მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲზ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „რომელსა უყუარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაჰმარხოს იგი“ (12,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ტკბილ არს ესე საწუთროჲ და ყოვლითა გულისთქუმითა სავსე, გარნა არა ყოველთათჳს, არამედ მათთჳს, რომელნი შემშჭუალულ იყვნენ მისა. უკუეთუ კულა ვინმე ზეცად აღიხილნეს და მუნ მყოფნი იგი შუენიერებანი იხილნეს, ესევითარმან ადრე უგულებელსყოს თავი თჳსი, რამეთუ ჴორცთაცა შუენიერებაჲ, ვიდრემდის სხუაჲ უშუენიერესი არა გამოჩინებულ იყოს, შუენიერად ჩანს, ხოლო რაჟამს უაღრჱსი გამოჩნდეს, მაშინ პირველი იგი შეურაცხ იქმნების. აწ უკუეთუ ჩუენცა ვინებოთ განცდაჲ მათ შუენიერებათაჲ და კეთილთა მათ სასუფეველისათაჲ, ადრე განვარინნეთ თავნი ჩუენნი საკრველთა მათგან სოფლისათა, რამეთუ ყოველივე სიყუარული სოფლისა საქმეთაჲ საკრველ არს. და ამისთჳს ქრისტე იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა უყუარდეს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ცხორებად საუკუნოდ დაჰმარხოს იგი. უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ; და სადაცა-იგი მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს“ (12,25-26).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე არს ესე, რამეთუ: „რომელსა უყუარდეს სული თჳსი, მან წარიწყმიდოს იგი“? ესე იგი არს, რომელი გულისთქუმათა მისთა ბოროტთა იქმოდის და განუსუენებდეს მას უფროჲს ზომისა; ამისთჳს წერილ არს: „ნუ შეუდგები გულისთქუმათა სულისა შენისათა“,1 რამეთუ ესე არს წარმწყმედელი მისი და დამაყენებელი გზისა მისგან სათნოებათაჲსა, ვითარცა-იგი კუალად „რომელსა სძულდეს სული თჳსი, მან აცხოვნოს იგი“. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „რომელსა სძულდეს“? ესე იგი არს, რომელი არა ჰმორჩილობდეს ნებასა მისსა. და არა თქუა: რომელი არა ჰმორჩილობდესო, არამედ: „რომელსა სძულსო იგი“, რამეთუ ვითარცა საძულელთა ჩუენთა ჴმისა სმენაჲცა არა გუნებავს, არცა პირთა მათთა ხილვასა წადიერ ვართ, ეგრეთვე სული რა-ჟამს წინააღმდგომსა ნებისა ღმრთისასა ეძიებდეს, გარემიქცევაჲ ჯერარს. რამეთუ ვინაჲთგან მაშინ სიკუდილისა თჳსისათჳს ეგულებოდა მათა მიმართ სიტყუად და პირველვე იცოდა, ვითარმედ რაჟამს ესმნენ სიტყუანი იგი სიკუდილისა მისისანი, ფრიად შეწუხებად იყვნეს, ამისთჳს წინაჲთვე განადიდა საქმჱ იგი, ვითარმცა ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: რად ვიტყჳ, თუ: უკუეთუ არა ჩემი სიკუდილი კეთილად თავს-იდვათ?

1 შდრ. ზირ. 18,30.

