მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:29

28. მამაო, ადიდე ძე შენი. მოიწია მისა ჴმაჲ ზეცით: და ვადიდე და კუალადცა ვადიდო.29. ხოლო ერი იგი, რომელი დგა და ესმა, იტყოდეს, ვითარმედ: ქუხილი იყო; ხოლო სხუანი იტყოდეს: ანგელოზი ეტყოდა მას.30. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
29. ხოლო ერი იგი, რომელი დგა და ესმა, იტყოდეს, ვითარმედ: ქუხილი იყო; ხოლო სხუანი იტყოდეს: ანგელოზი ეტყოდა მას.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲზ
წმინდა იოანე ოქროპირი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რომელსა უყუარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაჰმარხოს იგი“ (12,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ტკბილ არს ესე საწუთროჲ და ყოვლითა გულისთქუმითა სავსე, გარნა არა ყოველთათჳს, არამედ მათთჳს, რომელნი შემშჭუალულ იყვნენ მისა. უკუეთუ კულა ვინმე ზეცად აღიხილნეს და მუნ მყოფნი იგი შუენიერებანი იხილნეს, ესევითარმან ადრე უგულებელსყოს თავი თჳსი, რამეთუ ჴორცთაცა შუენიერებაჲ, ვიდრემდის სხუაჲ უშუენიერესი არა გამოჩინებულ იყოს, შუენიერად ჩანს, ხოლო რაჟამს უაღრჱსი გამოჩნდეს, მაშინ პირველი იგი შეურაცხ იქმნების. აწ უკუეთუ ჩუენცა ვინებოთ განცდაჲ მათ შუენიერებათაჲ და კეთილთა მათ სასუფეველისათაჲ, ადრე განვარინნეთ თავნი ჩუენნი საკრველთა მათგან სოფლისათა, რამეთუ ყოველივე სიყუარული სოფლისა საქმეთაჲ საკრველ არს. და ამისთჳს ქრისტე იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა უყუარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაჰმარხოს იგი. უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა-იგი მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს“ (12,25-26).

თ...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის