მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲთ

წმინდა იოანე ოქროპირი

📋 სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო მთავართაგანთა მრავალთა ჰრწმენა მისი, არამედ ფარისეველთაგან ვერ აღიარეს, რაჲთა კრებულისაგან არა განასხნენ. რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ უფროჲს, ვიდრე დიდებაჲ ღმრთისაჲ“ (12,42-43).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოველთაგან სულისა მავნებელთა ვნებათა კეთილ არს სივლტოლაჲ, ხოლო უფროჲსად მათ ვნებათაგან ჯერ-არს ყოვლითა მოსწრაფებითა სივლტოლაჲ, რომელნიცა მათ მიერ სხუათა მრავალთა ცოდვათა და ვნებათა შობდენ, ვითარცა არს ვეცხლისმოყუარებაჲ, რამეთუ არს სენი იგი თავითცა თჳსით ბოროტ და მავნებელ. ხოლო უძჳრჱს ამისთჳს არს, რამეთუ ძირი არს ყოველთა ვნებათაჲ; ეგრეთვე არს ცუდადმზუაობრობაჲ. და აჰა ესერა ესენი სარწმუნოებისაგან ქრისტესისა ტრფიალებისათჳს წარმავალისა ამის დიდებისა განცჳვეს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მრავალთა მთავართაგანთა ჰრწმენა მისი, არამედ ფარისეველთაგან ვერ აღიარეს, რაჲთა კრებულისაგან არა განასხნენ. რამეთუ შეიყუარეს დიდებაჲ კაცთაჲ უფროჲს, ვიდრე დიდებაჲ ღმრთისაჲ“ (12,42-43).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა სამე უკუე მთავარნი იყვნეს, არამედ მონანი ბოროტისა მონებისანი. ხოლო უკუანაჲსკნელ ესეცა შიში დაიჴსნა, რამეთუ მთავარნიცა და მღდელნი ირწმუნებდეს მოციქულთა მიერ, და მადლმან სულისა წმიდისამან, მო-რაჲ-ვიდა, ყოველნი განამტკიცნა. ხოლო ქრისტე მაშინ ეტყოდა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელსა ვჰრწმენე მე, არა მე ვჰრწმენე, არამედ მომავლინებელი ჩემი“ (12,44).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: რად გეშინის რწმუნებად ჩემდა, რომლისა სარწმუნოებაჲ ესრეთ დიდ არს და ღმრთისა მიიწევის? ჰხედავა, ვითარ ყოველსა ადგილსა გამოაჩინებს განუყოფელობასა თჳსსა მამისაგან? ხოლო ესე არაოდეს თქუა, ვითარმედ: რომელსა ჰრწმენეს მამაჲ, მე ვჰრწამ, რამეთუ უძლურ იყვნეს იგინი და ეთქუამცა უგუნურებით, ვითარმედ: აჰა ესერა ჩუენ ღმერთი გურწამს და შენ არა გურწამ; არამედ იტყჳს, ვითარმედ: „რომელსა ვჰრწმენე მე, მას მამაჲ ჰრწამს“, რაჲთა უჩუენოს, ვითარმედ არად საჴმარ არს მათი სარწმუნოებაჲ მამისა მიმართ, რომელთა იგი არა ჰრწმენეს; და რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ კაცისათჳს იტყჳს, ამისთჳს თქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან მიხილა მე, იხილა მომავლინებელი ჩემი“ (12,45).