არამედ უკუეთუ თქუენცა არა მოჰკუდეთ, არარაჲ იყოს სარგებელ თქუენდა. და იხილე, ვითარ ნუგეშინის-სცემს სიტყჳთ, რამეთუ ფრიად მძიმე იყო და ძნელ სმენად სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: სიკუდილი თანაგაც თქუენ, რაჲთა მიეცნეთ ჴელთა მტერთასა და მოიკლნეთ. და არა მაშინ ოდენ, არამედ აწცა, რაჟამს გამოჩინებულ არიან სასოებანი მის საუკუნოჲსანი, ძნელ არს სასუმელი სიკუდილისაჲ. და არიან კაცნი, რაჟამს იხილნიან შუენიერნი ტაძარნი და საქმენი ამის სოფლისანი, დასთხევენ ცრემლთა, მო-რაჲ-იჴსენონ, ვითარმედ სიკუდილი წინაუც, ესრეთ ფრიად არს ამის ამაოჲსა სოფლისა გულისთქუმაჲ და სიყუარული და მრავალსახჱ საცთური. ხოლო ქრისტეს ენება ამათ ესევითართა სოფლისა საკრველთა დაჴსნაჲ, ამისთჳს იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა სძულდეს სული თჳსი ამას სოფელსა, ამან ცხორებად საუკუნოდ დაჰმარხოს იგი“ (12,25).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და ამას მათ ეტყოდა, რაჲთამცა შიში მათი დაჰჴსნა. და ისმინე, რასა იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ვინმე მე მმსახურებდეს, მე შემომიდეგინ“ (12,26).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე სიკუდილისათჳს თქუა, ესე იგი არს, ვითარმედ: უჴმს უეჭუელად მსახურსა, რაჲთა უფალსა თჳსსა შეუდგეს. ხოლო ესე თქუა მაშინ, რაჟამს იგინი მინდობილ იყვნეს ლოცვისა მისთჳს ფრიადისა, თუ არღარაჲ ევნოს. ვინაჲთგან უკუე ჭირნი და სიკუდილნი უთხრნა მათ, აწ კუალად სასყიდელსაცა იტყჳს, ესე იგი არს, ვითარმედ: „სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს“, რაჲთამცა უჩუენა, ვითარმედ სიკუდილსა მას აღდგომაჲ შეუდგს. რამეთუ სადა არს ქრისტე? ცათა შინა. და ჩუენცა უკუე უწინარესცა აღდგომისაცა მუნ მივიდეთ სულითაცა და გონებითა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე თუ ვინმე მმსახუროს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან“ (12,26).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რად არა თქუა, თუ: მე? ამისთჳს, რამეთუ ჯერეთ ესევითარი გულისსიტყუაჲ, ვითარი ჯერ-არს, არა აქუნდა, რამეთუ რომელთა ესეცა არა უწყოდეს, ვითარმედ აღდგომაჲ მისი ჯერ-არს, ვითარმცა გულისხმა-ყვეს მაღალი რაჲმე საქმჱ? ამისთჳს ძეთაცა ზებედჱსთა ეტყოდა, ვითარმედ: „არა ჩემი არს მიცემაჲ, არამედ რომელთადა განმზადებულ არს მამისა ჩემისა მიერ“.1 და თავადი იგი არს, რომელი იქმს საშჯელსა, ხოლო აქა ერთობასა მასცა მოასწავებს, რამეთუ ვითარცა საყუარელისა ძისა მსახურნი, ესრეთ შეგიწყნარნეს თქუენ მამამან.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს, და რაჲ ვთქუა? მამაო, მიჴსენ ამის ჟამისაგან“ (12,27).

1 მათ. 20,23; მარკ. 10,40.

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად თქუას თუ ვინმე: და ვითარ მათ სიკუდილად აწუევდა? და აწ ესე სიტყუაჲ არა სიკუდილად მაწუევნელისაჲ არს? არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ უფროჲსად სიკუდილად მაწუევნელისაჲ არს. რაჲთა არა იტყოდიან, ვითარმედ იგი გარეგან სალმობათა კაცობრივთა არს და ამისთჳს ადვილად გუაწუევს სიკუდილად, რომელნი-ესე კაცნი ვართ, ბუნებით სიკუდილისაგან მოშიშნი, და მას ამის საქმისა გამოცდილებაჲ არა აქუს, ამისთჳს უჩუენებს, ვითარმედ იგიცა შეურვებულ არს სიკუდილისაგან, არამედ ვინაჲთგან უმჯობჱსი იგი არს, ამისთჳს არა თანაწარჰჴდების მას. ხოლო ესე ყოველი კაცობრივისა ბუნებისაჲ არს და არა ღმრთეებისაჲ. ამისთჳს იტყჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ სული ჩემი შეძრწუნებულ არს“ (12,27).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო უკუეთუმცა არა ესე იყო, რომელი შეწყობილებაჲ აქუს ამას სიტყუასა და შემდგომსა ამისსა, ვითარმედ: „მამაო, მიჴსენ მე ამის ჟამისაგან“? და ესრეთ შეძრწუნებულ არს, რომელ გამო-ჴსნასაცა ეძიებს, უკუეთუმცა შესაძლებელ იყო. ესე ყოველნი კაცობრივისა ბუნებისა უძლურებანი არიან, რომლისათჳს იტყჳს, ვითარმედ: არაჲ მაქუს, რაჲთამცა ვთქუ და ვითხოვე ჴსნაჲ ამის ჟამისაგან, რამე-თუ ამისთჳს მოვედ ამას ჟამსა. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: გინა თუ გუეშინოდის და შეურვებულ ვიყვნეთ სიკუდილისაგან, არა ჯერ-არს სივლტოლაჲ მისგან, რამეთუ მეცა აწ შეურვებულ ვარ, არამედ არა ვიტყჳ, რაჲთამცა განვერი მისგან, რამეთუ ჯერ-არს თავს-დებაჲ მომავალისაჲ მის.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო, ადიდე სახელი შენი“ (12,28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: აწ შეურვებულ ვარ, არამედ უფროჲსად წინააღმდგომსა სიტყუასა ვიტყჳ, ვითარმედ: „ადიდე სახელი შენი“, ესე იგი არს, ვითარმედ: მოიწია აწ ჯუარს-ცუმისა ჟამი. და ესრეთ გამოაჩინებს კაცობრივსა ბუნებასა თჳსსა, ვითარ-იგი ბუნებასა არა ჰნებავს სიკუდილი, არამედ ყოფაჲ ცხორებასა ამას შინა, და ესრეთ გამოაჩინებს, ვითარმედ არა გარეგან იყო კაცობრივთა საქმეთაგან, რამეთუ ვითარცა შიმშილი ანუ დაძინებაჲ არა ბრალ არიან, ეგრეთვე ამის ცხორებისა წადიერებაჲ და არანებებაჲ სიკუდილისაჲ არა ბრალ არს, არამედ ბუნებითი საქმჱ არს. ხოლო ქრისტესა ჴორცნი ესხნეს წმიდანი სრულიად ცოდვისაგან და არა თუ ბუნებითთა საქმეთაგან კიდე იყო, არამედ ყოველივე საქმჱ ბუნებითი, რომელი უცოდველ იყო, აქუნდა მას. და უკუეთუმცა არა აქუნდა, ვითარმცა ჴორციელ იყო? და კუალად სხუაჲცა საქმჱ გუასწავა ამათ სიტყუათა მიერ; ესე იგი არს, რაჲთა უკუეთუ ოდესმე მოიწეოდის საქმჱ რაჲმე ჩუენ ზედა და ჩუენ შეგუექმნას შიში, არავე ვივლტოდით საქმისა მისგან წინამდებარისა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მამაო, ადიდე სახელი შენი“ (12,28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: აწ შეურვებულ ვარ, არამედ უფროჲსად წინააღმდგომსა სიტყუასა ვიტყჳ, ვითარმედ: „ადიდე სახელი შენი“; აჩუენებს, ვითარმედ ჭეშმარიტებისათჳს მოკუდების, ვინაჲთგან დიდებად ღმრთისა უწოდს საქმესა მას, რამეთუ ესრეთცა იქმნა შემდგომად ჯუარს-ცუმისა, რაჟამს მოიქცა ყოველი სოფელი და იცნა სახელი ღმრთისაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოიწია ჴმაჲ ზეცით, რომელი იტყოდა: ვადიდე და მერმეცა ვადიდო“ (12,28).

თ ა რ გ მ ა ნ ი: „მერმეცა“, ესე იგი არს, შემდგომად ჯუარს-ცუმისა. ხოლო ისმინე, რაჲ თქუა ქრისტემან: „არა ჩემთჳს იქმნა ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“ (12,30). ხოლო იგინი ქუხილსა ჰგონებდეს ანუ ანგელოზისა ჴმასა.1 და სადაჲთ ჰგონებდეს ამას? ნუუკუე არა განცხადებული და მაღალი იყოა ჴმაჲ იგი? გარნა ამისთჳს, რამეთუ ადრე უჩინო იქმნა მათგან ჴმაჲ იგი, რამეთუ ჴორციელ იყვნეს გონებითა და ზრქელ და დაჴსნილ, და რომელთამე ჴმაჲ ოდენ იცოდეს, და რომელთამე იცოდეს ესეცა, ვითარმედ სიტყუაჲ რაჲმე იყო, ხოლო თუ რაჲ იყო, არა იცოდეს. ხოლო ქრისტემან ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“ (12,30).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს თქუა სიტყუაჲ ესე? ამისთჳს, რამეთუ მის სიტყჳსა მიმართ წინააღუდგებოდა, რომელ თქუეს, ვითარმედ: არა ღმრთისა მიერ არს;2 რამეთუ რომელი ღმრთისა მიერ იდიდებოდა, ვი-თარ არა ღმრთისაგან იყო, რომლისა სახელი ამისთჳს იდიდების? ამის-თჳსცა თავადმან თქუა, ვითარმედ: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“. ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ ამისთჳს იყო, რაჲთამცა მე რაჲმე ვცან, რომელი არა ვიცი, რამეთუ მე ყოველივე მამისაჲ ვიცი. რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, ვითარმედ: „ანგელოზი ეტყოდა მას“ (12,29), ანუ: „ქუხილი იყო“ (12,29), და არა ზრუნვიდეს მისდა ცნობად, ამისთჳს თქუა, ვითარმედ: „თქუენთჳს იყო“, რაჲთამცა ესრეთ დაარწმუნა კითხვად, თუ რაჲ იყო. ხოლო შეშინებულთა მათ არავე ჰკითხეს, თუ რაჲ იყო, რომელთა არა უწყოდეს ყოლადვე, თუ რაჲ იყო. და ამისთჳს არა საჴმარ-უჩნდა სიტყჳსა მის ცნობად: „არა ჩემთჳს იყო ჴმაჲ ესე, არამედ თქუენთჳს“. ჰხედავთა, რამეთუ მდაბალნი სიტყუანი ყოველნივე მათთჳს ითქუმოდეს? თუ არა, ძესა არა უჴმდა შეწევნაჲ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ საშჯელი არს ამის სოფლისაჲ, აწ მთავარი ამის სოფლისაჲ განიჴადოს გარე“ (12,31).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ: და რაჲ შეწყობილებაჲ აქუს ამას სიტყუასა მას თანა, რომელი თქუა, ვითარმედ: „ვა-

