მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 11:36

35. და ცრემლოოდა იესუცა.36. იტყოდეს უკუე ჰურიანი იგი: აჰა ვითარ სამე უყვარდა იგი!37. ვიეთნიმე მათგანნი იტყოდეს: არამცა ეძლო ამას, რომელ მან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა?
სახარებაჲ იოვანესი თავი 11
36. იტყოდეს უკუე ჰურიანი იგი: აჰა ვითარ სამე უყვარდა იგი!
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აჰა ვითარ უყუარდა იგი! ვიეთნიმე იტყოდეს: არამცა ეძლო ამას, რომელმან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა?“ (11,36-37).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: არცა ჟამსა ესევითარსა დასცხრებოდეს უკეთურებისაგან მათისა! რამეთუ იხილე, ვითარ ამის საქმისა მიერ პირველსაცა სასწაულსა შეასმენენ, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: „რომელმან აღუხილნა ბრმასა თუალნი, ვერმცა ექმნაა, რაჲთამცა ესეცა არა მომკუდარ იყო?“ ენება, რაჲთამცა იგიცა სასწაული განამტყუვნეს, რამეთუ ესრეთ იყო სიტყუაჲ, ვითარმედ: უკუეთუმცა იგი ექმნა, ესემცა ვერ ქმნაა? და არცა მოელიან, აღსასრულსა თუ რასა იქმს, რამეთუ ფრიად უმეტესი იყო მომკუდრისა აღდგინებაჲ, ვიდრეღა ცხოველისა არა სიკუდილი. ჰხედავა, ვითარ განხრწნილ იყო გონებაჲ მათი?

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის