📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა. ჰრქუა მას იესუ: ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არღა მიცით მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“ (14,8-9).
თ ა რ გ მ ა ნ ი: წინაჲსწარმეტყუელი ეტყოდა ჰურიათა, ვითარმედ: „პირი მეძვისაჲ იქმნა შენ ზედა, და ურცხჳნო იქმენ ყოველთა მიმართ“.1 ხოლო ვითარცა ვჰგონებ, არა მის ქალაქისა მიმართ ოდენ შუენის ამის სიტყჳსა თქუმაჲ, არამედ მათა მიმართცა, რომელნი ურცხჳნოდ ჭეშმარიტებისა მიმართ წინააღმდგომ არიან. რამეთუ ფილიპე ჰრქუა რაჲ, ვითარმედ: „უფალო, გჳჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“, თავადმან მიუგო, ვითარმედ: „ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცია, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“. და ამას ყოველსა ზედა ჯერეთ არიან ვიეთნიმე, რომელნი იკადრებენ მამისაგან ძისა განყოფასა. და რაჲ არს ამისი უმეტესი მახლობელობაჲ? რამეთუ რომელნიმე ამის სიტყჳსა მიერ საბელიოზის წვალებასა შთავარდეს, არამედ ჩუენ ესენიცა და იგინიცა დაუტევნეთ, ვი-თარცა გარდამატებულად უშჯულონი, და ვიხილოთ ჭეშმარიტებაჲ ამათ სიტყუათაჲ, რამეთუ იტყჳს: „ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცია მე, ფილიპე?“ რაჲ არს უკუე? შენ ხარა მამაჲ, რომელსა ვეძიებ? არაო. ამისთჳს არა თქუა, ვითარმედ: ვიცი იგი, არამედ: „არა მიცი მე?“ არარას სხუასა მოასწავებს სიტყუაჲ ესე, გარნა ამას, ვითარმედ არარაჲ არს სხუაჲ ძჱ, არამედ რაჲ მამაჲ არს, იგივე ძე არს თჳნიერ მამობისა ხოლო, რამეთუ იგი მამაჲ არს თჳთებითა და ესე - ძჱ, ხოლო სხჳთა ყოვლითავე ერთ არიან. სადაჲთ უკუე მოვიდა ფილიპე ამის სიტყჳსა მომართ? და იტყოდა იესუ, ვითარმედ: „უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ“. ხოლო ჰკითხა ფილიპეცა და თომაცა მამისათჳს, და არარაჲ განცხადებული უთხრა მათ. ამისთჳს ინება ფილიპეცა კითხვად, ვი-თარმედ: „მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და ჩუენ სხუაჲ არარაჲ გჳჴმს“. და ქრისტესა ეთქუა, ვითარმედ: „უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ“,2 ხოლო მან კუალად თქუა, ვითარმედ: „მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი“, ვითარმცა იგი სრულებით იცოდა, არამედ ქრისტემან დაადგინა იგი გზასა ზედა და არწმუნებდა, ვითარმედ მის მიერ იცნობების მამაჲ, არამედ მას თუალითა ჴორციელითა ენება ხილვაჲ მისი, ნუუკუე ამისთჳს, რამეთუ ესმოდა წინაჲსწარმეტყუელთაჲ, ვითარმედ იხილეს ღმერთი, არამედ ვერცა სადა მათ იხილეს ბუნებაჲ ღმრთისაჲ, არამედ ხილვანი, განყოფილებით ქმნულნი. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“;3 და კუალად უფალი იტყჳს: „არცა ჴმაჲ მისი გასმიეს, არცა
1 იერ. 3,3. 2 იოან. 14,7. 3 იოან. 1,18.