1 შდრ. იოან. 12,29. 2 შდრ. იოან. 9,16.

დიდე და კუალადცა ვადიდო“? გარნა გულისხმა-ყავთ, ვითარმედ ფრიადი შეწყობილებაჲ აქუს. რამეთუ ვინაჲთგან თქუა, ვითარმედ: „ვადიდო“, ამისთჳს გამოაჩინებს სახესაცა დიდებისასა, თუ ვითარი არს, ესე იგი არს, ვითარმედ იგი ქუე დაეცეს და გარე განვარდეს. ხოლო რაჲ არს საშჯელი ამის სოფლისაჲ? ესე იგი არს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: სამშჯავროჲ იყოს და შურის-გებაჲ. რამეთუ მან მოკლა პირველი კაცი, თანამდებ ცოდვისა ქმნილი, რამეთუ ცოდვისა მიერ შემოვიდა სიკუდილი; ხოლო ჩემ თანა ესე არა უპოვნიეს, რაჲსათჳს უკუე სიკუდიდ მიმცა? ანუ რაჲსათჳს მოუვლინა გულსა იუდაჲსსა მიცემაჲ ჩემი? რამეთუ ნუვინ იტყჳნ აქა, თუ: ღმრთისა განგებულებაჲ იყო. და რაჲმცა ვინ ყო, რამეთუ ესე საქმჱ მისისა სიბრძნისაჲ იყო, ვითარცა მას ენება და ვითარცა მან იცოდა? ხოლო იგი არა თუ ვისმე განეგო, რაჲთამცა ერთმან ვინმე ქმნა საქმჱ იგი, რამეთუ ესე მათისა უკეთურისა გონებისაჲ იყო, რომელთა ქმნეს საქმე იგი, და ეშმაკისაჲ, თუ არა, ღმერთსა არცა იუდაჲსი ენება წარწყმედაჲ, არცა ჰურიათაჲ, უკუეთუმცა არა მათ თჳთ ექმნა ნებსით თჳსით და ეშმაკისა მიერ, რომლისათჳსცა საშჯელი არსო სოფლისაჲ. და აწ, ვითარცა სამშჯავროსა შინა, ვთქუათ ეშმაკისა მიმართ, ვითარმედ: აჰა ესერა ყოველთა ზედა მოაწიე სიკუდილი, ვინაჲთგან თანამდებ იყვნეს ცოდვისა, ხოლო ქრისტეს სიკუდილისათჳს რად ისწრაფდი უსამართლოებით? აწ უკუე ვინაჲთგან უცოდველსა მას ზედა მოაწიე სიკუდილი, მის მიერ იჴსნა ყოველი სოფელი, და საშჯელი იქმნა ჴსნისა მისისაჲ, და შენ შენისა მთავრობისაგან განჰვარდი. ვითარცა-იგი არნ მძლავრი ვინმე ბოროტი და ყოველთა მოსწყუედნ, რომელთაცა ჰპოვებნ, და მერმე მოკლის ძჱ მეფისაჲ და სიკუდილითა მით მისითა სხუათაცა მის მიერ მომწყდართა სისხლი იძიის, ეგრეთვე იქმნა ძისა მიერ ღმრთისა, და ყოველთა მათ ბოროტთა, რომელნი ქმნნა ჩუენ ზედა ეშმაკმან, ქრისტეს მიმართ ქმნილთა მის მიერ კადნიერებათა მათ ყოველთათჳს საშჯელი მოეჴადოს. და ამისთჳს იტყოდა უფალი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „აწ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ განიჴადოს გარე. და რაჟამს მე აღვიმაღლო ქუეყანით, ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“ (12,31-32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ წარმართთაგანიცა. და რაჲთა არავინ თქუას, თუ: ვითარ განიჴადოს გარე, უკუეთუ შენცა გძლევს? ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: ვერ მძლევს, რამეთუ ვითარმცა სძლია მას, რომელსა ყოველთაჲვე ეგულებოდა მოზიდვაჲ? და არა თქუა აღდგომისათჳს, არამედ რომელი-ესე აღდგომისა უზეშთაეს იყო, ვითარმედ: „ყოველნი ჩემდა მოვიზიდნე“.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველნი მოვიზიდნე ჩემდა“ (12,32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ უკუე იტყჳს ზემო, ვითარმედ: „მამაჲ მოიზიდავს“? გარნა ესრეთ არს, რამეთუ რომელი ძემან მოიზიდოს, მას მამაჲ მოიზიდავს. ხოლო „მოვიზიდნეო“, ვითარცა მძლავრისა მიერ შეპყრობილნი და თავით თჳსით ვერშემძლებელნი მოსლვად. და საქმესა ამას სხუასა ადგილსა „წარტაცებად“ უწესს, ვითარმედ: „ვერვინ შემძლებელ არს ჭურჭელთა ძლიერისათა წარტაცებად, უკუეთუ არა პირველად შეკრას ძლიერი იგი“.1 ხოლო ამას ყოველსა იტყჳს მძლავრებისა მისისა გამოჩინებად; და რომელსა მუნ „წარტაცებად“ უწოდა, აქა „მოზიდვად“ უწესს.

