თ ა რ გ მ ა ნ ი: ჯერ-იყო თქუენდა, რაჲთამცა ოდეს გესმა მამაჲ და ძჱ, არარასმცა ეძიებდით სხუასა გამოსაცხადებელად ერთობისა მათისა; უკუეთუ ესე არა კმა არს ჩინებად თქუენდა ერთარსებისა, საქმეთაგან გულისხმა-ყავთ, ვითარმედ „რომელმან მე მიხილა, იხილა მამაჲ ჩემი“. და მერმე გამოაჩინებს, ვითარმედ უმეტესთაცა შემძლებელ არს საქმეთა ქმნად. და არა თქუა, თუ: ამათსა უმეტესსა ვიქმ, არამედ რომელი ამისა ფრიად უსაკჳრველჱს იყოს, ვითარმედ: სხუათადაცა ძალ-მიც მიცემად ამის მადლისა, რაჲთა „ამათსა უმეტესი ქმნან“.
სახარებაჲ იოვანესი 14:11
10. არა გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, თავით ჩემით არა გეტყჳ, არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა.11. გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს? უკუეთუ არა, საქმეთა ამათგან გრწმენინ ჩემი.12. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროჲსიღა ამისსა ქმნეს, რამეთუ მე მამისა მივალ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14