მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 13:30

29. რამეთუ რომელნიმე ჰგონებდეს: ვინაჲთგან გუადრუცი იგი იუდას აქუნდა, ვითარმედ ჰრქუა მას იესუ: იყიდე, რაჲ-იგი გჳჴმდეს დღესასწაულსა ამას, გინა თუ მიცემად რაჲმე გლახაკთა.30. ხოლო მან მიიღო პური იგი და მეყსეულად განვიდა. და იყო ღამე.31. და ვითარცა განვიდა იუდა, თქუა იესუ: აწ იდიდა ძე კაცისაჲ, და ღმერთიცა იდიდა მის თანა.
სახარებაჲ იოვანესი თავი 13
30. ხოლო მან მიიღო პური იგი და მეყსეულად განვიდა. და იყო ღამე.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ობ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მან მიიღო პური იგი და განვიდა. და იყო ღამჱ“ (13,30).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს იტყჳს ჟამსაცა? რაჲთა სცნა უკეთურებისა მიმართ მოსწრაფებაჲ მისი, რამეთუ ჟამმანცა ღამისამან ვერ უძლო დაყენებად. და მათ ეგონა, ვითარმედ გლახაკთა ღუწოლისათჳს თქუა, რამეთუ ფრიად იღუწიდა გლახაკთა, რაჲთა ჩუენცა გუასწავოს მოწყალებისა ქმნაჲ, და ამას ჰგონებდეს მოწაფენი. რამეთუ ვერცა ამან შეარცხჳნა ბოროტი იგი იუდა, რამეთუ ესრეთ ვიდრე უკუანაჲსკნელ ჟამადმდე არა განაქიქა. ხოლო ჩუენდაცა ესრეთვე ჯერ-არს ქმნად, რაჲთა არა განვაქიქებდეთ ცოდვათა სხჳსათა, დაღაცათუ უკურნებელ იყვნენ, რამეთუ უფალმანცა ამისა შემდგომად, მო-რაჲ-ვიდა იუდა მიცემად მისა, ამბორის-ყოფად შეუნდო მას და თავს-იდვა საქმჱ ესევითარი. ხოლო აწ იწყებს სიტყუად მოწაფეთა მიმართ და დიდებად უწესს ჯუარს-ცუმასა და სიკუდილსა მას ყუედრებისასა, რაჲთა გუასწავოს, ვითარმედ ყოველივე საქმჱ, რაზომცა საყუედრელ და საძულელ იყოს ყოველთა მიერ, დიდად დიდებად იქმნების, და რაჟამს ღმრთისათჳს იქმნებოდის და საღმრთოდ. და ამისთჳსცა იტყჳს:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის