მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 11:9

8. ჰრქუეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, აწღა გეძიებდეს შენ ჰურიანი ქვისა დაკრებად, და კუალად მუნვე მიხუალა?9. ჰრქუა მათ იესუ: არა ათორმეტნი ჟამნი არიანა დღისანი? უკუეთუ ვინმე ვიდოდის დღისი, არა წარსცეს ფერჴი, რამეთუ ნათელსა ამის სოფლისასა ხედავს.10. და უკუეთუ ვინმე ვიდოდის ღამესა შინა, უბრკუმეს მას, რამეთუ ნათელი არა არს მას შინა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 11
9. ჰრქუა მათ იესუ: არა ათორმეტნი ჟამნი არიანა დღისანი? უკუეთუ ვინმე ვიდოდის დღისი, არა წარსცეს ფერჴი, რამეთუ ნათელსა ამის სოფლისასა ხედავს.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ათორმეტნი ჟამნი არიანა დღისანი? უკუეთუ ვინ ვიდოდის დღესა, არა წარსცეს ფერჴი, რამეთუ ჰხედავს ნათელსა ამის სოფლისასა“ (11,9).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ანუ ამას იტყჳს, ვითარმედ: რომელსა არა ექმნას ბოროტი, იგი ნათელსა შინა ვალს და არა ეშინის ბოროტისაგან; და ეგრეთვე ჩუენდა არა ჯერ-არს შიში, რამეთუ არაჲ ბოროტი მიქმნიეს და ღირსი სიკუდილისაჲ. ანუ ამას იტყჳს, ვითარმედ: რომელი ნათელსა ამის სოფლისასა ჰხედვიდეს, მას დაცემისაგან არა ეშინის, არცა დაეცემის; აწ უკუეთუ რომელი ნათელსა ამის სოფლისასა ჰხედვიდეს, არა უფროჲსად, რომელი ჩემ თანა იყოსა და არა განმეშოროს ჩემგან, იგი დაადგრეს დაუბრკოლებლად? ესე ყოველი თქუა, რაჲთამცა შიში მათი განუქარვა, და მიზეზსა საჴმარსა ეტყოდა მუნ მისლვისასა. და რაჲთამცა უჩუენა, ვი-თარმედ არა იერუსალჱმს წარვალს, არამედ ბეთანიას, ამისთჳს ჰრქუა:

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის