ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა მრავალგზის მითქუამს, აწცა მასვე ვიტყჳ, ვითარმედ: უფალი არა ესრეთ ჰხედავს თჳსსა პატივსა, ვითარ ჩუენსა ცხორებასა, და არცა მაღალთა სიტყუათა თქუმად ისწრაფის, არამედ ესევითართა, რომელთა მიერ ჩუენ ვირგოთ, და ამისთჳს მაღალთა და დიდთა სიტყუათა მცირედ იტყჳს, და მათცა დაფარულად, ხოლო სი მდაბლისა სახეთა სიტყუათა - ფრიად მრავალგზის. ამისთჳსცა მაშინ მეუფჱ ყოველთაჲ იესუ ქრისტე ვინაჲთგან ჰხედვიდა, რომელ სიმდაბლისა სიტყუათა მიერ უმეტესსა სარგებელსა ჰპოებდეს, არა მარადის მდაბლად ეტყოდა, რაჲთა არა შემდგომთა მათ ნათესავთა ვნებისა მიზეზ ექმნას, არცა მარადის საღმრთოჲსა ბუნებისაებრ ეტყოდა, რაჲთამცა იგინი არა დააბრკოლნა, რამეთუ სრულნი ერთისა მიერ სიტყჳსა მაღლისა შეუძლებენ ყოველსავე ცნობად, ხოლო მდაბალნი და ჯერეთ ქუემდებარენი თჳნიერ მრავალგზის სმენისა ესევითართა სიტყუათაჲსა ვერ მოდრკებიან. რამეთუ მაშინ ესეოდენთა სიტყუათა...