თ ა რ გ მ ა ნ ი: არა ჴორციელსა ხედვასა იტყჳს აქა, რამეთუ ღმერთი ჴორციელითა თუალითა არა იხილვების, არამედ ხილვასა მას გონებისასა იტყჳს და ამის სიტყჳსა მიერცა ერთობასა მას გამოაჩინებს. „რომელსა ჰრწმენეს ჩემი“. - რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ესე იგი არს, ვითარმცა ვინ თქუა, ვითარმედ: რომელმან მდინარისა წყალი აღიღოს, არა მდინარისასა, არამედ წყაროჲსაგან აღიღებს; და უფროჲსად ესეცა სახჱ ჯერეთ უძლურვე არს წინამდებარისა ამის საქმისა მიმართ.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე ნათელი მოვედ სოფლად“ (12,46).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რამეთუ ვინაჲთგან მამასა ძუელსა შინა ესრეთ ეწოდების ყოველსა ადგილსა, ამისთჳს ახალსაცა შინა ესრეთვე აჴსენებს ამით სახითა. ამისთჳს პავლეცა „ბრწყინვალებად“ უწესს მას1 და ესრეთ გამოაჩინებს ფრიადსა მას ერთობასა მამისა მიმართ ძისასა. ხოლო ნა-თელ არს იგი, რომელმან განგუათავისუფლნა ჩუენ საცთურისაგან და სულიერი იგი სიბნელჱ დაჰჴსნა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და [არა] დაიმარხნეს, მე არა ვსაჯო იგი, რამეთუ არა მოვედ დაშჯად სოფლისა, არამედ რაჲთა ვაცხოვნო სოფელი“ (12,47).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ უძლურებისათჳს თანაწარჰჴდა შეურაცხისმყოფელთა მისთა, ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „არა მოვედ დაშჯად სოფლისა“. და მერმე, რაჲთა არა დაჴსნილ და უდებ იქმნნენ ამის სიტყჳსა მიერ, ამისთჳს შესძინა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელმან შეურაცხ-მყოს მე და არა დაიმარხნეს სიტყუანი ჩემნი, აქუს მსაჯული თჳსი“ (12,48).

თ ა რ გ მ ა ნ ი: უკუეთუ მამაჲ არავის შჯის, და შენ არა მოხუედ, რაჲთა დაჰსაჯო სოფელი, ვინ შჯის მას? გარნა „სიტყუასა რომელსა ვიტყოდე, მან საჯოს იგი“ (12,48), რამეთუ ვინაჲთგან იტყოდეს, ვითარმედ: „არა ღმრთისაგან არს“,2 ამისთჳს, რაჲთა მაშინ ამათ სიტყუათა ვერღარა იტყოდიან, არამედ სიტყუანი ჩემნი მიუღებდენ მათგან ყოველსა სიტყუასა და დაშჯიდენ მათ, რომელმან სიტყუანი ესე, რომელნი თქუნა, ვითარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ“,3 და ვითარმედ: „მამამან, რომელმან მომავლინა მე, მომცა მცნებაჲ და სხუანი ესევითარნი, რაჲ ვთქუა და რასა ვიტყოდი“,4 და ესე ყოველნი დაუყოფდენ მათ მას დღესა პირსა და მოუღებდენ ყოველსა მიზეზსა. რამეთუ მან ყოველნი ესე სიმდაბლისა სახენი სიტყუანი მათთჳს თქუნა, რაჲთა იგინი მოიქცენ, და ვინაჲთგან არა მოიქცეს, ამისთჳს მათ სიტყუათა დასაჯნენ იგინი. ხოლო რაჲ არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: „რომელმან მომავლინა მამამან, მან მომცა მცნებაჲ, თუ რაჲ ვთქუა, ანუ რასა ვიტყოდი“ (12,49)? ანუ ვითარ არს ესე? ნუუკუე ოდეს მოივლინებოდა, მაშინ ისწავლიდა, თუ რასა იტყოდის, და პირველ არა იცოდაა? და რაჲ არს უკუე ამის უბოროტეს,

1 შდრ. ებრ. 1,3. 2 იოან. 9,16. 3 იოან. 7,28; 8,42. 4 შდრ. იოან. 12,49; 14,10.

