📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა მრავალგზის მითქუამს, აწცა მასვე ვიტყჳ, ვითარმედ: უფალი არა ესრეთ ჰხედავს თჳსსა პატივსა, ვითარ ჩუენსა ცხორებასა, და არცა მაღალთა სიტყუათა თქუმად ისწრაფის, არამედ ესევითართა, რომელთა მიერ ჩუენ ვირგოთ, და ამისთჳს მაღალთა და დიდთა სიტყუათა მცირედ იტყჳს, და მათცა დაფარულად, ხოლო სი მდაბლისა სახეთა სიტყუათა - ფრიად მრავალგზის. ამისთჳსცა მაშინ მეუფჱ ყოველთაჲ იესუ ქრისტე ვინაჲთგან ჰხედვიდა, რომელ სიმდაბლისა სიტყუათა მიერ უმეტესსა სარგებელსა ჰპოებდეს, არა მარადის მდაბლად ეტყოდა, რაჲთა არა შემდგომთა მათ ნათესავთა ვნებისა მიზეზ ექმნას, არცა მარადის საღმრთოჲსა ბუნებისაებრ ეტყოდა, რაჲთამცა იგინი არა დააბრკოლნა, რამეთუ სრულნი ერთისა მიერ სიტყჳსა მაღლისა შეუძლებენ ყოველსავე ცნობად, ხოლო მდაბალნი და ჯერეთ ქუემდებარენი თჳნიერ მრავალგზის სმენისა ესევითართა სიტყუათაჲსა ვერ მოდრკებიან. რამეთუ მაშინ ესეოდენთა სიტყუათა შემდგომად და ესეოდენთა საქმეთა ჯერეთ ქვასავე დაჰკრებდეს და სდევნიდეს და მგმობრად სახელ-სდებდეს, და რაჟამს-იგი ჰრქუა განრ-ღუეულსა, ვითარმედ: „მიგეტევნენ ცოდვანი შენნი“, იტყოდეს, ვითარმედ: „გმობასა იტყჳს“;1 და კუალად, ოდეს თქუა, ვითარმედ: „რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს, სიკუდილსა არა მიეცეს“,2 ეშმაკეულით ჰხადოდეს; და რაჟამს თქუა: „მე მამისა თანა, და მამაჲ ჩემ თანა“,3 დაუტევეს იგი და დაბრკოლდეს. და უკუეთუ ამათ სიტყუათათჳს ესრეთ დაბრკოლდეს, უკუეთუმცა ყოვლადვე ესევითართა იტყოდა, ოდესმცა ისმინეს მისი? არამედ რაჟამს თქუა, ვითარმედ: „ვითარცა მამცნო მამამან, ესრეთ ვიტყჳ“,4 და კუალად, ვითარმედ: „მე თავით ჩემით არარას ვიტყჳ“,5 მაშინ ჰრწმენა მისი, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „ამათ სიტყუათათჳს მრავალთა ჰრწმენა მისი“.6 ხოლო აწ, უკუეთუ მდაბალთა სიტყუათა მეტყუელებაჲ სარწმუნოებასა მოატყუებდა და მაღალთაჲ - ურწმუნოებასა, ვითარ არა სრულიადი უგულისხმოებაჲ არს არაძებნაჲ მიზეზისაჲ, რომლისათჳს ესრეთ მდაბალთა მეტყუელებდა, ვითარმედ მსმენელთა მათ უძლურებაჲ იყო? ვითარცა-
1 შდრ. მათ. 9,2-3; მარკ. 2,5-7; ლუკ. 5,20-21. 2 შდრ. იოან. 5,24; 8,51-52. 3 იოან. 10,38; 14,10-11; 17,21. 4 იოან. 12,50. 5 შდრ. იოან. 8,28; 12,49; 14,10. 6 შდრ. იოან. 8,30.
