ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და უწინარჱს დღესასწაულისა მის პასექისასა, რომელ არს ვნებაჲ, იცოდა იესუ, რამეთუ მოიწია ჟამი მისი, რაჲთა განვიდეს ამიერ სოფლით და მივიდეს მამისა, რამეთუ შეიყუარნა თჳსნი იგი, ამას სოფელსა მყოფნი, და სრულიად შეიყუარნა იგინი“ (13,1).
თ ა რ გ მ ა ნ ი: „მსგავს ჩემდა იქმნენითო“, - იტყჳს პავლე, - „ვი-თარცა-ესე მე - ქრისტჱსა“, რამეთუ ამისთჳს ჴორცნი შეიმოსნა და ბუნებაჲ ჩუენი მიიღო, რაჲთა მის მიერ გუასწავოს ჩუენ სათნოებაჲ; რამეთუ იტყჳს წერილი, ვითარმედ: „მსგავსებითა ჴორცთა ამათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ ჴორცითა“; და თავადი იტყჳს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“, და ესე ყოველი არა სიტყჳთ ოდენ, არამედ საქმითცა ასწავა. რამეთუ „სამარიტელით“ და „მაცთურით“ ჰხადოდეს მას ჰურიანი და ქვასა დაჰკრებდეს, და ოდესმე მსახურთა წარავლენდიან ფარისეველნი მოკლვად მისა, და ოდესმე ეძიებდიან ღონესა შეპყრობად, და თჳთ აგინებდიან მრავალგზის, და ამას ყოველსა...