უკუეთუ ესრეთვე ვინ გულისხმა-ყოს სიტყუაჲ ესე და არა გულისხმაჰყოფდეს სიმდაბლისა მის სიტყუათა მიზეზსა? რამეთუ პავლე იტყჳს თავსა თჳსსაცა და მოწაფეთაცა ცებნად, თუ „რაჲ არს ნებაჲ ღმრთისაჲ, კეთილი და სათნოჲ და სრული“,1 ხოლო ძემან არა იცოდაა, ვიდრემდე მცნებაჲ მიიღო? და ვითარმცა შესაძლებელ იყო ესე? ჰხედავა, ვითარ ამისთჳს გარდამატებულად დაამდაბლებს სიტყუასა თჳსსა, რაჲთა იგინი მოაქცინეს და შემდგომთა მათთა პირი დაუყოს? ამისთჳს ესრეთ ფრიადსა სიმდაბლესა აჩუენებს, რაჲთა მის მიერ დაარწმუნოს, რაჲთა გულისხმა-ჰყოფდენ, ვითარმედ არა მისისა ბუნებისანი არიან სიტყუანი ესე, არამედ უძლურებისათჳს მსმენელთაჲსა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვიცი, რამეთუ მცნებანი მისნი ცხორება საუკუნო არიან. და რომელსა მე ვიტყჳ, ვითარცა-იგი მამამან მრქუა მე, ეგრეცა მე ვიტყჳ“ (12,50).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა სიმდაბლესა ამათ სიტყუათასა? არამედ რაჲ არს ესე? რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „მამაჲ აღადგინებს მკუდართა და ცხოველ-ჰყოფს; ეგრეთვე ძჱ, რომელთაჲ ენებოს, ცხოველ-ჰყოფს“.2 აწ უკუე ცხოველ-ჰყოფს, რომელთაჲცა ენებოს, და თქუმად თავით თჳსით არა ჴელ-ეწიფებისა? გარნა ესე არს სიტყუაჲ ესე, ვითარმედ არა აქუს ბუნებაჲ ამას საქმესა, არცა შესაძლებელ არს, რაჲთამცა მამაჲ სხუასა იტყოდა და მე - სხუასა, არამედ „რასა იგი იტყჳს, მასვე ვიტყჳ მეცა. და ვიცი, რამეთუ მცნებანი მისნი ცხორება საუკუნო არიან“. მათა მიმართ იტყჳს, რომელნი „მაცთურით“ ხადოდეს მას და იტყოდეს, ვითარმედ: ვნებად ჩუენდა მოსრულ არს; ხოლო რაჟამს იტყოდის, ვითარმედ: „არავის ვშჯი“, ესე იგი არს, ვითარმედ: არა ვარ მე მათისა წარწყმედისა მიზეზ. და ამისთჳს უკუანაჲსკნელსა მას ჟამსა, რაჟამს ენება მათგან განშორებაჲ და არღარა მისლვაჲ სწავლად მათა, ამას სიტყუასა ეტყჳს, ვითარმედ: „არარაჲ თავით ჩემით მითქუამს, არამედ ყოველი, რომელი მითქუამს, მამისაჲ არს“.3 და ამისთჳს ესევითარსა სიმდაბლესა მოიყვანა სიტყუაჲ თჳსი, რაჲთა საცნაურ იყოს, ვითარმედ ვიდრე უკუანაჲსკნელად ჟამადმდე განშორებისა მისისა მათგან არა დასცხრა ამათ სიტყუათა სიტყუად მათა მიმართ. და უკუანაჲსკნელი სიტყუაჲ მისი ესე იყო, ვითარმედ: „ვითარცა მამცნო მამამან, ესრეთ ვიტყჳ“. უკუეთუმცა წინააღმდგომი მისი ვიყავ, წინააღმდგომიცამცა მისი ვთქუ, რაჲთამცა თჳსი თავი ვადიდე, ხოლო აწ ესეზომ ყოველივე მისა მიმართ მივიყვანე დიდებაჲ, რამეთუ არარაჲ მითქუამს, თუ: ესე ჩემი არს, არამედ მარადის ყოველივე მამისად აღმიარებიეს. რაჲსათჳს უკუე არა გრწამს ჩემი, რომელი ვიტყჳ, ვითარმედ: მცნებაჲ მომიღებიეს მამისაგან, და ამათ სი-

1 რომ. 12,2. 2 იოან. 5,21. 3 შდრ. იოან. 12,49; 14,10.

ტყუათა მიერ დავჰჴსნი ბოროტთა მათ იჭუთა თქუენთა, რომელი-ესე ყოველსავე მამისა სიტყუასა ვიტყჳ, და ყოველსავე, რაოდენსა მე ვიქმ, იგი იქმს, რამეთუ ჩემ თანა არს და არა დამიტევა მე მარტოჲ მამამან? ჰხედავა, ვითარ ყოველსა ადგილსა აჩუენებს ერთობასა თჳსსა მამისა თანა და არცა ერთსა განყოფილებასა? რამეთუ რაჟამს იტყოდის, ვი-თარმედ: „თავით ჩემით არა მოსრულ ვარ“, არა თუ ჴელმწიფებასა თჳსსა დაჰჴსნის, არამედ უცხოებასა და წინააღმდგომებასა დაჰჴსნის, რამეთუ უკუეთუ კაცნი უფალ არიან თავთა ზედა თჳსთა, ვითარ არა უფროჲსად მხოლოდშობილი იგი ძჱ? ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „წარმოაცალიერა თავი თჳსი და ხატი მონებისაჲ შეიმოსა და მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს“.1 გარნა ვითარცა მარადის ვიტყჳ, ბოროტ არს ცუდადმზუაობრობაჲ, ბოროტ! რამეთუ ამან უყო მათ, რომელთა არა ჰრწმენა, და სხუა-თა, რომელთა ბოროტად ჰრწმენა.