პირი მისი გიხილავს“;1 და კუალად წერილ არს: „არავინ იხილოს პირი ჩემი და ცხოვნდეს“;2 ხოლო ქრისტემან მხილებისსახედ ჰრქუა მას: „ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე?“ და იგი მამასა ეძიებდა ხილვად, არამედ ესე არს, რომელი ვთქუ, ვითარმედ ოდენ ძეობასა შინა ჰგიეს, ყოვლითურთ თავსა შორის თჳსსა აჩუენებს მამასა. განყვნა უკუე თჳთებანი და თქუა: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“, რაჲთა ვერვინ თქუას, ვითარმედ თჳთ არს მამაჲ და ძჱცა. რამეთუ უკუეთუმცა ესე ესრეთ იყო, არამცა ეთქუა: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“. ხოლო ვინაჲთგან იტყოდა ფილიპე, ვითარმედ: „მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს“, ვითარმცა იგი ეხილვა, ამისთჳს უჩუენებს, ვითარმედ არცა იგი იცის. რამეთუ უკუეთუმცა იგი იცოდა, მამაჲცამცა იცოდა. ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „რომელმან მიხილა, იხილა მამაჲ ჩემი“. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: არცა ჩემი შესაძლებელ არს ხილვაჲ, არცა მისი. რამეთუ ფილიპე თუალითა თჳსითა ეძიებდა ხილვასა და ჰგონებდა, ვითარმედ ქრისტე უხილავს, ვითარცა ჯერ-არს, და ეძიებდა მამისაცა ხილვად, და ამისთჳს უფალმან უჩუენა, ვითარმედ არცა იგი უხილავს. ხოლო უკუეთუ ვინ იტყოდის, ვითარმედ ხილვასა გონებით გულისხმის-ყოფასა მისსა იტყოდა, არცა ამას წინააღუდგები, რამეთუ თქუა, ვითარმედ: „რომელმან მე გულისხმა-მყოს, მამაჲცა გულისხმა-უყოფიეს“,3 გარნა არა ამას იტყოდა, არამედ არსებისათჳს, რაჲთამცა ერთარსებაჲ გამოაჩინა. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: რომელმან ჩემი არსებაჲ იხილოს, მას მამისაჲ უხილავს. ხოლო ვიხილოთ, თუ ფილიპე რასა ეძიებდა ხილვად, სიბრძნესა-მე მამისასა ანუ სახიერებასა? არა, არამედ თუ რაჲ არს ღმერთი, თჳთ არსებასა მას მისსა. და ამისთჳს მიუგებს ქრისტე, ვითარმედ: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“, და ამისთჳს კუალადცა შეჰრისხნა და ჰრქუა, ვითარმედ: „ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არღა მიცი მე, ფილიპე?“ ესეოდენნი სწავლანი გასმიან და გიხილვან სასწაულნი, რომელთა ჴელმწიფებით ვიქმოდე, და სხუანი ყოველნი საქმენი, რომელნი თჳსნი იყვნეს ღმრთეებისანი, და რომელთა მამაჲ მხოლოჲ იქმს: ცოდვანი დაჴსნილნი და დაფარულნი გამოცხადებულნი, სიკუდილი ვლტოლვილი, თიჴითა თუალთა ახალთა ქმნაჲ, და „ჯერეთ არა მიცია, ფილიპე?“ რამეთუ ვინაჲთგან ჴორცნიცა ემოსნეს, ამისთჳს ჰრქუა: „არღა მიცი მე?“ უკუეთუ გიხილავს მამაჲ, ნუღარას ეძიებ სხუასა ხილვად, რამეთუ მის შორის მე გიხილავ. უკუეთუ მე გიხილავ, ნუღარას გამოეძიებ, რამეთუ ჩემ შორის იგი გიცნობიეს.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ?“ (14,10). თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს: მასვე არსებასა შინა ვჩან.
1 იოან. 5,37. 2 გამ. 33,20. 3 შდრ. იოან. 8,19; 14,7.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „სიტყუათა, რომელთა გეტყოდე მე თქუენ, თავით ჩემით არა ვიტყჳ“ (14,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: იხილეა გარდამატებულებაჲ ესე მახლობელობისაჲ და სახჱ ერთარსებისაჲ?
