მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲვ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „აგრძნა ყოველმან ერმან ჰურიათამან, ვითარმედ მუნ არს, და მივიდეს არა თუ იესუჲსთჳს მარტოდ, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელი აღადგინა მკუდრეთით“ (12,9).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარცა სიმდიდრე განუკრძალველთა კაცთა მავნებელ ექმნების, ეგრეთვე მთავრობაჲ, რამეთუ იგი ანგაჰრებად, ხოლო ესე ამპარტავანებად მოიყვანებს. და იხილე აქაცა, ვითარ სიმრავლჱ იგი ერისაჲ მის უმჯობესად იყო, ხოლო მთავარნი - სრულიად წარწყმედილ. რამეთუ ერსა მას უსწავლელსა მრავალგზის ჰრწმენა მისი, ვითარცა მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: „მრავალსა ერსა ჰრწმენა მისი“,1 ხოლო მთავარნი ურწმუნო იყვნეს, და თჳთ იგინი იტყოდეს, ვითარმედ: „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ჰრწმენა მისი? ანუ არა უსწავლელსა მას ერსა ჰრწმენა მისი, რომელთა არა იციან შჯული? წყეულ არიან“.2 და ესრეთ მორწმუნეთა სწყევდეს და თავთა თჳსთა, ღმრთისმკლველთა მათ, ბრძნად სახელ-სდებდეს. და აქაცა უკუე იხილეს რაჲ სასწაული იგი, რომელი ქმნა ქრისტემან, ჰრწმენა მრავალთა, ხოლო მთავართა სხუაჲ იგი ბოროტი არა ეყოფვოდა, არამედ ლაზარესიცა ენება მოკლვაჲ.3 ჵ უკეთურნო! ქრისტესთჳს იტყოდეთ, თუ: „შაბათსა დაჰჴსნის და ღმერთჰყოფს თავსა თჳსსა, და ჰრომნი მოვლენ მისთჳს და წარგუტყუენვენო“.4 ლაზარესთჳს რასაღა იტყჳთ? რაჲ ბოროტი ქმნა? იხილეთ, ვითარ მკლველ იყო გონებაჲ მათი, რამეთუ დაღაცათუ მრავალნი სასწაულნი ექმნნეს უფალსა, არამედ არცა ერთსა ზედა იყვნეს ესრეთ განფიცხებულ, რამეთუ უზეშთაესცა იყო უფროჲს ყოველთასა და საკჳრველ მკუდრისა ოთხისა დღისა სლვაჲ და ზრახვაჲ. გარნა ბრმისათჳს და განრღუეულისა იტყოდეს შაბათსა მიზეზად და განადგენდეს ერსა, ხოლო აქა არარაჲ აქუნდა მიზეზი. ამისთჳს აღდგომილსა მას მკუდრეთით ებრძოდეს, რამეთუ ამასცა ვერღარა იტყოდეს აქა, თუ: მამისა წინააღმდგომი არს, ვინაჲთგან ლოცვაჲ დაუყოფდა მათ პირსა, და ვინაჲთგან სხუაჲ მიზეზი ვერარაჲ პოვეს, მაშინ ინებეს მოკლვაჲ მისი; და ბრმისა-თჳსცამცა ესევე ექმნა, უკუეთუმცა არა აქუნდა მუნ შაბათი მიზეზად. და კუალად იგი გლახაკიცა იყო და უნდოჲ, და განჴადეს იგი გარე, ხოლო ესე კაცი იყო საჩინოჲ, და ამისთჳსცა მრავალნი მოსრულ იყვნეს ნუგეშინის-ცემად დათა მისთა, რამეთუ წინაშე ყოველთასა აღადგინა იგი უფალმან, და ყოველნი მივიდოდეს ხილვად მისა. და ამისთჳს იგინი განმჴეცებულ იყვნეს, რომელ დღეთა დღესასწაულისათა ყოველნი ბეთანიად მირბიოდეს, და მათ ენება მოკლვაჲ მისი და არად შეერაცხა საქმჱ

1 იოან. 7,31; 8,30. 2 შდრ. იოან. 7,48-49. 3 შდრ. იოან. 12,10. 4 შდრ. იოან. 5,18; 11,48.