სწავლაჲ ჲზ მოწყალებისათჳს

ხოლო ჩუენ, რომელთა ესე ყოველი ვიცით, აღვდგეთ და ვადიდებდეთ უფალსა ნუ სარწმუნოებითა ოდენ, არამედ საქმეთა მიერცა. უკუე-თუ არა, არღარა დიდებაჲ არს, არამედ გმობაჲ, უკუეთუ მცნებათა მისთა შეურაცხ-ვჰყოფდეთ, რამეთუ არცა ესრეთ იგმობვის ღმერთი წარმართ-თა ცოდვისა მიერ, ვითარ ქრისტეანე თუ ბოროტი იყოს და უკეთური. ამისთჳს უკუე გევედრები, რაჲთა ყოვლით კერძო ვისწრაფდეთ დიდებად ღმრთისა, რამეთუ იტყჳს: „ვაჲ არს მონისა მის, რომლისა მიერ სახელი ღმრთისაჲ იგმოს“.2 რამეთუ რაჲ წყალობაჲ ვპოვოთ, ოდეს რომელთადა ბრძანებულ არს, რაჲთა სხუათა მივსცემდეთ, და ჩუენ სხუათაგან მოვიტაცებდეთ? ნეტარ არს მისა, რომლისა მიერ სახელი ღმრთისაჲ იდიდებოდის.

აწ უკუე ნუმცა ვითარცა ბნელსა შინა ვართ, არამედ ყოვლისაგანვე ცოდვისა ვივლტოდით, რამეთუ უკუეთუ ღმერთი სტანჯავს მათ, რომელთა მშიერი არა გამოზარდონ, და რომელმან შიშუელი არა შემოსოს, დაშჯის, რაჲ-მე ყოფად არს მათთჳს, რომელთა შემოსილი გან-ძარცონ? ამათ ესევითართა სიტყუათა თქუმად არა დავსცხრებით, და ნუუკუე რომელთა დღეს არა გჳსმინონ, ხვალე გჳსმინონ, და რომელნი ხვალე ურჩ იქმნნენ, სხუასა დღესა ისმინონ. უკუეთუ კულა ვიეთნიმე ურჩებასა შინა დაადგრენ, ჩუენ უბრალო ვიყვნეთ, რამეთუ ჩუენი გჳქმნიეს. არამედ ნუმცა ვინ იქმნების თქუენგანი ურჩ, რაჲთა არცა ჩუენ გურცხუენეს, არცა თქუენ დაისაჯნეთ, არამედ ყოველნი კადნიერებით საყდარსა ღმრთისასა წარმოუდგეთ, და ჩუენცა ვიქადოდით თქუენთჳს, რაჲთა ჩუენთა ბოროტთა ნუგეშინის-ცემად გუაქუნდეს თქუენი სათნოებაჲ ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 მათ. 12,29; მარკ. 3,27; შდრ. ლუკ. 11,21-22. 2 შდრ. რომ. 2,24.