იგი სხუასა ადგილსა ენება მაღლისა სიტყჳსა თქუმაჲ, არამედ დაიდუმა და მიზეზი ჰრქუა პეტრეს, ვითარმედ: „რაჲთა არა დაბრკოლდენ, შთააგდე სამჭედური ზღუასა“;1 ვითარცა-ესე ამასცა ადგილსა ქმნა, რამე-თუ თქუა რაჲ, ვითარმედ: „ყოლადვე ისმინი ჩემი“, შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს“. ჰხედავა სიტყუათა ამათ? რამეთუ თავადი იტყჳს, ვითარმედ: „ამისთჳს მდაბლად ვიტყჳ, რაჲთა არა დაბრკოლდენ“;2 და ვინაჲთგან იგი ამას იტყჳს და საქმენიცა გჳჩუენებენ, ვითარ არა გულისხმა-ვყოთ, ვითარმედ არა ბუნებისათჳს მისისა თქუმულ არიან სიტყუანი იგი მდაბალნი, არამედ უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა? რამეთუ სხუასაცა ადგილსა მოიწია მისა ჴმაჲ, და თავადმან თქუა, ვითარმედ: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“.3 და ესრეთ მრავალთა მიზეზთათჳს მდაბლისმეტყუელებს მაღალი იგი სახიერებისათჳს მისისა და უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა, და კუალად, რაჲთა ასწავოს მათ სიმდაბლჱ, და მერმე, რაჲთა დაამტკიცოს კაცებაჲ თჳსი, და რაჲთა არა წინააღმდგომად ღმრთისა ჰგონებდენ მას, და რაჲთა არა ურწმუნო იყვნენ ღმრთისა მიერ მოსლვისა მისისა, და რაჲთა არა შეჰრაცხონ იგი დამჴსნელად შჯულისა, და კუალად, მათისა მის შურისათჳს, და რამეთუ მრავალგზის იტყოდა ძუელსა შინა, ვითარმედ: „უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს“,4 რამეთუ იგი ბუნებით მაღალ იყო, და არარაჲ ევნებოდა მას მდაბლისმტყუელებისა მიერ. ხოლო რომელი ბუნებით მდაბალი იყოს, მისდა არა ჯერ-არს ყოვლადვე მაღლისმეტყუელებაჲ, რამეთუ ესე ზუაობა არს. და აწცა უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: რად ესრეთ მდაბლისმეტყუელებდა, რომელი-იგი მაღლისა მის და მიუთხრობელისა არსებისაჲ იყო? არამედ გულისხმა-ყავნ, ვითარმედ ამათ ყოველთა პირველთქუმულთა მიზეზთათჳს იტყოდა ესრეთ და კუალად ამისთჳსცა, რაჲთა არავინ ჰგონებდეს მისთჳს, ვითარმედ უშობელი არს. რამეთუ მოციქულსაცა პავლეს ეშინოდა ამის საქმისაგან, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „თჳნიერ მისა, რომელმან დაამორჩილა მას ყოველი“.5 ხოლო სწორებასა მისსა მამისა თანა კუალად მოასწავებს სხუასა ადგილსა და იტყჳს: „უკუეთუ არა ვიქმ საქმეთა მომავლინებელისა ჩემისათა, ნუ გრწამს ჩემი“;6 და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „მე მამისა თანა, და მამაჲ ჩემ თანა“;7 და კუალად: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“.8 რამეთუ ძალისათჳს იტყოდა, ვითარმედ: „მე და მამაჲ ერთ ვართ“,9 და ჴელმწიფებისათჳს იტყოდა: „ვითარცა მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს, ეგრეთვე
1 მათ. 17,27. 2 შდრ. იოან. 16,1. 3 იოან. 12,30. 4 2 სჯ. 6,4; მარკ. 12,29. 5 1 კორ. 15,27. 6 იოან. 10,37. 7 იოან. 10,38; 14, 10-11; 17,21. 8 იოან. 12,45. 9 იოან. 10,30.
ძჱ, რომელთაჲ ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“,1 რომელ-ესე შეუძლებელ არს ამის ყოვლისა თქუმაჲ, უკუეთუმცა სხჳსა არსებისა და ბუნებისაჲ იყო და არამცა მისი თანასწორი იყო; რამეთუ სიტყუაჲ, რომელი იტყჳს, ვი-თარმედ: „რაჲთა პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა პატივ-სცემენ მამასა“,2 და ვითარმედ: „საქმეთა, რომელთა იგი იქმს, მეცა ვიქმ“,3 და კუალად, რომელი იტყჳს, ვითარმედ: „მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ სოფლისაჲ“,4 ესე ყოველი სწორებისა მისისა სახე არს, რამეთუ ყოველნი ესე სიტყუანი სიმდაბლისა სახენი სიტყუანი იყვნეს მსმენელთა მათ უძლურებისათჳს, რამეთუ ვერ იტჳრთვიდეს მაღალთა და ღმრთეებისა მისისა შემსგავსებულთა სიტყუათა, არამედ დაბრკოლდებოდეს; და კუალად ამისთჳს, რაჲთა არა უშობელად შეჰრაცხონ იგი ვიეთმე.
