მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 12:48

47. და რომელმან ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და არა ჰრწმენენ, მე არა ვსაჯო იგი, რამეთუ არა მოვედ მე სჯად სოფლისა, არამედ რაჲთა ვაცხოვნო სოფელი.48. ხოლო რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თჳსი: სიტყუასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკუანაჲსკნელსა დღესა.49. რამეთუ მე თავით თჳსით არარას ვიტყოდე, არამედ რომელმან მომავლინა მე, მამამან, მან მომცა მე მცნებაჲ, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 12
48. ხოლო რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა შეიწყნარნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თჳსი: სიტყუასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი უკუანაჲსკნელსა დღესა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა დაიმარხნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თჳსი“ (12,48).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: უკუეთუ მამაჲ არავის შჯის, და შენ არა მოხუედ, რაჲთა დაჰსაჯო სოფელი, ვინ შჯის მას? გარნა „სიტყუასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი“ (12,48), რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, ვითარმედ: „არა ღმრთისაგან არს“, ამისთჳს, რაჲთა მაშინ ამათ სიტყუათა ვერღარა იტყოდიან, არამედ სიტყუანი ჩემნი მიუღებდენ მათგან ყოველსა სიტყუასა და დაშჯიდენ მათ, რომელმან სიტყუანი ესე, რომელნი თქუნა, ვითარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ“, ; (8,42) და ვითარმედ: „მამამან, რომელმან მომავლინა მე, მომცა მცნებაჲ და სხუანი ესევითარნი, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი“, ; (14,10) და ესე ყოველნი დაუყოფდენ მათ მას დღესა პირსა და მოუღებდენ ყოველსა მიზეზსა. რამეთუ მან ყოველნი ესე სიმდაბლისა სახენი სიტყუანი მათთჳს თქუნა, რაჲთა იგინი მოიქცენ, და ვინაჲთგან არა მოიქცეს, ამისთჳს მათ სიტყუათა დასაჯნენ იგინი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „რომელმან მომავლინა მამამან, მან მომცა მცნებაჲ, თუ რაჲ ვთქუა, ანუ რასა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის