თ ა რ გ მ ა ნ ი: საქმეთა მოგებაჲ ჯერ-არს ჩუენდა და არა სიტყუათაჲ მარადის, რამეთუ თქუმაჲ სიტყჳთ და ქადაგებაჲ მარადის ადვილ არს, ხოლო საქმით ქმნაჲ სიტყჳსაჲ არა ადვილ არს. რაჲსათჳს უკუე ვთქუ ესე? ამისთჳს, რამეთუ მრავალნი არიან აწ, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: გუეშინის უფლისა და გჳყუარს იგი, და საქმით წინააღმდგომსა იქმან. ხოლო ღმერთი საქმით სიყუარულსა ეძიებს; ამისთჳს მოწაფეთა ეტყოდა, ვითარმედ: „უკუეთუ გიყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით“. რამე-თუ ვინაჲთგან ჰრქუა, ვითარმედ: „რაჲ ითხოვოთ სახელითა ჩემითა, გიყო“, რაჲთა არა ჰგონებდენ, ვითარმედ ესრეთ უმიზეზოდ იქმს, ამისთჳს ჰრქუა, ვითარმედ: უკუეთუ გიყუარდე, მაშინ გეყოს ყოველი თხოვაჲ თქუენი. და ვინაჲთგან ესმოდა რაჲ, ვითარმედ: „წარვალ მამისა“, ; (16,10,16) იგინი მწუხარე იქმნებოდეს, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: „არა ესე არს სიყუარული ჩემი, რომელ აწ მწუხარე ხართ, არამედ უკუეთუ დაიმარხნეთ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მცნებაჲ მიგეც, რაჲთა იყუარებოდით ურთიერ-თას და რაჲთა ჰყოფდეთ ურთიერთას,...
სახარებაჲ იოვანესი 14:16
15. უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით.16. და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინის-მცემელი მოგივლინოს თქუენ, რაჲთა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე.17. სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ჰხედავს მას, არცა იცის იგი, ხოლო თქუენ იცით იგი, რამეთუ თქუენ თანა არს და თქუენ თანა იყოს.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14