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არამედ მამაჲ ჩემი, რომელი ჩემ თანა არს, იგი იქმს საქმესა“ (14,10).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ვითარ, რომელ სიტყუათათჳს დაიწყო და თქუა: „სიტყუათა, რომელთა გეტყოდე“, და მერმე საქმედ მოვიდა, ვითარმედ: საქმეთა მათ მამაჲ იქმს? რამეთუ ესრეთ შეწყობილებაჲ იქმნებოდა, უკუეთუმცა ეთქუა: მამაჲ, რომელი არს ჩემ თანა, იტყჳს სიტყუათა; გარნა ორნი პირნი თქუნა აქა, სწავლისათჳს და სასწაულთათჳს, გარნა ამისთჳს, რამეთუ სიტყუანი მისნი საქმე იყვნეს. ხოლო ვითარ იქმს მამაჲ? რამეთუ უფალი სხუასაცა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ არა ვიქმ საქმე-თა მამისა ჩემისათა, ნუ გრწამს ჩემი“.1 და ვითარ აქა მამასა იტყჳს მოქმედად? გარნა ამითცა სიტყჳთა მასვე მოასწავებს, ვითარმედ არარაჲ არს განყოფაჲ შორის მამისა და ძისა. ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: „არამცა ქმნა სხჳთა სახითა მამამან, არამედ ვითარცა მე; არცა მე ვიქმ სხჳთა სახითა, არამედ ვითარცა მამაჲ“.2 და სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მამაჲ ჩემი მოაქამდე იქმს, და მეცა ვიქმ“,3 რამეთუ მუნ შეუცვალებელობასა მას საქმეთასა მოასწავებდა, ხოლო აქა - ერთობასა. უკუეთუ კულა მდაბლად ჩანს ამათ სიტყუათა მიერ, ნუ გიკჳრს, რამეთუ პირველად თქუა, ვითარმედ: „არა გრწამსა?“ და მერმეღა იწყო ამათ სიტყუათა, რაჲთა სცნა, ვითარმედ ამისთჳს ესრეთ იტყჳს, რაჲთა სარწმუნოებად მოიყვანნეს, რამეთუ განმკითხველი არს იგი გულთაჲ და ყოველივე დაფარული იცოდა.4
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გრწამსა, რამეთუ მე მამისა თანა ვარ, და მამაჲ ჩემ თანა არს?“ (14,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჯერ-იყო თქუენდა, რაჲთამცა ოდეს გესმა მამაჲ და ძჱ, არარასმცა ეძიებდით სხუასა გამოსაცხადებელად ერთობისა მათისა; უკუეთუ ესე არა კმა არს ჩინებად თქუენდა ერთარსებისა, საქმეთაგან გულისხმა-ყავთ, ვითარმედ „რომელმან მე მიხილა, იხილა მამაჲ ჩემი“. და მერმე გამოაჩინებს, ვითარმედ უმეტესთაცა შემძლებელ არს საქმეთა ქმნად. და არა თქუა, თუ: ამათსა უმეტესსა ვიქმ, არამედ რომელი ამისა ფრიად უსაკჳრველჱს იყოს, ვითარმედ: სხუათადაცა ძალ-მიც მიცემად ამის მადლისა, რაჲთა „ამათსა უმეტესი ქმნან“.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმეთა რომელთა მე ვიქმ, მანცა ქმნეს, და უმეტესი ამათსა ქმნეს. და მე მამისა მივალ“ (14,12).
1 იოან. 10,37. 2 შდრ. იოან. 5,19. 3 იოან. 5,17. 4 შდრ. 1 ნშტ. 28,9; ებრ. 4,12-13.
