღმრთისაგან? რამეთუ რომელნი შემდგომად სიკუდილისა პირველისა მეუღლისა თჳსისა მეორესა შეირთვენ, საბრალობელ იქმნებიან კაცთა მიერ, დაღაცათუ არა აქუს საქმესა მას საშჯელი. ხოლო შენ ცხორებასავე მეუღლისა შენისასა სხუასა შეირთავ. ვითარ არა უკე-თურება არს ესე? რამეთუ ესევითართათჳს იტყჳს უფალი, ვითარმედ: „მატლი მათი არა მოკუდეს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს“.1 შეიშინე სიტყჳსა ამისგან და რისხვისა! შეძრწუნდი საშჯელისა მისგან, რამეთუ არა არს აქა ესეოდენი გემოჲ, რაოდენი მუნ არს ტანჯვაჲ. გარნა ნუმცა ვინ იქმნების თანამდებ სატანჯველთა მათ მწარეთა, არამედ რაჲთა დაიცვან სიწმიდჱ და მიემთხჳნენ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 მარკ. 9,44,46,48.