ხოლო რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ ძჱ იქმს ამას, რომელი კაც იქმნა ჩუენთჳს? ვინაჲთგან მამაჲცა, რომელი უჴორცოჲ არს და არა განკაცებული, მრავალგზის მსმენელთათჳს სიმდაბლისა სახეთა იტყოდა, რაჲთამცა მათ ერგო; რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ადამ, ადამ, სადა ხარ?“5 რომელმან-იგი ყოველივე იცოდა; რამეთუ კუალად იტყჳს, ვითარმედ: „რაჲთა ვცნა, უკუეთუ ჴმისა მათისაებრ ჩემდა მომავალისა იყოფებიან“;6 და კუალად ეტყჳს აბრაჰამს: „აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაგან“;7 და კუალად იტყჳს: „უკუეთუმცა ისმინესო“;8 და კუალად იტყჳს: „ვინ მისცეს გულსა ამის ერისასა ესრეთ ყოფად?“9 და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“.10 და ესრეთ მრავალი იპოვების ძუელთაცა შინა შეუმსგავსებელი სიტყუაჲ პატივსა და დიდებასა ღმრთისასა. და კუალად აქაბისთჳს თქუმულ არს: „ვინ-მე შემიცთუნოს მე აქაბ?“11 და რომელ მარადის საწარმართოთა ღმერთთა თანა ჰყოფდა თავისა თჳსისა უზეშთაესობასა, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“, და მრავალი ესევითარი, რომელი-ესე ყოველი უღირს არს თქუმად ღმრთისათჳს. არამედ იგი ესეოდენ კაცთმოყუარე არს, რომელ ჩუენისა ცხორებისათჳს სიტყუა-თა მათ, რომელნი პატივსა მისსა არა შეეტყუებიან და დიდებასა, თავსიდებს, რამეთუ განკაცებაჲცა და ხატისა მონებრივისა შემოსაჲ და ესევითართა სიტყუათა თქუმაჲ და ესევითართა საქმეთა შეურაცხთა თავსდებაჲ, - ყოველი ესე უღირს არს მისისა მის ღირსებისა მიმართ. უკუეთუ კულა მიუწდომელი იგი კაცთმოყუარებისა მისისა სიღრმჱ მოიგონოს ვინ, ღირსად გამოჩნდების ესე ყოველი მისისა კაცთმოყუარებისა თანა. ხოლო არს სხუაჲცა მიზეზი მისისა მდაბლად მეტყუელებისა და ესევითართა სიტყუათა თქუმისაჲ: ესე იგი არს, რამეთუ მამაჲ იცოდეს და ჰრწმენა, ხო-
1 იოან. 5,21. 2 იოან. 5,23. 3 შდრ. იოან. 5,19; 14,12. 4 იოან. 11,25. 5 დაბ. 3,9. 6 დაბ. 18,21. 7 დაბ. 22,12. 8 შდრ. ეზეკ. 3,11. 9 შდრ. 2 სჯ. 5,29. 10 ფსალმ.85,8. 11 2 ნშტ. 18,19.
