მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ იოვანესი 14:18

17. სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ჰხედავს მას, არცა იცის იგი, ხოლო თქუენ იცით იგი, რამეთუ თქუენ თანა არს და თქუენ თანა იყოს.18. არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე თქუენდა.19. მცირედღა, და სოფელი ესე არა მხედვიდეს, ხოლო თქუენ მხედვიდეთ მე, რამეთუ მე ცხოველ ვარ, და თქუენცა ცხოველ იყვნეთ.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14
18. არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე თქუენდა.
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად, რამეთუ მოვიდე თქუენდა“ (14,18).:

თ ა რ გ მ ა ნ ი: ნუ გეშინისო, რამეთუ არა თუ ამისთჳს ვთქუ სხჳსა ნუგეშინისმცემელისა მოვლინებად, ვითარმცა მე მოგაკლდებოდე სრულიად, არა ამისთჳს ვთქუ, ვითარმედ: „თქუენ თანა იყოს“, ვითარმცა მე არღარა გიხილევდი, „რამეთუ მეცა მოვიდე თქუენდა, არა დაგიტევნე თქუენ ობლად“. რამეთუ ვინაჲთგან დაწყებასა სიტყჳსასა იტყოდა: „შვილნო ჩემნო“, ამისთჳს აქა იტყჳს: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“; და დასაბამსა სიტყჳსასა იტყოდა, ვითარმედ: „მოხჳდეთ, სადა მე ვიყო“, და ვითარმედ: „სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან“, ხოლო აქა, ვინაჲთგან იგი ჟამი შორს იყო, მოსცემს სულსა, არამედ იგინი კუალად ვინაჲთგან ვერ გულისხმა-ჰყოფდეს სიტყჳთა მით და ვერ მიიღებდეს ჯეროვანსა ნუგეშინის-ცემასა, ამისთჳს ჰრქუა: „არა დაგიტევნე თქუენ ობლად“, რამეთუ იგინი უფროჲს ყოვლისა ამას ეძიებდეს. არამედ რაჲთა არა ჰგონებდენ კუალად ესევითარსავე მოსლვასა, ვითარცა პირველ, იხილე, ვითარ მოასწავა, მისი იგი მოსლვაჲ თუ ვითარ იყოს, რამეთუ თქუა:

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის