თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს ესრეთ მოსწრაფებით ზე და ქუე ამას იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ცრემლოვოდა“ და „შეჰრისხნა“? ამისთჳს, რაჲ-თა სცნა, ვითარმედ ჭეშმარიტებით ჩუენი ბუნებაჲ შეემოსა, რამეთუ ვინაჲთგან ესე მახარებელი უფროჲს სხუათასა მაღალთა და ღმრთეებისა საქმეთა იტყჳს მისთჳს, ამისთჳს აქა ფრიადი სიმდაბლჱ აჩუენა, რამეთუ არცა სიკუდილისათჳს თქუა, ვითარცა სხუათა, ვითარმედ: „შეურვებულ იყო“, ; არამედ უფროჲსად წინააღმდგომი თქუა, ვითარმედ: „დასცნა იგინი პირსა ზედა თჳსსა“, და ამისთჳს აქა იტყჳს ამას სიმდაბლისა სახესა, ვინაჲთგან მუნ არა თქუა. რამეთუ სიკუდილისათჳს ესრეთ იტყჳს, ვი-თარმედ: თქუა იესუ, ვითარმედ: „ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სულისა ჩემისა და ჴელმწიფებაჲ მაქუს კუალად მოღებად მისა“, და არარას იტყჳს მუნ კაცობრივსა. ამისთჳს აქა ფრიად კაცობრივსა საქმესა იქმს, რაჲთა დაამტკიცოს კაცებაჲ მისი, რამეთუ მათე შეურვებისა მისგან და შიშისა და ოფლისა...
სახარებაჲ იოვანესი 11:38
37. ვიეთნიმე მათგანნი იტყოდეს: არამცა ეძლო ამას, რომელ მან აღუხილნა თუალნი ბრმასა, ყოფად რაჲმე, რაჲთამცა ესეცა არა მოკუდა?38. ხოლო იესუ კუალად, ვითარცა განრისხებული თავსა შორის თჳსსა, მოვიდა საფლავსა მას. ხოლო იყო ქუაბი, და ლოდი ზედა ედვა მას.39. ჰრქუა მათ იესუ: აღიღეთ ლოდი ეგე. ჰრქუა მას მართა, დამან მის მკუდრისამან: უფალო, ყროდისღა, რამეთუ მეოთხე დღე არს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11