ლო ძესა არა იცნობდეს. და ამისთჳს მამისა მიმართ მიიყვანებს სიტყუათა თჳსთა, ვითარცა აღსაარებულსა, რამეთუ ძჱ ჯერეთ არა სარწმუნო იყო წინაშე მათსა მათისა სიბრმისა და უგულისხმოებისათჳს. ამისთჳს ილოცავს და იტყჳს: „მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი“. ხოლო უკუეთუ იტყჳს ვინ, ვითარმედ: უკუეთუ რომელთაჲ ენებოს, ცხოველ-ჰყოფს, ვითარცა მამაჲვე, რაჲსათჳს ესრეთ ევედრების? არამედ გულისხმა-ყავთ სიტყუაჲ იგი კეთილად, რომელ იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა აღიღეს ლოდი იგი, აღიხილნა იესუ თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“ (11,41-42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვჰკითხოთ უკუე მწვალებელსა, ვითარმედ: რასა იტყჳ? ლოცვისა მისგან მოიღოა ძალი და აღადგინა მკუდარი? და უკუეთუ ესე ლოცვისა მიერ ქმნა, სხუანი იგი საქმენი ვითარ ქმნნა თჳნიერ ლოცვისა? რაჟამს-იგი ჰრქუა ეშმაკსა: „შენ გეტყჳ, განვედ მაგისგან!“1 და კეთროვანსა ჰრქუა: „მნებავს, განწმდი!“2 და განრღუეულსა ჰრქუა: „აღიღე ცხედარი შენი, და მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!“3 და ზღუასა ჰრქუა: „დადუმენ!“4 რამეთუ მოციქულნიცა მრავალგზის არა ილოცვიდეს, არამედ ოდენ სახელსა იესუჲსსა სახელ-სდვიან და ქმნიან სასწაული. ხოლო უკუეთუ სახელი მისი ესევითართა საქმეთა შემძლებელ იყო ქმნად, არამცა თჳთ იგი უმეტესთა შემძლებელ იყოა? ანუ რადმცა ეჴმარა მას ლოცვაჲ? ხოლო უკუეთუმცა ლოცვაჲ ეჴმარებოდა, არამცა შემძლებელ იყო სახელი მისი ესევითართა საქმეთა ქმნად. ანუ ოდეს-იგი შეიქმოდა კაცსა, რომელი ლოცვაჲ იჴმარა? არა ჰხედავა მუნ ერთარსებასა მას, ვითარმედ: „ვქმნეთ კაცი“?5 რამეთუ უკუეთუმცა ლოცვაჲ ეჴმარებოდა, უძლურიმცა იყო და ვერშემძლებელი ყოვლისავე ნებისა თჳსისა აღსრულებად. არამედ ვიხილოთ, თუ რაჲ არს ლოცვაჲ მისი:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი“ (11,41).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და ვინ სადა ილოცა ესრეთ? რამეთუ ვიდრეღა არარაჲ ეთქუა, თქუა, ვითარმედ: „გმადლობ შენ“, რაჲთამცა აჩუენა, ვითარმედ არა ეჴმარებოდა ლოცვაჲ, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ყოველსავე იქმ შენ, რაჲცა მე მენებოს. არა თუ, რამეთუ ძესა ვერ ძალ-ედვა ყოვლისა ქმნად და მისთჳსმცა ეტყოდა მამასა, თუ: „ყოველსავე მისმენ“, არამედ ერთი არს ნებაჲ და გონებაჲ მათი. ხოლო რაჲსათჳს აღიღო სახჱ ლოცვისაჲ? ნუ ჩემსა ისმენ ამისთჳს, არამედ თავადისაჲ მის ისმინე, ვითარმედ:
1 შდრ. მარკ. 1,25; 5,8; ლუკ. 4,35. 2 მათ. 8,3; მარკ. 1,41; ლუკ. 5,13. 3 შდრ. მათ. 9,2,6; მარკ. 2,5,10; ლუკ. 5,20,24. 4 შდრ. მათ. 8,26; მარკ. 4,39. 5 დაბ. 1,26.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“ (11,42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არა თქუა, თუ: რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ მე უდა რჱს ვარ, ანუ ვითარმედ შეწევნაჲ მიჴმს, ანუ ვითარმედ თჳნიერ ლოცვისა ვერარას ვიქმ, არამედ: „ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე“. არა თქუა, თუ: მომავლინე მე უძლური, რომელი თავით თჳსით ვერარას ვიქმ, არამედ ესე ყოველი დაუტევა, რაჲთა არარაჲ მოიგონო შენ უჯეროჲ, და დადვა ჭეშმარიტი იგი მიზეზი ლოცვისაჲ, ესე იგი არს, რაჲთა არავინ წინააღმდგომად შენდა მგონებდესო, რაჲთა არავინ იტყოდინ, ვითარმედ: არა ღმრთისამიერი არს, რაჲთა გამოვაჩინო, ვითარმედ ყოველსავე საქმესა ჩემსა ნებისაებრ შენისა ვიქმ. ხოლო სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ისმინი ჩემი“, მეგობართაცა მიმართ ითქუმის და სწორ-თაცა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი“ (11,42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ყოფად ნებისა ჩემისა არა მეჴმარების ლოცვაჲ, რამეთუ ერთი არს ნებაჲ ჩუენი, არამედ ვილოცავ უძლურებისათჳს გარემოდგომილისა ამის ერისა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა ესე თქუა, ჴმითა დიდითა ღაღად-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე!“ (11,43).
თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს არა თქუა, თუ: სახელითა მამისა ჩემისაჲთა გამოვედ გარე? რაჲსათჳს არა თქუა: მამაო, აღადგინე ესე, არამედ ესე ყოველი დაუტევა და ლოცვისა სახჱ ქმნა, ხოლო საქმისა მიერ გამოაჩინა თჳსი ჴელმწიფებაჲ? ამისთჳს, რამეთუ ესეცა მისისა სიბრძნისა საქმჱ იყო, რომელ-ესე სიტყუათა მიერ სიმდაბლჱ და საქმეთა მიერ ჴელმწიფებაჲ გამოაჩინა, რამეთუ ვინაჲთგან ვერარას სხუასა იტყოდეს ქრისტესთჳს, არამედ ამას ოდენ, ვითარმედ: არა ღმრთისა მიერ არს, და ესრეთ მრავალთა აცთუნებდეს, ამისთჳს კეთილად უჩუენა იგიცა სახჱ, რომელსა მათი იგი უძლურებაჲ აჩუენებდა, რამეთუ შესაძლებელ იყო სხჳთაცა სახითა ჩუენებად თჳსისა ერთობისა მამისა თანა, არამედ ვერ ძალ-ედვა ერსა მას მაღალთა მათ საქმეთა გულისხმის-ყოფად.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და თქუა: ლაზარე, გამოვედ გარე!“ (11,43).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე არს, რომლისათჳს იტყოდა: „მოვალს ჟამი, რა-ჟამს მკუდართა ისმინონ ჴმაჲ ძისა კაცისაჲ, და რომელთა ესმეს, ცხოვნდენ“.1 და რაჲთა არა ჰგონებდე, ვითარმედ სხჳსა მიერ მოიღო ძალი იგი, ამისთჳს პირველითგანვე გასწავა შენ და საქმეთა მიერ გამოაჩინა; და არა თქუა, თუ: აღდეგ, არამედ: „გამოვედ გარე!“ ვითარცა ცხოველსა ეტყოდა მომკუდარსა მას. რაჲმცა იყო ამის ჴელმწიფებისა სწორი? აწ
1 შდრ. იოან. 5,25.
არა გულისხმა-ჰყოა, ვითარმედ არა ეჴმარებოდა მას ლოცვაჲ, არამედ ერისა მისთჳს იტყოდა? ვითარცა თქუა, ვითარმედ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ, რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ შენ მომავლინე მე“ (11,42).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და საცნაურ არს, ვითარმედ უკუეთუმცა ჰრწმენა, არად საჴმარ იყო ლოცვაჲ. რამეთუ უკუეთუმცა არა იყო ლოცვაჲ იგი მისდა არასაჴმარ, რაჲსათჳს მათ ზედა დადვა მიზეზი იგი ლოცვისაჲ? ანუ რაჲსათჳს არა თქუა: რაჲთა ჰრწმენეს, ვითარმედ არა ვარ სწორ შენდა? არამედ რაჟამს-იგი ჰგონებდეს, თუ დაჰჴსნის შჯულსა, ჰრქუა მათ, ვი-თარმედ: „არა მოვედ დაჴსნად შჯულისა“;1 ხოლო ამისთჳს არაოდეს თქუა, ვითარმედ: არა ვარ სწორ, არამედ მარადის სწორებასა თჳსსა დაამტკიცებს მამისა თანა. გარნა იტყჳს მწვალებელი: და არა თქუაა, თუ: „არა მოვედ, რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი“?2 არამედ ესეცა სიტყუაჲ მათისა უძლურებისათჳს თქუა და მისვე მიზეზისათჳს, რომლისათჳს იყო ლოცვაჲცა.
რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ისმინე ჩემი“? ესე იგი არს, ვი-თარმედ: არარაჲ არს წინააღმდგომი ჩემი შენდა მიმართ, ვითარცა უკუე ესე სიტყუაჲ, ვითარმედ: „ისმინე ჩემი“, არა ამას მოასწავებს, თუ მას თჳთ ვერ ძალ-ედვა; რამეთუ უკუეთუ არა ძალ-ედვა, არცამცა იცოდა, თუ ისმენს ღმერთი, და უკუეთუმცა არა იცოდა, ვითარ იტყოდა, ვი-თარმედ: „წარვალ, რაჲთა განვაღჳძო იგი“?3 და მოასწავებდა სასწაულსა მას პირველითგან, ვითარცა უკუე ესე არა უძლურებისა სახე არს, არამედ ერთობისაჲ. ეგრეთვე არს ესე სიტყუაჲ, თუ: „მე ვიცი, ვი-თარმედ ყოლადვე ისმინი ჩემი“. ვინაჲთგან უკუე არცა უცნაურ იყო, არცა უძლურ, საცნაურ არს, ვითარმედ ამისთჳს იტყჳს ესევითართა მათ სიტყუათა სიმდაბლისათა, რაჲთა მათცა არგოს და შენ საქმეთა მიერ სცნა, ვითარმედ განგებულებით თქუმულ არიან სიტყუანი იგი და არა ბუნებისა მისისანი არიან. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „ისმინე ჩემი“? ესე უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა თქუა. არამედ იხილე შენ საქმჱ მისი, ვითარ ეწამების ჴელმწიფებასა მისსა, რაჟამს-იგი გამოვიდა ლაზარე შეკრული. და მერმე, რაჲთა არა უცნებად შეჰრაცხონ საქმჱ იგი, რამეთუ მკუდრეთით აღდგომისა არა უდარჱსი საკჳრველებაჲ იყო შეკრულისა სლვაჲ, ამისთჳს ბრძანა მისი განჴსნაჲ,4 რაჲთა შეეხნენ მას და მიეახლნენ და ცნან, ვითარმედ ჭეშმარიტად იგი არს. და თქუა უფალმან: „უტევეთ და ვიდოდის“ (11,44). ხოლო იქმნა რაჲ ესე საკჳრველი, რომელთამე უკჳრდა, რომელნიმე მიუთხრობდეს ფარისეველთა.5 და იხილეთ მათი იგი საქმჱ, რამეთუ ჯერ-იყო განკჳრვებაჲ საქმესა მას ზე-
1 მათ. 5,17. 2 შდრ. იოან. 6,38. 3 შდრ. იოან. 11,11. 4 შდრ. იოან. 11,44. 5 შდრ. იოან. 11,46.
და, და ამათ ამის წილ იზრახეს მოკლვაჲ აღმადგინებელისა მის მკუდარ-თაჲსაჲ. ჵ უგუნურებაჲ დიდი! რამეთუ რომელი-იგი სხუათა გუამთა შინა შესრულსა სიკუდილსა მძლე ექმნა, მისსა სიკუდილად მიცემასა ჰგონებდეს და იტყოდეს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲ ვყოთ? რამეთუ კაცი ესე მრავალთა სასწაულთა იქმს“ (11,47).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჯერეთ კაცად სახელ-სდებდეს მას, რომელთა ესეოდენნი სახენი მისისა ღმრთეებისანი ეხილვნეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲ ვყოთ? უკუეთუ უტევოთ ესრეთ, ყოველთა ჰრწმენეს მისი, და მოვიდენ ჰრომნი და მიგჳღონ ადგილიცა ჩუენი და ნა-თესავიცა“ (11,47-48).