იგი, ესრეთ მკლველნი იყვნეს. და ამისთჳს წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: „ჴელნი თქუენნი სავსე არიან სისხლითა“.1

ხოლო ვითარ, რომელ უფალი კადნიერებით არღარა იქცეოდა და უდაბნოს იყო, და აწ კუალად კადნიერებით მივალს? რამეთუ დააცხრო გულისწყრომაჲ მათი წარსლვითა თჳსითა და აწ კუალად მივიდა, რა-ჟამს დაწყნარებულ იყო რისხვაჲ მათი. და კუალად სიმრავლჱ იგი ერისაჲ, რომელი წინაუვიდოდა და უკუანა შეუდგა, კმა იყო შეშფოთებად და შეურვებად მათა, რამეთუ ვერცა ერთმან სასწაულმან შეუძლო ესრეთ მოდრეკად ერისა მის, ვითარცა ლაზარესმან. და სხუაჲ უკუე მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „დაჰფენდეს გზათა ზედა სამოსელთა მათთა“,2 და: „ყოველი ქალაქი შეიძრაო“,3 და ესევითარითა პატივითა შევიდა. ხოლო ესე ქმნა ამისთჳს, რაჲთამცა ერთი წინაჲსწარმეტყუელებაჲ აღასრულა და ერთი გამოსახა, და ერთისა მის წინაჲსწარმეტყუელებისა იქმნა შესლვაჲ მისი აღსასრულ და მეორისა - დასაბამ. რამეთუ აღსასრულ მის წინაჲსწარმეტყუელებისა იქმნა, რომელ იტყჳს: „გიხაროდენ, ასულო სიონისაო, რამეთუ აჰა ესერა მეუფჱ შენი მოვალს მშჳდი“.4 ხოლო რომელ-იგი დაჯდა კარაულსა ზედა, მომასწავებელი იყო მომავალისა საქმისაჲ, ესე იგი არს, რამეთუ არაწმიდასა მას ნათესავსა წარმართთასა ეგულებოდა დამორჩილებაჲ მცნებათა თჳსთაჲ. ხოლო ვითარ სხუანი მახარებელნი იტყჳან, ვითარმედ: „მოწაფენი წარავლინნა მოყვანებად კარაულისა და კიცჳსა მის“,5 და ესე არას იტყჳს ესევითარსა, და ამას ოდენ იტყჳს, ვითარმედ: „პოვა კარაული და დაჯდა მას ზედა“ (12,14)? ამისთჳს, რამეთუ სხუათა მათ თქუეს, ვითარცა იქმნა და ვითარ წარავლინნა, ხოლო ამან არღარა ინება ყოვლისავე თქუმად, რომელი მათ ეთქუა, არამედ იტყჳს, ვითარმედ: „პოვა და დაჯდა მას ზედა“. და ერი იგი ბაიაჲსა და ზეთისხილისა რტოსა და სამოსელსა დაუფენდეს,6 რაჲთა გამოაჩინოს, ვითარმედ უზეშთაეს და უდიდჱს აქუნდა იგი და არა ვი-თარცა წინაჲსწარმეტყუელი, და ამისთჳს იტყოდეს: „ჵსანა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!“ (12,13).

ჰხედავთა, ვითარმედ ესე იყო მათი შემაიწრებელი, რომელ ყოველ-თა ჰრწმენა, ვითარმედ არა წინააღმდგომი არს ღმრთისაჲ? და ამისთჳს ჰრწმენა ერსა მას, რამეთუ იტყოდა, ვითარმედ: „მამისაგან მოსრულ ვარ“.7 ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „გიხაროდენ ფრიად, ასულო სიონისაო“ (12,15)? რამეთუ ვინაჲთგან მეფენი, რომელნი მას შინა დასხდეს, მრავალნი იყვნეს უკეთურნი და განსცეს ქალაქი მტერთა,

1 ესაია 1,15. 2 მათ. 21,8; ლუკ. 19,36. 3 მათ. 21,10. 4 შდრ. ესაია 62,11; ზაქ. 9,9; მათ. 21,5; იოან. 12,15. 5 შდრ. მათ. 21,1-2; მარკ. 11,1-2; ლუკ. 19,29-30. 6 შდრ. მათ. 21,8; ლუკ. 19,36; იოან. 12,12-13. 7 შდრ. იოან. 8,42.

ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მჴნე იყავ, რამეთუ ესე არა ეგევითარი არს, არამედ მშჳდი და სახიერი.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ესე ვერ გულისხმა-ყვეს მოწაფეთა მისთა, თუ მის-თჳს წერილ იყო“ (12,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ მრავალსა უმეცარ იყვნეს, რამეთუ იგი არა გამოუცხადებდა? და ოდეს-იგი თქუა, თუ: „დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვაშენო იგი“,1 ვერ გულისხმა-ყვეს. და კუალად სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „იყო მათგან დაფარული სიტყუაჲ იგი“,2 და არა იცოდეს, ვითარმედ ჯერ-არს მისი მკუდრეთით აღდგომაჲ, არამედ ესე სამართლად დაფარულ იყო, რამეთუ უზეშთაეს იყო საზომსა მათსა, ვითარცა სხუაჲ მახარებელი იტყჳს, ვითარმედ: „ესმა რაჲ თითოეულსა, შეწუხნეს და შეურვებულ იყვნეს“.3 არამედ სიტყუაჲ ესე, კარაულისათჳს თქუმული, რად არა გამოეცხადა? რამე-თუ ესეცა დიდ იყო და უზეშთაეს მათისა საზომისა. ხოლო იხილე სიბრძნისმოყუარებაჲ ესე მახარებელთაჲ, ვითარ ყოლადვე არა ჰრცხუენის მათისა მის პირველისა უმეცრებისა გამოცხადებად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ წერილ იყო, ხოლო ესე არა იცოდეს, „თუ მისთჳს იყო წერილ“, რამეთუ უკუეთუმცა პირველითგან ეცნა ყოველივე, ვითარ მიეცემოდა და ჯუარს-ეცუმოდა, და-მცა-ბრკოლებულ იყვნეს, რამეთუ იგინი პირველითგან მისსა მეფობასა მოელოდეს აქავე, და სიტყუასა მას მეფობისასა ვერ ძალ-ედვა გულისხმის-ყოფად.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ერი იგი ეწამებოდა, ვითარმედ აღადგინა ლაზარე მკუდრეთით“ (12,17).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ არამცა მოქცეულ იყვნეს მისა ესეოდენ მეყსა შინა, უკუეთუმცა არა ჰრწმენა სასწაულისა მის მიერ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო ფარისეველთა მათ ჰრქუეს: ჰხედავთა, რამეთუ არარას ირგებთ? აჰა ესერა ყოველი სოფელი მივიდა შედგომად მისა“ (12,19).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე სიტყუანი, ვჰგონებ, თუ მათ მიერ თქუმულ არიან, რომელთა გონებაჲ კეთილად იყო და ვერ კადნიერ იქმნებოდეს, და აწ ჰრქუეს მათ, რომელნი ეძიებდეს მას მოკლვად, ვითარმედ: ჰხედავთა, რომელ ცუდად და ამაოდ აჭირვებთ თავთა თქუენთა? ხოლო „სოფლად“ აქა ერსა იტყჳან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „იყვნეს წარმართთაგანნიცა აღმოსრულ, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას“ (12,20). და ენება ხილვაჲ იესუჲსი და მოუჴდეს ფილიპეს; ხოლო ფილიპე ჰრქუა ანდრიას, რომელი პირველ მისა მოსრულ იყო, და ესრეთ ჰრქუეს მათ იესუს.4

1 იოან. 2,19. 2 ლუკ. 9,45; 18,34. 3 შდრ. მათ. 17,23; 26,22. 4 შდრ. იოან. 12,21-22.

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო უფალმან პირველ არაოდეს ჰრქუა სწავლად წარმართთა, არამედ ეტყოდა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ“,1 რაჲ-თამცა ყოველი მიზეზი მოუწყჳდა ჰურიათა. ვინაჲთგან უკუე იგინი ივლტოდეს მისგან, და წარმართნი მოივლტოდეს მისა, და ჟამი იყო ვნებისა მისისაჲ, და ეგულებოდა წარმართთა მიმართ წარვლენაჲ მოციქულთაჲ შემდგომად ჯუარს-ცუმისა, ხოლო იგინი უწინარჱს ჯუარს-ცუმისა ისწრაფდეს, ამისთჳს ჰრქუა მათ, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ მოიწია ჟამი, რაჲთა იდიდოს ძჱ კაცისაჲ“ (12,23).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ პირველ არა უტევნა იგინი წარსლვად და იტყოდა: „გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ“; და კუალად თქუა: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა წარწყმედულთათჳს სახლისა ისრაჱლისათა“;2 და: „არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და მიცემაჲ ძაღლთაჲ“.3 და ესრეთ, ვიდრემდის არა ჯუარს-აცუეს იგი და მოკლეს, არა დაუტევნა იგინი, ხოლო რაჟამს მათ თჳთ მოიძულეს და მოკლეს იგი, მიერითგან არღარად საჴმარ იყო მათ თანა დადგრომაჲ, რამეთუ მათ თჳთ იჯმნეს და თქუეს, ვითარმედ: „არა გჳვის მეუფჱ, გარნა კეისარი“.4 მერმე უკუე დაუტევნა იგინი, რამეთუ მათ დაუტევეს იგი. ამისთჳს იტყჳს: „რაოდენგზის ვინებე შეკრებაჲ შვილთა თქუენთაჲ, და არა ინებეთ“.5 ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ მარცუალი იფქლისაჲ არა დავარდეს ქუეყანასა ზედა და მოკუდეს“ (12,24)?

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე ჯუარს-ცუმისათჳს თქუა, რაჲთა არა იტყოდიან, ვითარმედ: რაჟამს წარმართნიცა მოუჴდეს, მაშინ მოიკლა. და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: თჳთ სიკუდილმან ჩემმან უმეტესად მოიყვანნეს იგინი, და აღორძნეს ქადაგებაჲ ჩემი“. და მერმე საქმჱცა ესე სახედ მოარ-თუა, რამეთუ: იფქლსაცა ზედა ესე იქმნების, და სიკუდილითა თჳსითა უმეტესსა ნაყოფსა მოიღებს.6 უკუე არა ჩემ ზედა უფროჲს იქმნესა ესე?

სწავლაჲ ჲვ სარწმუნოებისათჳს მართლისა

ხოლო ესე სიტყუაჲ პავლეცა აჴსენა, რაჟამს აღდგომისათჳს იტყოდა. აწ უკუე რაჲ შენდობაჲ პოვონ, რომელნი აღდგომასა ურწმუნო იყვნენ, ვინაჲთგან სახჱ მისი მარადღე თესლთა მიერ და ნერგთაცა გამოჩნდების? და საქმესა რომელსა ღმერთი იქმოდის, მისი გამოძიებაჲ არა ჯერ-არს.

1 მათ. 10,5. 2 მათ. 15,24. 3 მათ. 15,26; მარკ. 7,27. 4 იოან. 19,15. 5 მათ. 23,37; ლუკ. 13,34. 6 შდრ. იოან. 12,24.

ვითარ არარაჲსაგან არსად მომიყვანნა ჩუენ? რამეთუ რომელნიმე ცოდვასა შინა არიან და რომელნიმე - სიმართლესა. და ცოდვასა შინა მყოფთა მრავალთა მრავალი წელი დაყვიან, და სათნოთა ღმრთისათა მრავალგზის მცირედი ჟამი დაუყოფია. აწ უკუე ოდეს მიიღოს თითოეულმან მისაგებელი, უკუეთუ არა არს აღდგომაჲ? გარნა იტყჳან ვიეთნიმე ბოროტისმეტყუელნი, ვითარმედ: ჰე, არს აღდგომაჲ, არამედ ჴორცნი არა აღდგებიან. რამეთუ არა ესმის მათ სიტყუაჲ პავლჱსი, რომელსა იტყჳს: „ჯერ-არს ხრწნილისა მის შემოსად უხრწნელებაჲ“.1 რამეთუ ესე სიტყუაჲ არა სულისათჳს თქუმულ არს, ვინაჲთგან სული არა განიხრწნების, ხოლო აღდგომაჲ დაცემულისაჲ ითქუმის, დაეცემიან უკუე ჴორცნი.

ანუ რად არა გნებავს აღდგომაჲ ჴორცთაჲ? ნუუკუე ვერ ძალ-უცა ღმერთსა? არამედ ესე უკუანაჲსკნელი სიბრმჱ არს. ანუ არა ჯერ-არსა? არამედ რაჲსათჳს არა ჯერ-არს, რაჲთამცა რომელი ეზიარა შრომათა და ჭირთა და სიკუდილსა, ეზიაროს გჳრგჳნთაცა? რამეთუ უკუეთუმცა არა შუენოდა, არცამცა დაბადებულ იყო პირველითგან, და არცამცა თავადსა უფალსა შეემოსნეს ჴორცნი, არამედ მან შეიმოსნა ჴორცნი და აღადგინნა იგინი. და ისმინე, რასა იტყჳს, ვითარმედ: „იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარ-ესე მე მხედავთ“.2 ანუ ლაზარე რად აღადგინა, უკუეთუმცა უმჯობჱს იყო თჳნიერ ჴორცთაჲსა აღდგომაჲ?

