თ ა რ გ მ ა ნ ი: მამისა თანა ყოფაჲ ერთარსებისათჳს არს, ხოლო მათ თანა - სიყუარულისათჳს მათისა და შეწევნისა ღმრთისა მიერ. და არა თუ ერთი ძალი აქუს მამისა თანა ყოფად და მათ თანა, დაღაცათუ ერთი-თა სიტყჳთა თქუმულ არს, რამეთუ მრავალსა იტყჳს წერილი ერთითა სიტყჳთა სხუასა და სხუასა ძალსა. რამეთუ ჩუენცა გუეწოდების ღმერთ და შვილ ღმრთის, არამედ არა ერთად გულისხმა-იყოფების ჩუენ ზედა და ღმრთისა, და კუალად ძესაცა ხატ ეწოდების და ჩუენცა, არამედ არა ერთ არს, რამეთუ ფრიადი აქუს განყოფილებაჲ. და კუალად თქუმულ არს, ვითარმედ: „თქუენ ქრისტესნი ხართ, და ქრისტე - ღმრთისაჲ“. გარნა არა ესრეთ არს ქრისტე ღმრთისაჲ, ვითარცა ჩუენ - ქრისტესნი, არამედ მამისა თანა ყოფაჲ მისი არს თანაარსობისა მისისათჳს, ხოლო „თქუენ თანა ვიყო“, ესე იგი არს, ვითარმედ: შეწევნასა ფრიადსა მიგცემდე მარადის.
სახარებაჲ იოვანესი 14:20
19. მცირედღა, და სოფელი ესე არა მხედვიდეს, ხოლო თქუენ მხედვიდეთ მე, რამეთუ მე ცხოველ ვარ, და თქუენცა ცხოველ იყვნეთ.20. მას დღესა შინა სცნათ თქუენ, რამეთუ მე მამისა ჩემისა თანა, და თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ შორის.21. რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი.
სახარებაჲ იოვანესი თავი 14