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ენება ერისა მის აღძრვაჲ და ამისთჳს შეაშინებენ ამით სახითა, ვითარმედ: უკუეთუ იხილონ ჰრომთა, რომელ კრებს ერსა, დაგუწამონ განდგომილებაჲ და ტყუე-ყონ ნათესავი ჩუენი. რაჲსათჳს, ჵ უბადრუკნო? არა თუ განდგომილებასა გასწავლიდა; არა გიბრძანაა ხარკი მიცემად კეისარსა?1 არა გენებაა მეფედ დადგინებაჲ, და ივლტოდა?2 და არა უნდოსა ცხორებასა ეძიებდაა მარადის? და არცა სახლი აქუნდა, არცა სხუაჲ რაჲმე საქმეთაგან ამის სოფლისათა.3 არამედ გულისხმა-ყავთ, ძმანო, ვითარმედ არა თუ მოელოდეს საქმესა მას, ანუ თუ ეშინოდა მისგან და ამისთჳს იტყოდეს, არამედ ტყუვილით იტყოდეს, რაჲთამცა შეაშინეს ერი იგი შურისაგან, რომელი აქუნდა ქრისტეს მიმართ, რამეთუ ესრეთ აღძრეს ერი ქრისტესა ზედა. არამედ ვინაჲთგან მოკლეს ცხორებაჲ იგი ყოველთაჲ, ამისთჳს ქალაქი და ნათესავიცა მათი წარიღეს, და იქმნა სიტყუაჲ იგი, რომელსა ტყუვილით იტყოდეს, ჭეშმარიტ, რომელსა არა მოელოდეს. თუ არა, ქრისტემან ვის ასწავა განდგომილებაჲ? რამეთუ იგი მარადის დაჰჴსნიდა განდგომილებასა და ასწავებდა ცხორებასა საღმრთოსა და მორჩილებასა მთავართასა, რამეთუ პირველნი იგი იყვნეს მასწავლელ განდგომილებისა, ვითარ-იგი იყო იუდა და თევდა, ხოლო ქრისტემან ყოველივე კეთილი ასწავა. ჰხედავა, რამეთუ მზაკუვარებით იყო სიტყუაჲ მათი? რამეთუ მან არარაჲ ყო ესევითარი. არა უდაბნოთა იქცეოდაა მარადის? არამედ მათ არა ენება თჳსისა ვნებისა გამოჩინებაჲ, ამისთჳს ქალაქი და ნათესავი მიზეზყვეს. გარნა არა ესე გექმნა მიზეზ წარტყუენვისა, ჵ ჰურიანო, არამედ მარადის ამისთჳს ტყუე იქმნებოდეთ ჰრომთა მიერცა და ბაბილოვნელ-თა და ანტიოხოზის ზე, რამეთუ იყვნეს თქუენ შორის განმარისხებელნი ღმრთისანი და არაწმიდანი. ამან მიგცნა თქუენ ბოროტსა. გარნა შური
1 შდრ. მათ. 22,21; მარკ. 12,17; ლუკ. 20,25. 2 შდრ. იოან. 6,15. 3 შდრ. მათ. 8,20; ლუკ. 9,58.
არარას ჰხედავს, არამედ დააბრმობს სულსა. ანუ არა ასწავებდა ქრისტე სიმშჳდესა და მოთმინებასა და ღმრთისმსახურებასა? ხოლო ესე სწავლანი მძლავრებისა მოქმედნი არიანა ანუ დამჴსნელნი?
სწავლაჲ ჲდ შურისათჳს და ანგაჰრებისა
არამედ, ვითარცა ვთქუ, ბოროტ არს შური და ორგულებითა სავსე; ამან აღავსო სოფელი ბევრეულითა ბოროტითა; ამის მიერ აღივსნეს სამშჯავრონი ბევრეულითა ბოროტითა; ამის მიერ არიან კაცის-კლვანი, ვეცხლისმოყუარებანი, ცუდადმზუაობრობანი; ამის მიერ არიან ავაზაკობანი და მპარვობანი; ამის მიერ ევნო ფრიადი იგი ვნებაჲ ნათესავსა ჩუენსა, და რომელიცა ბოროტი იხილო, ამისი ნაშობი არს. აჰა ესერა ეკლესიათაცა ზედა მოიწია და მრავალნი ბოროტნი ქმნნა: ამან სენმან შვა ვეცხლისმოყუარებაჲ; ამან ყოველივე ზე და ქუე ქმნა; ამან დაამჴუა სიმართლჱ; ამან აზნაურნი მონა-ყვნა. ამისთჳს გასწავებთ მარადღე, და არარაჲ იქმნების სარგებელი: მჴეცთა უძჳრეს ვიქმნებით, ობოლთასა მოვიტაცებთ, ქურივთა ვავნებთ და გლახაკთა ვსტყუენავთ, ვაებაჲ ვაებასა ზედა გჳქმნიეს.