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: ამიერითგან თქუენდა არს სასაწულთა ქმნაჲ, რამეთუ მე წარვალ. და ვინაჲთგან აცნობა, რაჲ-იგი ენება, ამისთჳს მეყსეულად თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲცა ითხოვოთ სახელითა ჩემითა, იგი ვყო, რაჲთა იდიდოს მამაჲ ძისა თანა“ (14,13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ კუალად იგი იქმს ამას? „რაჲ მე ვქმნეო“, და არა თქუა, ვითარმედ: ვსთხოვო მამასა, არამედ: „რაჲთა იდიდოს მამაჲო“. და პირველ იტყოდა, ვითარმედ: „ღმერთმან ადიდოს იგი თავისა თჳსისა თანა“,1 ხოლო აქა თჳთ ადიდებს მამასა, რამეთუ რა-ჟამს გამოჩნდეს ფრიადი იგი ძალი ძისაჲ, მაშინ მამაჲცა იდიდების. ხოლო რაჲ არს იგი, ვითარმედ: „რაჲ ითხოვოთ სახელითა ჩემითა“? ესე იგი არს, რომელსა იტყოდეს მოციქულნი, ვითარმედ: „სახელითა იესუ ქრისტჱსითა აღდეგ და ვიდოდე!“2 რამეთუ ყოველნი სასწაულნი რომელნი ქმნნეს, იგი იქმოდა, რამეთუ ჴელი უფლისაჲ იყო მათ თანა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რაჲ ითხოვოთ სახელითა ჩემითა, ვყო“ (14,13).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა უფლებასა ამას, რამეთუ სხუათა მიერ იგი იქმს? ვითარ უკუე ცუდადმეტყუელებენ უკეთურნი, ვითარმედ მას თჳთ შეწევნაჲ უჴმდა? ხოლო სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „მამისა მივალ“, ესე არს, ვითარმედ: არა წარვწყმდები, არამედ ჩემსა პატივსა შინა ვჰგიე და ცათა შინა ვარ. ხოლო ამას ყოველსა ნუგეშინისსაცემელად მათა იტყოდა, რამეთუ ვინაჲთგან არღა იცოდეს მათ სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ და შეწუხნებოდეს, ამისთჳს აღუთქუამს, ვითარმედ: მე მარადის ცხოველ ვარ, და რაჲცა ითხოვოთ, მოგცე თქუენ, და უჩუენებს, ვითარმედ ეგოს იგი უკუნისამდე, და არა თუ ოდენ ეგოს, არამედ უმეტესიცა ძალი აჩუენოს. და ესრეთ მხიარულ-ჰყოფდა მათ.
სწავლაჲ ოდ ვითარმედ სათნოებაჲ სულიერი მსხუერპლი არს, და ვეცხლისმოყუარებაჲ ცუდადმზუაობრობისაგან არს
არამედ ჩუენცა შეუდგეთ მას და აღვიღოთ ჯუარი ჩუენი, რამეთუ წერილ არს: „მოაკუდინენით ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა“.3 დავშრიტოთ უკუე გულისთქუმაჲ, მოვაკუდინოთ გულისწყრომაჲ, მოვკლათ შური, და ესე არს მსხუერპლი ცხოველი, რომელი არა მტუერ იქმნების, არცა კუამლად განიბნევის, არცა ცეცხლი უჴმს და შეშაჲ და მახჳლი, არამედ ცეცხლად აქუს და მახჳლად სული წმიდაჲ. ესე მახჳლი აღიღე და მოიკუეთე ნამეტნავი იგი გულისაჲ და განაღე დაყოფილი სასმენელი, რა-
1 იოან. 13,32. 2 საქმე 3,6. 3 კოლ. 3,5.