არამედ ნუ სცთებით მწვალებელთაგან, საყუარელნო, რამეთუ არს აღდგომაჲ და საშჯელი, ხოლო ესე არა ჰრწამს, რომელთა არა ჰნებავს მიცემად სიტყჳსა საქმეთა მათთაებრ. არამედ იყოს აღდგომაჲ, ვითარცა ქრისტე აღდგა; რამეთუ იგი არს დასაბამი და პირმშოჲ შესუენებულთაჲ, რომელმან არა ქმნა ცოდვაჲ და აღდგა მკუდრეთით ჴორცითა. და ყოველნი იგი ბოროტნი სწავლანი გარემივაქცინეთ, რამეთუ არა მოციქულთაჲ არს სწავლაჲ ესე არააღდგომისაჲ, არამედ მარკეონისი არს და უვალენტისი. ვივლტოდით ამისგან, რამეთუ ცხორებაჲ კეთილი თჳნიერ მართლისა სარწმუნოებისა არად სარგებელ არს, ვითარცა-იგი არცა სარწმუნოებაჲ სარგებელ არს თჳნიერ საქმეთა კეთილთაჲსა.3

ვეკრძალნეთ უკუე ბოროტთა სიტყუათა, რომელთა-ესე ვიცით ძალი იგი უძლეველი ღმრთისაჲ, ვივლტოდით სიტყუათა მათთაგან. თქუენ გეტყჳ ამას, რამეთუ უკუეთუმცა ჰლესევდით მარადღე გონებათა თქუენთა წერილთაგან და შეიჭურვოდეთ მათა მიმართ, არამცა დაგაყენენ მათისა ბრძოლისაგან, რამეთუ ჭეშმარიტებაჲ ძლიერ არს. არამედ მეშინის, ნუუკუე უჭურველნი შეხჳდეთ ბრძოლად მათა და იძლინეთ, რამეთუ არარაჲ არს უუძლურჱს მათსა, რომელნი ოჴერ იყვნენ შეწევნისაგან სულისა წმიდისა.

1 1 კორ. 15,53. 2 ლუკ. 24,39. 3 შდრ. იაკობ 2,20,26.

და უკუეთუ იტყოდიან სიტყუათა ფილოსოფოსობისათა, ნუ გეშინინ, რამეთუ მათ არარაჲ კეთილი იციან, არამედ ყოველივე უკეთურებაჲ, და რომელი ჩუენ მიერ სწავლულმან ერთმან უნდომან ქურივმან იცოდის, იგი პითაღორა არა იცოდა, არამედ მათი ფილოსოფოსობაჲ სამოსლითა იყო და თმითა და წუერითა, ხოლო შინაგანი - ყოლადვე სავსე არაწმიდებითა და მატლითა და წუთხითა. რამეთუ პირველმან მან მათმან წყალი თქუა ღმრთად, და მეორემან - ცეცხლი, და სხუამან - ჰაერი, და უჴორცოჲსა და უნივთოჲსა ღმრთისა გულისხმის-ყოფაჲ ვერ მოიგეს, დაღაცათუ უკუანაჲსკნელ ცნეს მისთჳს ეგჳპტეს ძუელთა მიერ წერილ-თა. გარნა აქა აღვასრულოთ სიტყუაჲ ჩუენი, რამეთუ უკუეთუმცა თჳთოეულად მათთა სიტყუათა და საქმეთა ვიტყოდეთ, ფრიადი სიცილი იქმნების, რასა იგინი იტყოდეს ღმრთისათჳს და სულისათჳს და ნივთისათჳს. ხოლო მე იგი დაუტევო ყოველი და ამას გეტყჳ: წერილთასა ისმენდით და ისწავლიდით და მრავალმეტყუელებასა მწვალებელთასა გარეწარჰჴდეთ, ვითარცა ნეტარი პავლე ამცნებს ტიმოთეს,1 რომელიიგი სავსე იყო სიბრძნითა და აქუნდა ძალიცა სასწაულთა ქმნად. მისი უკუე ვისმინოთ და ამაონი სიტყუანი შორს-ვყვნეთ ჩუენგან და მოვიგნეთ საქმენი კეთილნი, ძმათმოყუარებაჲ და მოწყალებაჲ, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 შდრ. 1 ტიმ. 6,20-21; 2 ტიმ. 2,15-18.