ვაჲ მე, რამეთუ წარწყმდა ღმრთისმოშიში ქუეყანით, რამეთუ ჯერარს გლოვაჲ, რამეთუ ვერცა რაჲ ლოცვითა ვქმენით, ვერცა სწავლითა. აწ ტირილი ოდენ გჳჴმს, ვითარცა ყო ქრისტემან, რაჟამს ფრიადი ასწავა იერუსალჱმელთა, და ვითარცა არას ისმენდეს, მაშინ ცრემლოოდა მათთჳს, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელნიცა იქმოდეს, და ეგრეთვე ჩუენცა ვიქმთ აწ, რამეთუ ჟამი გოდებისა და ტირილისაჲ არს. კეთილ არს აწცა თქუმად, ვითარმედ: „მოუწოდეთ მტირალთა და ბრძენთა მიმართ წარავლინეთ, და იტყოდიან“,1 ნუუკუე ესრეთ შეუძლოთ განკურნებად სენსა მას ბრწყინვალეთა ტაძართა მაშენებელთასა, რომელნი მოიგებენ აგარაკთა ტაცებით.
კეთილ არს მათთჳს გლოვაჲ, არამედ შემეწიენით ჩუენ თქუენცა, რომელნი მათ მიერ ვნებულნი ხართ, იგლოვდით, დასთხიენით ცრემლნი, არამედ რაჟამს იგლოვდეთ, მათთჳს იგლოვდით, რამეთუ არა თქუენდა უვნიეს, არამედ თჳსთა თავთადა, რამეთუ თქუენ უკუეთუ მადლობით შეიწყნაროთ მათმიერი ჭირვებაჲ, მოიგოთ სასუფეველი ცათაჲ, ხოლო მათ - გეჰენიაჲ ცეცხლისაჲ. ვიგლოვდეთ მათთჳს წერილთაგან გლოვი-თა მით, რომლითა იგლოვდეს წმიდანი. ვიგლოვოთ ესაიაჲს თანა და
1 შდრ. იერ. 9,17.
ვთქუათ: „ვაჲ მათა, რომელნი შეაერთებენ სახლსა სახლთა და მიაახლებენ აგარაკსა აგარაკსა თანა, რაჲთამცა მოყუსისაჲ მოიტაცეს რაჲ. ნუ დაემკჳდრებით მხოლონი ქუეყანასა ზედა, ტაძარნი დიდნი და შუენიერნი, და არა იყვნენ მკჳდრნი მათ შინა“.1 ვიგლოვოთ ნაუმს თანა და ვთქუათ: ვაჲ მისა, რომელმან აღაშენოს სიმაღლედ სახლი თჳსი, და უფროჲსად ქრისტეს მეუფისა თანა ვთქუათ: „ვაჲ მდიდართა, რომელ მიუღებიეს სასყიდელი მათი“.2 ვიგლოვდეთ მათთჳს და ნუ დავსცხრებით. ვთქუათ, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ: ნუ იგლოვთ მკუდრისათჳს, არამედ მტაცებლისათჳს და ანგაჰრისა და ვეცხლისმოყუარისა და უძღებისა. ანუ რად ვიგლოვთ მკუდართათჳს, რომელთაჲ არა ეგების მოქცევაჲ? არამედ ვიგლოვდეთ ამათთჳს, რომელთაჲ შესაძლებელ არს მოქცევაჲ; გარნა რაჟამს ჩუენ ვიგლოვდეთ, მრავალგზის იგინი იცინიან, და ესე არს ღირს გლოვისა: რომლისა ტირილი ჯერ-იყო, იგი იცინის. რამეთუ უკუეთუმცა იგინი იგლოვდეს, ესე სასწაული არს განმართლებისაჲ. ვინაჲთგან უკუე უგულისხმოებასა შინა არიან, ამისთჳს უკუე ჩუენ ვიგლოვდეთ მათთჳს, არა ყოველთა მდიდართათჳს, არამედ რომელნი ვეცხლისმოყუარე იყვნენ და მტაცებელ და ანგაჰარ. რამეთუ შესაძლებელ არს კეთილად ჴმარებაჲ სიმდიდრისაჲ, რაჟამს გლახაკთა ზედა წარვაგებდეთ, ხოლო ანგაჰრებაჲ არს წარმწყმედელ და ბოროტ. ვიგლოვდეთ უკუე მათთჳს, ნუუკუე იქმნას რაჲმე სარგებელი, ნუუკუე დაღაცათუ დაცემულნი არა აღდგენ, არამედ სხუანი არღარა დაეცნენ. არამედ ღირსმცა არიან იგინიცა განრომად სენისა მისგან და სხუანი - არა შთავრდომად, რაჲთა ყოველთა ერთბამად საუკუნენი იგი კეთილნი ვპოვნეთ მადლითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 ესაია 5, 8-9. 2 შდრ. ლუკ. 6,24.