მეთუ სენი და ბოროტნი გულისთქუმანი დაუყოფენ სასმენელთა სმენად სიტყუასა ღმრთისასა. რამეთუ ვეცხლისმოყუარებაჲ რაჲ მოიწიოს, არა უტევებს შესლვად სიტყუათა მოწყალებისათა, და სიძულილი დაჰყოფს შესავალთა სიყუარულისათა, და ყოველი ვნებაჲ ესრეთ არს.
არამედ ჩუენ აღმოვჰფხურნეთ ბოროტნი გულისთქუმანი, რამეთუ ოდენ ვინებოთ, და ყოველი დაშრეტილ არს, ხოლო ჩუენ ვართ, რომელნი ვაუფლებთ ვნებათა ჩუენ ზედა. და ნუ მძლავრებასა მას ვეცხლისმოყუარებისასა ჰხედავ, არამედ გულისხმა-ყავ, ვითარმედ შენგან არს იგი მძლავრებაჲ, და არა თუ ბუნებითი არს ესე გულისთქუმაჲ, რამეთუ ვინაჲთგან ბუნებითნი ყოველნი პირველითგან იქმნნეს, ხოლო ოქროჲ და ვეცხლი ვიდრე მრავლად ჟამადმდე ყოლადვე არა ჩნდეს.
სადაჲთ უკუე აღორძნდა ესე გულისთქუმაჲ? გარნა ცუდადმზუაობრობისაგან და დაჴსნილებისა. და გულისთქუმანი რომელნიმე საჭირო არიან, და რომელნიმე - ბუნებითნი, და რომელნი არცა ერთისა მათგანისა არიან. ესე იგი არს, ვითარმედ რაოდენნი არიან, რომელ თჳნიერ მათსა მოკუდების კაცი, იგინი საჭირო არიან და ბუნებით, ვითარ არიან: ჭამისა და სუმისა და ძილისა გულისთქუმაჲ; ხოლო ტრფიალებაჲ იგი ჴორცთა სიმჴურვალისაჲ ბუნებითი არს, გარნა არასაჭიროჲ, რამეთუ მრავალთა სძლეს მას და არა მოკუდეს. ხოლო ვეცხლისმოყუარებისა გულისთქუმაჲ - არცა ბუნებითი, არცა საჭიროჲ, არამედ უკუეთუ გუენებოს, არა შევიწყნარებთ მას. რამეთუ უფალმანცა ქალწულებისათჳს თქუა, ვი-თარმედ: „რომელთა ძალ-უც“,1 ხოლო საჴმართმოყუარებისათჳს თქუა: „რომელმან არა დაუტევოს ყოველი მონაგები თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს“.2 რამეთუ რომელი ადვილ არს, ამას გუამცნებს, ხოლო რომელი ვერ ყოველთა ძალ-უც, მიუშუებიეს იგი ნებასა ზედა.
აწ უკუე რად ვჰყოფთ თავთა ჩუენთა უსიტყუელ წინაშე ღმრთისა? რამეთუ რომელი უფიცხლჱსისა ვნებისა მიერ იძლიოს, არა ესრეთ ღირს არს საშჯელისა, ვითარ იგი, რომელი უძლურისა ვნებისა მიერ ესრეთ მოუძლურებულ იქმნეს. რამეთუ რაჲ ვთქუათ, რაჟამს გუარქუას, ვითარმედ: „მიხილეთ მე მშიერი, და არა მეცით მე ჭამადი“?3 ნუუკუე ქურივსა მას უგლახაკჱს ვართა, რაჲთამცა სიგლახაკჱ ვიმიზეზეთ? რამეთუ ღმერთი არა სიმრავლესა საფასეთასა ეძიებს, არამედ სიკეთესა გონებისასა, და ესეცა მისისა კაცთმოყუარებისაგან არს. ამისთჳს უკუე ვისწრაფოთ ძალისაებრ ჩუენისა ქმნად კეთილისა, რაჲთა მივემთხჳნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
1 შდრ. მათ. 19,11-12. 2 შდრ. ლუკ. 14,33. 3 მათ. 25,42.