მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:21

20. იყვნეს ვინმე წარმართთაგანიცა აღმოსრულთა მათგანნი, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას.21. ესენი მოვიდეს ფილიპესა, რომელი-იგი იყო ბეთსაიდაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ეტყოდეს მას: უფალო, გუნებავს იესუჲსი ხილვაჲ.22. მივიდა ფილიპე და ჰრქუა ანდრეას; და მოვიდეს ანდრეა და ფილიპე და ჰრქუეს იესუს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
21. ესენი მოვიდეს ფილიპესა, რომელი-იგი იყო ბეთსაიდაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ეტყოდეს მას: უფალო, გუნებავს იესუჲსი ხილვაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყვნეს წარმართთაგანნიცა აღმოსრულ, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას“ (12,20). და ენება ხილვაჲ იესუჲსი და მოუჴდეს ფილიპეს; ხოლო ფილიპე ჰრქუა ანდრიას, რომელი პირველ მისა მოსრულ იყო, და ესრეთ ჰრქუეს მათ იესუს. (შდრ. იოან. 12,21-22):

...ად და ამაოდ აჭირვებთ თავთა თქუენთა? ხოლო „სოფლად“ აქა ერსა იტყჳან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყვნეს წარმართთაგანნიცა აღმოსრულ, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას“ (12,20). და ენება ხილვაჲ იესუჲსი და მოუჴდეს ფილიპეს; ხოლო ფილიპე ჰრქუა ანდრიას, რომელი პირველ მისა მოსრულ იყო, და ესრეთ ჰრქუეს მათ იესუს.

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო უფალმან პირველ არაოდეს ჰრქუა სწავლად წარმართთა, არამედ ეტყოდა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ“, რაჲ-თამცა ყოველი მიზეზი მოუწყჳდა ჰურიათა. ვინაჲთგან უკუე იგინი ივლტოდეს მისგან, და წარმართნი მოივლტოდეს მისა, და ჟამი იყო ვნებისა მისისაჲ, და ეგულებოდა წარმართთა მიმართ წარვლენაჲ მოციქულთაჲ შემდგომად ჯუარს-ცუმისა, ხოლო იგინი უწინარჱს ჯუარს-ცუმისა ისწრაფდეს, ამისთჳს ჰრქუა მათ, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძჱ კაცისაჲ“ (12,23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ პირველ არა უტევნა იგინი წარსლვად და იტყოდა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ“; და კუალად თქუა: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა წარწყმედულთათჳს სახლისა ისრაჱლისათა“; და: „არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და მიცემაჲ ძაღლთაჲ“....

სრულად ნახვა