სწავლაჲ ჲთ ცუდადმზუაობრობისათჳს

ვივლტოდით უკუე ამის მჴეცისაგან მარადის, რამეთუ მზაკუვარი არს და მრავალფერი და ყოველსა ადგილსა მიჰფენს თჳსსა გესლსა და სახესაცა შინა და შუებასა და შუენიერებასა ჴორციელსა; ამისთჳს მარადის უმეტესსა საჴმრისასა ვეძიებთ, ამისთჳს არს შუენიერებაჲ სამოსელთაჲ საძიებელ, ამისგან გარდაემატა ჩუენ შორის ანგაჰრებაჲ. არამედ ერიდე ამას ბოროტსა, ჵ ძმაო, და უკუეთუ გნებავს, რაჲთა დიდებაჲ გაქუნდეს, იქმოდე სათნოებასა, იქმოდე მოწყალებასა, მაშინ გაქონ შენ ანგელოზთა და კაცთაცა, და თავადმან ღმერთმან შეგიწყნაროს შენ. რამეთუ ვიდრემდის ჴორცთა იმკობდე, ამაო არს შრომაჲ შენი და ხარ ცოდვასა შინა, ხოლო უკუეთუ გლახაკთა ზედა წარაგებდე, ყოვლით კერძო დიდ იყოს ქებაჲ შენი. რაჲსათჳს ამკობ ჴორცთა და სული უდებგიყოფიეს, და არაწმიდებითა სავსე არს? რამეთუ უმეტესი მოსწრაფებაჲ სულისა შემკობისათჳს ჯერ-იყო ქმნად. ხოლო ჩუენ, საყუარელნო, და-ღაცათუ უმეტესი არა ვყოთ, გარნა სწორად ჴორცთა ვიღუაწოთ სულიცა. რამეთუ უკუეთუმცა ვინ გკითხა შენ, ვითარმედ: რომელი გირჩევიეს, რაჲთა ბუნებით შუენიერ იყო და ჰასაკოვან და კეთილ და ძლიერ და გემოსოს სამოსელი უნდოჲ, ანუ რაჲთა გემოსოს სამოსელი კეთილი და იყო შენ ბუნებით დუხჭირ და უფერულ და უძლურ, არამცა ირჩიეა ბუნებითი იგი სიკეთჱ, ვიდრეღა სამოსელთაჲ?

1 შდრ. ფილიპ. 2,7-8.

ხოლო უკუეთუ ჴორცთათჳს ესრეთ არს, არა უფროჲსად სულისათჳს იყოსა ესრეთ? ანუ ჰგონებ, ვითარმედ უკუეთუ სული შეგინებულად იყოს და ბილწად, ირგემცა რაჲ ოქროჲსა და ვეცხლისაგან? მოაქციე ესე სამკაული შინაგან და შეჰმოსე სულსა. და ჴორცსა არარას არგებენ ძოწეულნი და პორფირნი, არცა სიმრთელესა მისცემენ, არცა შუენიერებასა, რამეთუ შავსა ვერ განასპეტაკებს და უშუერსა ვერ განაშუენებს, ხოლო სულსა უკუეთუ შეჰმოსო, მეყსეულად განასპეტაკებს მას, დაღაცათუ შავი იყოს, და უკუეთუ უშუერი იყოს, განაშუენებს, რამეთუ იტყჳს უფალი: „უკუეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა მეწამულნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო“.1 მიეც უკუე, ძმაო, მოწყალებაჲ, და ყოველივე კეთილ იყოს, რაჲთა ესრეთ გჳრგჳნოსანი იქცეოდი სავანეთა მათ შინა საუკუნეთა, და კეთილთა მათ მიემთხჳნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ ყოველნი პოვნად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

1 ესაია 1,18.